ასეთ ბრაზილიას სერიალებში ვერ ნახავთ - როგორ ცხოვრობენ იქ სინამდვილეში

ბრაზილია დღეს მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია. თუმცა კარნავალებით, სერიალებითა და ოქროსფერი პლაჟებით განთქმული ქვეყანა ყოველთვის უამრავი ადამიანის დაინტერესებას იწვევს. მას კონტრასტების ქვეყანას უწოდებენ - მდიდრული შენობებისა და ფუფუნების გვერდით ღატაკი დასახლებები, ე.წ. ფაველები ტურიტებს შიშის ზარს სცემს.


ფაველები ბრაზილიის ქალაქების უღარიბესი რაიონებია. ამ უბნებში არ არის განვითარებული ინფრასტრუქტურა, კანალიზაცია, და მაღალია კრიმინალის დონე. უმრავლესობას აქვს ელექტროენერგია, თუმცა უმეტეს შემთხვევაში ეს არალეგალურად არის გადმოყვანილი საქალაქო ქსელიდან. ფაველები შენდება სხვადასხვა ნაპოვნი მასალისგან, აგურით დაწყებული და ნაგვით დამთავრებული. სახლები ფაველებში ერთმ

ანეთთან ძალიან ახლოს ან ერთმანეთზეა ნაგები. ყველაზე ცნობილი ფაველა რიო-დე-ჟანეიროსა და სან-პაოლოს ირგვლივაა, ფაველები არსებობს თითქმის ყველა დიდი თუ საშუალო ზომის ბრაზილიურ ქალაქში. 2010 წლის მონაცემებით, რიოს ყოველი მეხუთე მკვიდრი ფაველაში ცხოვრობს.
როგორ სახლებში ცხოვრობენ ბრაზილიელები, როგორია მათი ყოფა ფაველებში - რამდენიმე ჟურნალისტებმა შეძლო ფაველებში შეღწევა და იქ მცხოვრებთა ყოფა-ცხოვრების აღწერა. ერთ-ერთ მათგანს გიდიც ახლდა, სანტა მარიას ფაველის მკვიდრი. სხვანაირად გაუჭირდებოდა იქ მოხვედრაც და იქიდან თავის დაღწევაც.


პედრო, ფაველის მკვიდრი: რიოში ათასზე მეტი ფაველაა. იქ მილიონობით ადამიანი ცხოვრობს. სანტა მარიას ფაველაში სულ 700-მდე სახლია, რომელშიც დაახლოებით 6-7 ათასი ადამიანი ცხოვრობს. ოფიციალური სტატისტიკა, რა თქმა უნდა, არ არსებობს. ეს ფაველა არც ისეთი საშიშია. აქ სეირნობა დღისითაც შეიძლება და ღამითაც. უსაფრთხოა კიდევ რამდენიმე ფაველა რიოს სამხრეთით, რადგან ისინი მაფიისა და ნარკოდილერებისგან გაწმინდეს. მაგრამ ჩრდილოეთ ფაველებში გამოჩენას არ გირჩევთ. შეიძლება არ მოგკლან, მაგრამ გაძარცვას ვერ გადაურჩებით. თუ ეს განუგეშებთ, გეტყვით, რომ აქ, უბრალოდ, არავის კლავენ, ფულის გამოც კი, მით უმეტეს, ტურისტებს. შეუძლიათ შეგაშინონ. თუმცა, შეიძლება პოლიციასა და ნარკომანების დაპირისპირებაში მოხვდეთ, დაიჭრათ ან გარდაიცვალოთ. აქ ნამდვილი ომი იმართება. ძირითადად, ხალხი ბრმა ტყვიის მოხვედრისგან იღუპება. ტყვიების კვალი სახლებსაც ატყვია და სკოლასაც, აქ დაზღვეული არაფრისგან ხარ.


- ყველაფერი გვაქვს, ინტერნეტი და უპაროლო "ვაიფაიც" კი. ყველა ფაველაშია ინტერნეტი და ზოგან ისეთი სწრაფი, როგორიც მდიდრულ სასტუმროებშიც არაა. დენი ხან გვაქვს, ხან არა. უფრო არა. წყალი პირდაპირ ონკანიდან შეგიძლიათ დალიოთ. გაზიც გვაქვს. თითქმის ყველა ოჯახს აქვს წვიმის შესაგროვებელი ავზი, თუ წყალს შეგვიწყვიტავენ.

უამრავი მოედანი გვაქვს, სადაც ბავშვები ფეხბურთს თამაშობენ... იმედი გვაქვს, რომ ისინი ბრაზილიის ნაკრებში მოხვდებიან. ფეხბურთს ყველაზე კარგად ფაველებში თამაშობენ, ბავშვებიც და უფროსებიც.


ფაველებში არის გაზი, წყალი, მაგრამ ხალხი მაინც უკიდურესად გაჭირვებულად ცხოვრობს. არ გვაქვს საავადმყოფოები. არ გვყოფნის სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები. მოუვლელები არიან მოხუცები. იმისათვის, რომ ადამიანმა იმუშაოს, ყოველდღე 700 საფეხური უნდა აიარ-ჩაიაროს, რომ ფაველადან გავიდეს. ბევრს ეს არ შეუძლია და ამიტომაც გაჭირვებულად ცხოვრობენ.

 


ფაველაში ბევრი ღარიბია, თუმცა დასაქმებულებიც არიან, რომლებსაც წვალებით გააქვთ თავი. ღარიბები არიან ან ნარკომანები, რომლებიც მთელ ფულს ნარკოტიკებზე ხარჯავენ, ან მოხუცებული, როცა შენზე აღარავინ ზრუნავს. და კიდევ ზარმაცები. ასეთი ადამიანები ხშირად შვილებს იმიტომ აჩენენ, რომ ისინი ამუშაონ. ეზოში რომ გაიხედო, ბავშვს დაინახავ, რომელიც დღეს ალბათ უკვე მეხუთე ფრანს აკეთებს გასაყიდად, რათა ფული მშობელს მიუტანოს.

მართალია, სანტა მარიას ფაველა ერთ-ერთი მშვიდობიანია და მისი მონახულება ტურისტებისთვისაც შეიძლება. მაგრამ ადგილობრივ მოსახლეობას ეს ცხოვრებისეულ სიდუხჭირეს არ უმსუბუქებს. ძლიერი წვიმების შემდეგ მრავალი ადამიანის სახლი წყალს მიაქვს. ბავშვების უმეტესობას ისევ არა აქვს განათლების მიღების საშუალება. ფაველებში ტრანსპორტი არ დადის. ან ფეხით უნდა იარო ან ფუნიკულორით, რომელსაც პიკის საათში უამრავი ადამიანი ელოდება. სამაგიეროდ, ფაველას მოსახლეობას ყოველი ფეხის ნაბიჯზე დამონტაჟებული კამერებით უთვალთვალებენ.
ყველაფრის მიუხედავად, ბრაზილიელებს სწამთ, რომ ცოტა ხანში ყველა ფაველა სანტა მარიასავით უსაფრთხო გახდება.

კომენტარები

Guest 2016-09-07 11:54
და ნახალოვკისგან რით განსხვავდება? :დ
თეკლა 2016-08-27 00:15
გამოდის, რომ ფერდობებზეა აკუნწლული ეს სახლები.
ნინო 2016-08-26 10:28
ჩვენი ''ნაციონალებისნაირები'' არ ჰყავთ ნეტა სახელმწიფოში.კარგი მასალა ექნებოდათ,არ დაჭირდებოდათ რაღაცეების მოგონება,ფაქტი სახეზე ექნებოდათ.
ლენა 2016-08-25 14:55
ასეთი მდგომარეობა ნამდვილად არ არის საქართველოში!!! მითუმეტეს მთაში. ნანახიც მაქვს და საქართველოც ფეხით მოვლილი. ასე რომ არ არის საჭირო არ გინახია, რა იცი და ა. შ.
nana1----------s 2016-08-25 12:13
romeli mtisv sofelia ase?an ginaxia ki?reebs wer.mtis soflebivit spetakebi ikot ar gindat?

კომენტარის დამატება