რატომ იყო ძველ კორპუსებში ფანჯარა საპირფარეშოსა და სამზარეულოს შორის - მშენებლობის ძველი ნორმები და სტანდარტები, რომლებიც დღეს უცნაურად გვეჩვენება


ყოფილი საბჭოთა კავშირის დროინდელი სახლები ნამდვილად გამორჩეული და შეიძლება ითქვას, უცნაურიც კი იყო. დღევანდელი გადმოსახედიდან უცნაურობა იმ დროს ნორმად აღიქმებოდა.

სადარბაზოების ფერთა გამა

ომის შემდგომ აშენებულ მრავალსართულიან სახლებში სადარბაზოების შესაღებად ორი ფერი გამოიყენებოდა. ზედა ნაწილი თეთრი გახლდათ, ქვედა ნაწილის ორი ძირითადი ფერი კი მწვანე ან ცისფერი იყო. რამ განაპირობა ეს ორი არჩევანი? ეს აიხსნებოდა საღებავის ეკონომიით. ქვეყანაში გადაჭარბებით მხოლოდ ორი ფერის საღებავი იწარმოებოდა. ცისფრად იღებებოდა სამხედრო ტექნიკა, მწვანედ კი სოფლის მეურნეობის მოწყობილობები და სატვირთო ავტომობილები.
კიდევ ერთ მიზეზი გახლდათ პრაქტიკულობა.
სახლები დაჩქარებული ტემპით შენდებოდა, ცისფერი და მწვანე კი, მკვეთრი ფერებია, რომლებიც კარად მალავდა სამშენებლო დეფექტებს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი სახანძრო უსაფრთხოება იყო. ხანძრის შემთხვევაში მკვეთრი ფერი კორპუსის მაცხოვრებლებს დაკვამლიანებული სადარბაზოდან გასვლის დროს ორიენტაციაში ეხმარებოდა.

სახლში შესასვლელი კარი შიგნით იღებოდა

მაშინდელ ქვეყანაში არსებობდა სამშენებლო ნორმები, თანაც ძალიან მკაცრი, რომელიც მშენებლებს აუცილებლად უნდა დაეცვათ. ერთ-ერთი ასეთი ნორმის თანახმად, სახლის კარი შიგნით უნდა გაღებულიყო და ამის ერთ-ერთი მთავარი ახსნა გახლდათ სადარბაზოს კიბის უჯრედისის მცირე გაბარიტები.

ფანჯარა საპირფარეშოსა და სამზარეულოს შორის


საბჭოთა კავშირის არქიტექტორის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო ატრიბუტი ეს ფანჯარა გახლდათ. ზოგ შემთხვევაში, თუ სახლში ორი სველი წერტილი იყო, ეს ფანჯარა ორი იყო. ამ ფანჯარას რამდენიმე დანიშნულება ჰქონდა. პირველი - ეს უსაფრთხოების საშუალება გახლდათ. საპირფარეშო იყო საკმაოდ პატარა, კარი შიგნიდან იღებოდა და კარის ჩაკეტვის შემთხვევაში ფანჯრის ჩამსხვრევა ყველაზე მარტივი გამოსავალი გახლდათ.

ფანჯრის კიდევ ერთი დანიშნულება გახლდათ ის, რომ ის საპირფარეშოსთვის განათების დამატებთ წყარო იყო, საიდანაც სინათლე შედიოდა.
ასევე არქიტექტორები ცდილობდნენ, რომ იმ დროინდელი სველი წერტილი დაეცვათ ბაქტერიებისა და სოკოსაგან და ფანჯრის მეშვეობით მას გამოშრობის საშუალებას აძლევდნენ.

კიბეები

რაც შეეხება კიბეებს, კიბეები კორპუსებში მხოლოდ კიდეებში იღებებოდა. ეს გადაწყვეტილება სადარბაზოს დალაგების გამარტივების მიზნით აიხსნებოდა. კიბის კიდეებში ბევრად მეტი ჭუჭყი გროვდება და პრიალა ზედაპირის წყალობით კიბის ამ ნაწილის დასუფთავება ბევრად მარტივი იყო.

"მაცივარი"

სამზარეულოს ფანჯრის ქვეშ კი გაკეთებული იყო სპეციალური სათავსო, მაცივრის მსგავსი, რომელიც გარეთ გამავალ ხვრელს ფარავდა, ეს ხვრელი კი გაზქურის ნორმალური მუშაობისთვის იყო განკუთვნილი და ერთგვარ ვენტილაციას წარმოადგენდა.
ზამთარში ამ კარადას მცხოვრებლები მაცივრის დანიშნულებით იყენებდნენ.

საკუჭნაო

ნივთების შესანახად მაშინდელ სახლებში გათვალისწინებული იყო საკუჭნაო, მოგვიანებით საკუჭნაოს ზომა დაპატარავდა და ერთი ოთახის ნაცვლად ჩაშენებული კარადით განისაზღვრებოდა.

სართულების რაოდენობა


სართულების რაოდენობა მრავალსართულიან სახლებში განპირობებული იყო პირველ რიგში უსაფრთხოებით, ხოლო მეორე რიგში ეკონომიის მიზნით. ძირითადი სტანდარტი 5 სართული იყო.

მინი სამზარეულო

ომის შემდეგ პრიორიტეტულ გახდა დაზიანებული კორპუსების აღდგენა და ახალი სახლების სწრაფად აშენება.
ეს სტალინის არქიტექტურიდან ხრუშჩოვის არქიტექტურაზე გადასვლის პერიოდი გახლავთ. მიზანი იყო, სწრაფად და იაფად აეშენებინათ ახალი საცხოვრებელი სახლები. ბინების ფართობი მინიმალური იყო, ერთოთახიანი ბინა 16 კვ.მ. ს მოიცავდა. სამზარეულო სახლის ძირითად ნაწილად არ მიიჩნეოდა. ითვლებოდა, რომ მუშა ხალხს სასადილოებში უნდა ესადილათ, სამზარეულო კი სულ არ იყო საჭირო. ამიტომაც მას ძალიან პატარა ზომისას აკეთებდნენ.

აივანი პირველ სართულზე

აივანი პირველ სართულს არ ჰქონდა იქიდან გამომდინარე, რომ ეს სართული საკმაოდ დაბლა მდებარეობდა მიწასთან ახლოს და ამის გამო აივნის საჭიროება პირველი სართულისთვის უბრალოდ არ არსებობდა.

პარკეტი

პარკეტს საბჭოთა კავშირის დროინდელ ყველა სახლში შეხვდებოდით ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო, პარკეტი საბჭოთა კავშირში საკმაო რაოდენობით იწარმოებოდა. ეკონომიის მიზნით იყენებდნენ კვადრატულ ფორმებს, რადგან ის ბევრად იაფი ჯდებოდა და მასალაც იმდენი არ მიდიოდა.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები