რატომ არ უნდა მოკლათ გველხოკერა და როგორ მოვიშოროთ ეზოდან გველები?

გაზაფხულზე გველები ნელ-ნელა იღვიძებენ, მათ შორის - გველხოკერები. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორ მოიქცეთ მათთან მოულოდნელად შეხვედრისას.
მოკვლა არ არის რეკომენდებული, რადგან, როგორც წესი, ჩვენთან არსებული ჯიშები ადამიანის სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. მით უმეტეს, გველხოკერები.
გველები სოციალური არსებები არ არიან. ისინი არ ცდილობენ ადამიანთან მეგობრობას და არ ეძებენ მათთან შეხვედრებს. როგორც ინტროვერტული არსებები, უპირატესობას იზოლაციას ანიჭებენ. ის ფაქტი, რომ ხოკერები, თქვენს ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ, მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ მათი ყურადღება რაღაცამ მიიპყრო. რა შეიძლება იყოს?

თაგვები და სხვა მღრღნელები

თუ თქვენს
მიწაზე ბევრი ცოცხალი არსებაა, ეს იმას ნიშნავს, რომ ეს ადგილი გველისთვის გემრიელ ადგილად იქცევა. გველებისთვის საინტერესო შეიძლება იყოს აგარაკზე ნაგვის ან სამშენებლო ნარჩენების გროვა, რომელსაც დიდი ხანია არავინ ეხება! ასეთი გროვა შესანიშნავი თავშესაფარია გველისთვის. საინტერესოა, რომ გველი არასდროს ესხმის თავს ადამიანს. ქვეწარმავლები ადამიანებს ეხმარებიან კიდეც: ისინი ანადგურებენ მღრღნელებს, რომლებიც აფუჭებენ ნარგავებს.

როგორ მოვიშოროთ თავიდან გველები
ნუ შეუქმნით მას თქვენთან ახლოს ყოფნის პირობებს: მოაშორეთ ტერიტორიიდან ნაგავი, მიასუფთავეთ მიტოვებული ადგილები თქვენს აგარაკზე, მოიშორეთ მღრღნელები, დაამუშავეთ მიწა და ნარგავები. იყოლიეთ კატა - ის დაგეხმარება თაგვებთან გამკლავებაში.
ნუ განდევნით ზღარბებს - ზღარბი არ არის საშიში ადამიანებისთვის, მაგრამ საშიშია გველისთვის.
ასევე კარგი საშუალებაა ნიორი. დათესეთ ნიორი, მისი სურნელი გველს ნამდვილად დააფრთხობს.
გარემოს დამცველები ირწმუნებიან, რომ გველებს არ უყვართ ადამიანებთან ახლოს დასახლება. მათ მოსწონთ რელიეფი, სადაც ადამიანები იშვიათად ან დროებით ჩნდებიან.

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ მოულოდენლად გველს გადააწყდით

არ გააკეთოთ მოულოდნელი, მკვეთრი მოძრაობები. გველები არ არიან აგრესიულები, თუ არ შეეხებიან ან დაემუქრებიან. მშვიდად და წყნარად გადადით მეორე მხარეს, გველი თქვენს მაგალითს მიჰყვება და გაცურავს. საეჭვო ადგილებში სეირნობისას აუცილებლად დააკვირდით მიწას, რომ შემთხვევით გველს ფეხი არ დააბიჯოთ. დაბიჯებისას ის შესაძლოა თავს დაგესხათ.

ირველადი დახმარება გველის ნაკბენის დროს
  • ალერგიული რეაქციის თავიდან ასაცილებლად მიიღეთ ანტიჰისტამინური საშუალება;
  • დააფიქსირეთ დაკბენილი ნაწილი ერთ პოზიციაზე. უმოძრაობა ხელს შეუწყობს შხამის ზედმეტად სწრაფად გავრცელებას მთელ სხეულში.
  • ამოიღეთ შხამი. ცოტა ადამიანი თუ გაბედავს ამის გაკეთებას, მაგრამ მეთოდი ეფექტურია. თუმცა, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ეს ქმედება ეფექტურია კბენიდან მხოლოდ პირველ 15 წუთში.
  • რაც შეიძლება მალე წადით საავადმყოფოში სამედიცინო დახმარების მისაღებად.

კომენტარები

ნატა 2024-04-28 15:47
ეხლა გველების უფლებები დაიცავით კიდე რააა! ძაღლები ხო გულაობენ! ვაშააააა!
გ. გ 2024-04-28 11:40
Შხამი როგორ უნდა ამოვიᲦოᲗ
გიორგი 2024-04-22 22:19
რა არ უნდა მოკლააა ..

აბა რა ყლესე მკიდიააა აცვამ ვიგაცა ხარ რააა
ოთარი 2024-04-22 22:10
როგორ უნდა ამოიღო?
Shorena 2024-04-21 13:51
Katebi anadgurebs tagvebso weert magram hem dis ojaxshi katis rols hemi da asrulebs da katebs daheril tagvze modit hxubi????????????????

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები