სამი დიდი სახლი, 10 მიწის ნაკვეთი, სამი ბინა და რვა აგარაკი - ვლადიმერ ჟირინოვსკის ქონება (+ფოტოები)

ცნობილი რუსი პოლიტიკოსი, ქარიზმატული და სკანდალური ვლადიმერ ჟირინოვსკი ხმაურიანი კია, მაგრამ პირად ცხოვრებაში ნაკლებად რევს პრესას. საკმაოდ მოკრძალებულად და უხმაუროდ ცხოვრობს. არაგაჭირვებით - მისი უძრავი ქონების შესახებ შიგადაშიგ ჩნდება ხოლმე ცნობები.

ვილა-კოტეჯი, რომელშიც 10 წლის წინ დასახლდა ცოლთან ერთად, ქალაქის ცენტრიდან საკმაოდ მოშორებულია, თუმცა ამ რაიონში ბინები საკმაოდ ძვირი ღირს.
პირველ სართულზე განლაგებულია ბუხრის ოთახი, მისაღები, სამზარეულო და სველი წერტილი სტუმრებისთვის.
საძინებლები საკუთარი სველი წერტილებით, კაბინეტები და სპორტული დარბაზი კი მეორე სართულზე მდებარეობს. სახლს, რა თქმა უნდა, ავტოფარეხიც აქვს. ასეთ სახლებში ხშირად

შეხვდებით საუნასა და აუზსაც. მოკლედ, აქ ყველაფერი კეთილმოწყობილია.
მასპინძელს სტუმრიანობა არ უყვარს. სიმშვიდე ურჩევნია, რაიონიც საკმაოდ მშვიდია.

გარდა ამ სახლისა, პოლიტიკოსს კიდევ სამი სახლი აქვს, მათ შორის სამთავრობო აგარაკი, რომელზე ყოფნაც მას არ უყვარს. იქ ხშირად სტუმრობს მისი მეუღლე.
ერთ-ერთი კერძო აგარაკი 800 კვადრატს მოიცავს. იქ არის ავტოფარეხი, აბანო, აუზი. ამბობენ, რომ პატრონს აქ დათვიც კი ჰყავდა. აქ ჟირინოვსკის ძმისშვილი ცხოვრობს.

საბოლოო ჯამში, მის მიერ შევსებულ დეკლარაციაში აღნიშნულია სამი დიდი სახლი მოსკოვში, 10 მიწის ნაკვეთი, სამი ბინა და რვა აგარაკი. ეტყობა, რომ ეს კაცი უძრავ ქონებას განსაკუთრებულად ეპყრობა.

ეს კი ცნობილი პოლიტიკოსის ფერმაა, რომელშიც ბინადრობენ ბატები, თხები, ძროხები, ქათმები და კურდღლები, მათი მოვლა თავადაც ძალიან უყვარს.

კომენტარები

oto 2017-07-18 14:49
ras qvia ra jandabad unda ase garibebi ambioben ra jandabad undat imitom rom mat ar aqvt da shurt aba gqondet tqvenc me tqven tavze itkvit ra jandabad mindao ara ratmaunda
messi 2017-07-18 12:57
იმენა შალვააა ნათელაშვილი ოღონდ პუტინის,როგორც შალიკომ მოაყუჩა ფულები მიშას დროს ვითომ ოპოზიცია:)))
წმ. მიქელა 2017-07-18 12:22
რიათვის აგროვებს ადამიანი? სად წაიღებს?
"პრიცეპიანი" კუბო გინახავთ?
მე - არა !
revolucia. 2016-08-28 06:24
amat gakulakeba da yvelapris Camortmeva undat magram rusi xalxi xaxloaa. es ra cotaa meti ver moaxerxaa . unamusoebi
ttttttttttttttt 2016-08-22 08:52
ra jandabad undat, ra sixarbea, sadamde midis adamiani....

კომენტარის დამატება