"ავეჯის დამზადების პირობით, 26 მოქალაქის კუთვნილ 473 252 ლარს მოტყუებით დაეუფლა" - პროკურატურამ კომპანია "მელაძის“ მფლობელზე ძებნა გამოაცხადა

სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ავე­ჯის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია "მე­ლა­ძის“ მფლო­ბე­ლის, ვაჟა მე­ლა­ძის მი­მართ ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­და. ამის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, ვაჟა მე­ლა­ძეს ბრა­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე წა­რუდ­გი­ნეს. სა­სა­მარ­თლომ მას აღ­კვე­თის ღონ­სი­ძი­ე­ბის სა­ხით 7 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და და ამას­თან, საქ­მე­ზე სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე მას სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს­თვის პას­პორ­ტის ჩა­ბა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­ე­კის­რა და პრო­კუ­რო­რის ან გა­მომ­ძი­ებ­ლის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თა აეკ­რძა­ლა, თუმ­ცა აკ­რძალ­ვის მი­უ­ხე­და­ვად, ბრალ­დე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბას მი­ე­მა­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა გი­რაო, პა­ტიმ­რო­ბით შე­იც­ვა­ლა და
მის მი­მართ ძებ­ნა გა­მო­ცხად­და.

ვაჟა მე­ლა­ძეს­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლია კი­დევ ორი პირი, მათ შო­რის, მისი მე­უღ­ლე. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვაჟა მე­ლა­ძე მე­უღ­ლეს­თან და კი­დევ ერთ პირ­თან ერ­თად ავე­ჯის დამ­ზა­დე­ბის პი­რო­ბით, 26 მო­ქა­ლა­ქის კუთ­ვნილ 473 252 ლარს მო­ტყუ­ე­ბით და­ე­უფ­ლა.
10:45 / 09-11-2022
"ავეჯის დამზადების პირობით, 26 მოქალაქის კუთვნილ 473 252 ლარს მოტყუებით დაეუფლა" - პროკურატურამ კომპანია "მელაძის“ მფლობელზე ძებნა გამოაცხადა
სა­ქარ­თვე­ლოს გე­ნე­რა­ლურ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ ავე­ჯის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია "მე­ლა­ძის“ მფლო­ბე­ლის, ვაჟა მე­ლა­ძის მი­მართ ძებ­ნა გა­მო­ა­ცხა­და. ამის თა­ო­ბა­ზე ინ­ფორ­მა­ცი­ას პრო­კუ­რა­ტუ­რა ავ­რცე­ლებს.

უწყე­ბის ცნო­ბით, ვაჟა მე­ლა­ძეს ბრა­ლი დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე წა­რუდ­გი­ნეს. სა­სა­მარ­თლომ მას აღ­კვე­თის ღონ­სი­ძი­ე­ბის სა­ხით 7 000-ლა­რი­ა­ნი გი­რაო შე­უ­ფარ­და და ამას­თან, საქ­მე­ზე სა­ბო­ლოო გა­და­წყვე­ტი­ლე­ბის მი­ღე­ბამ­დე მას სა­გა­მო­ძი­ე­ბო ორ­გა­ნოს­თვის პას­პორ­ტის ჩა­ბა­რე­ბის ვალ­დე­ბუ­ლე­ბა და­ე­კის­რა და პრო­კუ­რო­რის ან გა­მომ­ძი­ებ­ლის ნე­ბარ­თვის გა­რე­შე, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხელ­მწი­ფოს სა­ზღვრის გა­დაკ­ვე­თა აეკ­რძა­ლა, თუმ­ცა აკ­რძალ­ვის მი­უ­ხე­და­ვად, ბრალ­დე­ბუ­ლი გა­მო­ძი­ე­ბას მი­ე­მა­ლა. აღ­ნიშ­ნუ­ლი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ბრალ­დე­ბუ­ლის მი­მართ გა­მო­ყე­ნე­ბუ­ლი აღ­კვე­თის ღო­ნის­ძი­ე­ბა გი­რაო, პა­ტიმ­რო­ბით შე­იც­ვა­ლა და მის მი­მართ ძებ­ნა გა­მო­ცხად­და.

ვაჟა მე­ლა­ძეს­თან ერ­თად ბრალ­დე­ბუ­ლია კი­დევ ორი პირი, მათ შო­რის, მისი მე­უღ­ლე. გა­მო­ძი­ე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ვაჟა მე­ლა­ძე მე­უღ­ლეს­თან და კი­დევ ერთ პირ­თან ერ­თად ავე­ჯის დამ­ზა­დე­ბის პი­რო­ბით, 26 მო­ქა­ლა­ქის კუთ­ვნილ 473 252 ლარს მო­ტყუ­ე­ბით და­ე­უფ­ლა.

"სა­ზო­გა­დო­ე­ბის ინ­ფორ­მი­რე­ბის მიზ­ნით გან­ვმარ­ტავთ, რომ ავე­ჯის მწარ­მო­ე­ბე­ლი კომ­პა­ნია “მე­ლა­ძის” მფლო­ბე­ლი ბრალ­დე­ბუ­ლია დიდი ოდე­ნო­ბით თან­ხე­ბის თაღ­ლი­თუ­რად და­უფ­ლე­ბის ფაქ­ტზე. ასე­ვე, აღ­ნიშ­ნულ სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე­ზე ბრალ­დე­ბუ­ლია კი­დევ ორი პირი.

ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მიმ­დი­ნა­რე გა­მო­ძი­ე­ბით დად­გე­ნი­ლია, რომ ბრალ­დე­ბუ­ლი ჯგუ­ფუ­რად - მე­უღ­ლეს­თან და კი­დევ ერთ პირ­თან ერ­თად, სა­სურ­ვე­ლი ავე­ჯის დამ­ზა­დე­ბის პი­რო­ბით, 26 მო­ქა­ლა­ქის კუთ­ვნილ 473 252 ლარს მო­ტყუ­ე­ბით და­ე­უფ­ლა. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები