"ჩემი ცოლი ყვავილებს არ ეკარება. მე კი შინიდან ისე არ გავალ, ყვავილებს არ დავხედო" - ალეკო ელისაშვილის ბაღი

საკრებულოს დამოუკიდებელი დეპ­უტატი ალეკო ელისაშვილი მოყვარული მებაღეა. მიუხედავად იმისა, რომ არცთუ ცოტა ხანია, რაც მცენარეებს უვლის, თავს მაინც დამწყებ მებაღეს უწოდებს. მთაწმინდაზე, არსენას ქუჩის ზემოთ, ერთ პატარა თბილისურ ეზოში ცხოვრობს, სადაც მცირე ფართობია ყვავილებისთვის, თუმცა ეზო და აივანი სავსეა მცენარეებით, რომელთა მოვლა დიდ სიამოვნებას ანიჭებს.

- აქ 7 წლის წინ გადმოვედით. პატარა თბილისურ ეზოსა­ და სახლში ვცხოვრობ და მინდა გარშემო ყველაფერი ლამაზად გამოიყურებოდეს - ბევრი მცენარე მქონდეს აივანზე და ეზოში, მაგრამ ყველა ყინვაგამძლე არ არის და ზამთარში მათი სახლში შემოტანა
მიწევს, შინ კი ბევრი მცენარე არ დაეტევა, ამიტომაც არა მაქვს უფრო მეტი. მე და ჩემმა მეუღლემ სპეციალურად შევარჩიეთ ის მცენარეები, რომლებიც ყინვას უძლებს. შეძენისას გეუბნებიან, ყინვაგამძლეაო, მაგრამ ზამთარმა და სიცივემ ბევრი ყვავილი გამიფუჭა.
ზამთარში ოთახში გავლა ჭირს, სულ ყვავილის ქოთნები აწყვია. პრობლემა ისიც არის, რომ ზოგს ჭია უჩნდება, ზოგს რაღაც დაავადება და შეწამვლა უნდა. მეც შეძლებისდაგვარად ყურადღებას ვაქცევ. მცენარეები შვილებივით არიან, თან, ისე მოხდა, რომ ჩემი შვილებიც (ორი ბიჭი მყავს - 10 და 12 წლის) მცენარეებით არიან დაინტერესებული. განაწილებული აქვთ ყვავილები. ჩემი ცოლი ყვავილებს არ ეკარება. მხოლოდ მე და ბიჭები ვართ ამით დაკავებული.

- ტრადიცია დაგიმკვიდრებიათ ოჯახში, რომ ყვავილებს მამაკაცები უვლით...
- ასე გამოვიდა. ეზოში კი, როცა აქ არა ვარ, ჩემი ქვისლის დედა, გულიკო დეიდა წყალს ასხამს. მასაც სიამოვნებს ეს საქმე...
დილით შინიდან ისე არ გავალ, ჩემს ყვავილებს არ დავხედო, სათითაოდ ვათვალიერებ, რამე ხომ არ უჭირთ, იქნებ ზოგიერთს მკურნალობა უნდა? საყვარელი ტიპები არიან, მათთან ურთიერთობა გახალისებს და ენერგიას გმატებს. მერე სამსახურში კმაყოფილი მივდივარ.

რაც ამ სახლში გადმოვედით, როგორც კი გათბობის საკითხი მოვაწესრიგეთ, მცენარეების მომრავლება დავიწყეთ...
ჰორტენზია ზამთარს უძლებს, ოღონდ ახლა ვარდებშია ახლართული. ეს ვარდი კი ისე იზრდება, რომ რატომღაც არ ყვავილობს, გაზის "ტიპებმა" დამიზიანეს, მაგრამ მაინც მანიაკივით იზრდება, ეს მეორე ვარდი კი სულ ყვავილობს... განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები