მსოფლიოში მოგზაურობის დროს უნდა იცოდეთ არა მხოლოდ გარკვეული ქვეყნების რესტორნების, სასტუმროების, ბუტიკების, ტურისტული ადგილებისა და ღირსშესანიშნაობების შესახებ, არამედ ამა თუ იმ ქვეყანაში არსებული აკრძალვების შესახებაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება უსიამოვნებებში აღმოჩნდეთ, საუკეთესო შემთხვევაში ჯარიმის გადახდა მოგიწიოთ, უარეს შემთხვევაში კი - ციხეშიც კი აღმოჩნდეთ.
სინგაპური

ამ ქალაქმა შესაძლოა ადვილად დაიკავოს პირველი ადგილი ქვეყნების სიაში ჯარიმებისა და სასჯელების რაოდენობით. აქ ის პრაქტიკულად ყოველ ნაბიჯზეა და დაუდევარ ტურისტს საკმაოდ ძვირი დაუჯდება. ეს იმით არის განპირობებული, რომ ქალაქი-სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს სისუფთავისა და წესრიგის შესანარჩუნებლად. აქ
კორუფცია არ არის და დანაშაულის ყველა მცდელობა მინიმუმამდეა დაყვანილი. ხელისუფლება ყველანაირად ზრუნავს საკუთარ ქვეყანაზე, ადგილობრივ მოსახლეობასა და ვიზიტორებს მკაცრი კონტროლის ქვეშ აყენებს. გაინტერესებთ, რისთვის შეიძლება დაისაჯოთ სინგაპურში?
• პირველ რიგში, ნებისმიერ საჯარო ადგილას მიწაზე დაგდებული საღეჭი რეზინისთვის. ამ "მცირე" შეცდომისთვის შეგიძლიათ გადაიხადოთ საკმაოდ დიდი თანხა - ათასი სინგაპურული დოლარი.
• შეიძლება დაჯარიმდეთ ისეთ ადგილებში მოწევისთვის, სადაც ამის უფლება არ გაქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწვევთ ჯარიმის გადახდა - ორასიდან ხუთი ათასი სინგაპურული დოლარის.
• არ შეიძლება ბინაში ან სასტუმროს ნომერში შიშველი სიარული. ფანჯრის მიღმა ვინმემ შიშველი სხეული თუ შენიშნა, სასჯელს ვერ აცდებით, მოემზადეთ ორი ათასი დოლარის ადგილობრივი ვალუტით გადახდისთვის.
• თუ გადაწყვეტთ ვინმეს ვაიფაის გატეხვას ან მასთან ნებართვის გარეშე დაკავშირებას (უფასო ცხელი წერტილები არ ითვლება), სამ თვემდე თავისუფლების აღკვეთა გელით. საუკეთესო შემთხვევაში, ათი ათასი სინგაპურული დოლარის ოდენობის ჯარიმა.
• თუ გადაწყვეტთ ქალაქის საზღვრებში მტრედების, მაიმუნების და სხვა ცხოველების გამოკვებას, მოემზადეთ ათასიდან ხუთ ათას სინგაპურულ დოლარამდე ოდენობის ჯარიმის გადახდისთვის.
• და ბოლოს, თუ მანქანას ერთ წუთზე მეტხანს ვერ გამორთავთ, ადგილობრივი ვალუტით ორი ათასი ჯარიმის ოდენობით დაჯარიმდებით. რა თქმა უნდა, შეგნებულად არავინ გითვალთვალებთ, მაგრამ თუ დაგიჭერენ, ცხადია, მოგიწევთ ფულის გადახდა. ამიტომ, მოემზადეთ და გახსოვდეთ სინგაპურში ქცევის წესები, თუ არ გსურთ, რომ რამე დააშავოთ.
ტაილანდი

ტაილანდი უკვე რამდენიმე წელია ებრძვის მოწევას, უფრო სწორად, ელექტრონული სიგარეტის იმპორტსა და გამოყენებას. ეს მოიცავს ვეიპებს, აიქოსს და სხვა ნიკოტინის გარეშე მოსაწევი მოწყობილობების მოწევას. მსგავსი მოწყობილობების მოწევისთვის მათ შეუძლიათ დაგაჯარიმონ ერთი მილიონი ბატის ოდენობით, თუმცა, თუ ხელისუფლება საჭიროდ ჩათვლის, არასასურველი მწეველები და მომწოდებლები შეიძლება საერთოდ დაადეპორტონ ქვეყნიდან, ან ათ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯონ. ასევე, ტაილანდში იკრძალება დრონების გამოყენება სპეციალური რეგისტრაციისა და ნებართვის გარეშე. საფრენი აპარატების უკანონო გამოყენებისთვის დაწესებულია ჯარიმა ასი ათასი ბატის ოდენობით ან თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლით. ტაილანდში, ისევე როგორც სინგაპურში, სისუფთავისა და წესრიგისთვის ბრძოლა მიმდინარეობს, ამიტომ ნაგვის დაყრისთვის, ასევე ტროტუარზე, გაზონზე ან სხვა საზოგადოებრივ ადგილას საღეჭი რეზინის სროლისთვის ორმოცდაათი ათასი ჯარიმაა გათვალისწინებული. მრავალი აკრძალვა ვრცელდება სუვენირებზე, ალკოჰოლზე, სიგარეტზე, სამკაულებსა და ბანკნოტებზე. ამიტომ, თუ არ გსურთ უსიამოვნებები, უმჯობესია თავდაპირველად გაეცნოთ "ტაბუების" მთელ სიას.
ესპანეთი

ესპანეთი ცნობილია ზღვისპირა კურორტებით და კანონით დადგენილი წესების დარღვევისთვის მიღებული ღირსეული ჯარიმებით. კერძოდ: თუ ნაგავს სანაპიროზე დატოვებთ, მოემზადეთ ჯარიმის გადასახდელად ერთ-ნახევარიდან სამი ათას ევრომდე. ბარსელონას პლაჟებზე მოწევის გამო კი ორი ათასი ევროს გადახდას ვერ აცდებით. მალაგას პლაჟებზე თამაში დაახლოებით რვაასი ევრო დაგიჯდებათ. კანარის კუნძულებზე კი შეზლონგზე პირსახოცის დატოვების გამო შეიძლება შვიდასიდან სამ ათას ევრომდე თანხის გადახდა მოგიწიოთ.
არაბთა გაერთიანებული საამიროები

არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, განსაკუთრებით დუბაიში, ასევე არსებობს მთელი რიგი წესებისა, რომლებიც უნდა დაიცვათ, წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს ჯარიმის ან ციხეში მოხვედრის ყველა შანსი. მაგალითად, საზოგადოებრივ ადგილებში ალკოჰოლის მიღებისთვის გათვალისწინებულია ჯარიმა ორიდან ხუთ ათას დირჰამამდე. დაახლოებით იგივეს გადახდა მოგიწევთ ნასვამ მდგომარეობაში სიარულისთვის, თუმცა ნასვამ მდგომარეობაში ყოფნის, ხმაურიანი ქცევისა და საქმის გარჩევის გამო შეიძლება ციხეშიც აღმოჩნდეთ, დაახლოებით ექვსი თვით. რაც შეეხება ფოტოებსა და ვიდეოებს, აქაც ფრთხილად უნდა იყოთ, თუ აკადრში დგილობრივები მოხვდებიან მათ შეუძლიათ ერთ წლამდე ციხეში ჩაგსვან ან ას ორმოცდაათი ათასით დაგაჯარიმონ ადგილობრივი ვალუტით. აკრძალულია ფოტოების გადაღება სამხედრო ბაზებისთვის, სამთავრობო შენობებისთვის და სხვადასხვა ინციდენტის, მათ შორის უბედური შემთხვევების დროს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმის ოდენობა ორმოცდაათი ათასიდან სამ მილიონ დირჰამამდე განისაზღვრება. ასევე არ შეიძლება გზის არასწორ ადგილას გადაკვეთა. წესების დარღვევის შემთხვევაში გელით ან პატიმრობა (3 თვიდან და მეტი), ან ჯარიმა - ათი ათასიდან.
საბერძნეთი

საბერძნეთში ასევე არსებობს მთელი რიგი აკრძალვები, რომლებიც ისჯება არა მხოლოდ ჯარიმებით, არამედ თავისუფლების აღკვეთითაც. მაგალითად, თუ გადაწყვეტთ პლაჟიდან რამდენიმე ნიჩაბი ქვიშის, მუჭა ნიჟარების, პარკით კენჭების ან, ღმერთმა დაგიფაროთ, მარჯნის წაღებას, მოემზადეთ, რომ დაემშვიდობოთ მინიმუმ ათას ევროს. ასევე, ზოგიერთ ტურისტულ ადგილას, განსაკუთრებით იქ, სადაც არქიტექტურული ძეგლებია განთავსებული, არ შეგიძლიათ ქუსლიანი ფეხსაცმლის ტარება. წესების დარღვევისთვის შეგიძლიათ დაემშვიდობოთ რამდენიმე ასეულ ევროს. ხალხმრავალ ადგილებში მოწევა ასევე არ არის რეკომენდებული. თეორიულად - შეგიძლიათ, მაგრამ პრაქტიკაში - მოგიწევთ გადახდა. მანქანის დაქირავებისას მოემზადეთ იმისთვის, რომ თუ საგზაო წესებს დაარღვევთ, შეიძლება მიიღოთ პატიმრობა ან ჯარიმა (ეს თქვენს იღბალზეა დამოკიდებული).
ამომავალი მზის ქვეყანა

იაპონიაც ძალიან ფხიზლადაა სისუფთავის, წესრიგისა და ჯანმრთელობის მიმართ, ამიტომ, საზოგადოებრივ ადგილებში მოწევა და ნაგვის დაყრა მკაცრად აკრძალულია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება დიდი ჯარიმის გადახდა მოგიწიოთ: მოწევისთვის - ათასიდან ორმოცდაათ ათას იენამდე, ხოლო ნაგვის დაყრისთვის - ას ათასამდე ამაზრზენი ქცევისთვის. ნასვამ მდგომარეობაში მანქანის მართვისთვის, მათ შორის ველოსიპედით, პატიმრობა ან დიდი ჯარიმა გელით. თუმცა, გზის არასწორ ადგილას გადაკვეთა უფრო ძვირი ჯდება. ხოლო წმინდა ადგილებისა და ძეგლების დაცინვისა და შეურაცხყოფისთვის - შეიძლება ექვსი თვით პატიმრობა ან ჯარიმა გამოგიწერონ.
თურქეთი

თურქეთში ზოგიერთი აკრძალვა ზოგჯერ აბსურდის ზღვარს აღწევს. მაგრამ, რაც არ უნდა იყოს, სხვის მონასტერში საკუთარი წესდებით არ უნდა შეხვიდეთ.თუ არ გსურთ ციხეში წასვლა, ნუ გადაიღებთ ხალხმრავალ ადგილებში სურათებს (წინააღმდეგ შემთხვევაში, ადგილობრივებმა შეიძლება დევნასა და შევიწროებაში დაგადანაშაულონ). კერძო სახლების, იახტების, მანქანების, სამთავრობო შენობების, პოლიციის განყოფილებების და სხვა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტების გადაღება არ შეიძლება. თუ დაგიჭერენ, მოსალოდნელია პატიმრობა პლუს დეპორტაცია და ქვეყანაში შესვლის აკრძალვა.
ჩრდილოეთ კორეა

და ბოლოს, ალუბალი ნამცხვარზე - ჩრდილოეთ კორეა. კონტრასტების ქვეყანა, სადაც უმჯობესია ემოციები არ გამოავლინოთ, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება არასწორად განსაჯონ და რეჟიმის, ლიდერების, კულტურული ძეგლების და ა.შ. დაცინვად ჩათვალონ. ასევე, ჩრდილოეთ კორეაში არ შეგიძლიათ სასტუმროდან გიდის გარეშე გასვლა, ადგილობრივებთან ურთიერთობა, ფოტოების გადაღება სპეციალური ნებართვის გარეშე (დაგჭირდებათ ნებართვა იმ ადგილებისა და ღირსშესანიშნაობების სიით, რომელთა ფონზეც შეგიძლიათ სურათების გადაღება). ხუმრობებიც უმჯობესია გვერდზე გადადოთ და შეინახოთ განსაკუთრებული შემთხვევებისთვის, თქვენს ხალხთან ერთად, საკუთარ სახლში, რადგან ტოტარიტარული რეჟიმი ასეთ ქცევას არ იღებს და ადვილად შეუძლია "საეჭვო" ტურისტი დააკავოს, არა მხოლოდ სასტუმროს ნომერში გამოკეტოს შვებულების დასრულებამდე, არამედ ციხეშიც ჩასვას. თუმცა, თუ მაინც რისკავთ ლიდერების ქვეყანაში სტუმრობას, მოემზადეთ იმისთვის, რომ გვერდულად მზერაც კი შეიძლება პირად შეურაცხყოფად აღიქვან.