როგორ მოვაწყოთ ბინა, რომ სტრესი შესვლისთანავე მოგვეხსნას


ძალიან ბევრი ადამიანისთვის სახლი ის ადგილია, სადაც ისვენებს, დუნდება და მთელი დღის დაგროვილ სტრესს იხსნის. როგორ მოვაწყოთ სახლი ისე, რომ თავი კიდევ უფრო კომფორტულად ვიგრძნოთ და შესაბამისად, სტრესიც მინიმუმამდე დავიყვანოთ?


პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის, თუ რით არის მოპირკეთებული ჩვენი ბინა. ეცადეთ, რომ მაქსიმალურად გამოიყენოთ ბუნებრივი მასალები: ხე, ქვა, მზე, ცოცხალი ცეცხლი ხელს შეგიწყობთ სტრესის მაქსიმალურად დაძლევაში.

ალბათ, შეგიმჩნევიათ, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის მზის სხივები, კარგი ამინდი, ამიტომ ეცადეთ სახლი იყოს ძალიან კარგი ბუნებრივი განათება, ბინაში კარგად შემოდიოდეს მზის სხივები,
რაც პირდაპირ იმოქმედებს თქვენს კარგ განწყობაზე. ამ მხრივ ძალიან კარგია პანორამული ფანჯრები, ტერასა და ა.შ.

ძალიან მნიშვნელოვანია ასევე სივრცე, გადატვირთული სივრცე თრგუნავს ადამიანს და კიდევ უფრო სტრესავს. ამიტომ გირჩევთ მაქსიმალურად იქონიოთ თავისუფალი სივრცე, რათა შეძლოთ თავისუფლად სუნთქვა.

და ბოლოს, ერთი შეხედვით არცთუ მნიშვნელოვანი - ტექსტილი და აქსესუარები, რომელიც ახარებს თვალს და ქმნის განწყობას, კომფორტის შეგრძნებას. სრული ბედნიერების განცდაში ეს ძალიან ეხმარება ადამიანს. ინტერიერი და დიზაინი თვალს უნდა ახარებდეს, ადამიანში კმაყოფილების შეგრძნებას უნდა იწვევდეს.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები