რომელი ყვავილების დარგვა სჯობს საფლავზე და რომელი ყვავილების კურთხევა სჯობს სულთმოფენობისთვის

ყვავილი ჩვენი ცხოვრების არამხოლოდ ლამაზ და სასიხარულო დღეებს ამშვენებს. ეს ლამაზი ქმნილება ყველაზე მწარე და ტკივილიან მოვლენებსაც ახლავს თან. დღეს თუ ეზოებს და აივნებს ვალამაზებთ ყვავილებით, ხვალ საყვარელი ადამიანის საფლავზე მიგვაქვს. ასეთი აცხოვრება - ახლობლების საფლავების ყვავილებით გალამაზებაც ისევე საჭიროა, როგორც კარ-მიდამოსი. გარდა ამისა, მართლმამდიდებელი ეკლესია კვირას, 19 ივნისს (აღდგომის 50-ე დღეს) სულთმოფენობას აღნიშნავს. ამ დღეს ტაძარში ყვავილების უნდა აკურთხოთ, რომელიც მერე უნდა გაახმოთ და მთელი წლის განმავლობაში შეინახოთ. ამიტომ დავინტერესდით, რომელი ყვავილების დარგვა სჯობს საფლავზე და რომელი ყვავილები ხმება

ლამაზად, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ფორმას შეინარჩუნებს.

რჩევებს გვაძლევს ამ საქნის მცოდნე, ყვავილების დიდი მოყვარული ქალბატონი ინგა ხანჯალიაშვილი:

"გასახმობად კარგია მინდვრის ყვავილები, ასევე ერთწლიანებიც. მაგალითად, ცინიები გვირილები, ტაგეტესები (გულყვითელა) ლავანდა, ზამბახები, ასევე მიხაკებიც და სხვები.

ცინიები

ტაგეები, იგივე გულყვითელა, იგივე მარიგოლდი

ლავანდა

ზამბახი


ხოლო სასაფლაოზე დასარგავად უმჯობესია ბოლქვოსნები, რომლებიც მრავალწლიანი მცენარეებია: ტიტა, ნარცისი, კროკუსები, გიაცინტები, ასევე ზამბახები მრავლდება ადვილად და ულამაზეს მწვანე ბუჩქს ქმნის. კარგია ასევე ქრიზანთემები, როგორც ჯუჯები, ასევე მაღალი.

კროკუსი

გიაცინტები

ქრიზანთემები

არ სჭირდებათ განსაკუთრებული მოვლა, არც ხშირ მორწყვას მოითხოვენ. ყვავილობენ ზაფხულიდან გვიან შემოდგომამდე. ასევე კარგია ვარდების დარგვა შემოდგომით ან ადრე გაზაფხულზე. ყველა მცენარე ექვემდებარება ხმობას. კომპოზიცის შერჩევა დამოკიდებულია გემოვნებაზე. მცენარე, რომელიც უნდა გავახმოთ, არ იწყობა წყლიან ლარნაკში".

კომენტარები

თეო 2023-04-12 12:29
ეზოდან წარება და დარგვა ტუ შეზლება სასაფლაიზე
Tiko 2017-04-01 21:21
ყვავილების ქართული სახელწოდებები რომ იხმაროთ არა?

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები