როგორ შეგვიძლია თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონება - განმარტავს ადვოკატი



როგორ შეგვიძლია თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთის დაკანონება - ამის შესახებ ადვოკატი ვახტანგ მაჭავარიანი სოციალურ ქსელში თავის გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეოში საუბრობს.
"თვითნებურად მიწების მითვისების პრაქტიკა ყოველთვის არსებობდა საქართველოში.
ადამიანები ცდილობენ, გააფართოონ საკარმიდამო ტერიტორია. ან სახელმწიფო მიწაზე ააშენონ ნაგებობა, რათა დროთა განმავლობაში დაისაკუთრონ მითვისებული ტერიტორია.
შეიძლება მიწით ათწლეულები სარგებლობდეთ, მაგრამ ის თქვენ არ გეკუთვნოდეთ. 2007 წელს ძალაში შევიდა ჯ=კანონი, რომელშიც განისაზღვრა, თუ რა წესით უნდა მოხდეს ფიზიკური და იურიდიული პირების მფლობელობაში ანუ მათ სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარება.
ყველაზე ნიშანდობრივია, რომ
მიწის ნაკვეთით ამ კანონის ამოქმედებამდე, ანუ 2007 წლამდე უნდა სარგებლობდეთ, რათა მისი საკუთრებაში დარეგისტრირების საფუძველი გქონდეთ.
ეს მიწა შეიძლება იყოს როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე საკარმიდამო. მთავარია, სახელმწიფო საკუთრებას წარმოადგენდეს და არ შედიოდეს იმ კატეგორიის მიწათა ნუსხაში, რომელიც არ ექვემდებარება საკუთრების უფლების აღიარებას. მაგალითად, პირუტყვის გადასარეკი ტრასა, დაცული ტერიტორიები, ან რეკრეაციული დანიშნულების ტყე-პარკები. ზუსტი ჩამონათვალი კანონშია გაწერილი.
კანონი ასევე განსაზღვრავს, თუ რა ითვლება თვითნებურად დაკავებულ მიწად და ვინ შეიძლება იყოს დაინტერესებული პირი.
თვითნებურად დაკავებული მიწის რეგისტრაცია შეუძლია მოითხოვს იმ პირმა, რომელმაც დაიკავა ეს მიწა, ასევე მის მემკვიდრეებს. რეგისტრაციაც შეიძლება როგორც დაინტერესებული პირის მოთხოვნით, სპორადულად, ასევე სახელმწიფოს მიერ სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში.
თუ ფიზიკური პირი სპორადულად ითხოვს მიწის რეგისტრაციას, მან საჯარო რეესტრს უნდა მიმართოს. მის დასარეგისტრირებლად ორი გზა არსებობს:

1. უნდა დამტკიცდეს, რომ ამ ტერიტორიაზე 2007 წლამდე განლაგებული იყო საცხოვრებელი ან არასაცხოვრებელი შენობა. მითითებულ დროს შენობა უნდა ყოფილიყო აშენებული, მშენებარე ან დანგრეული.
2. მეორე საშუალება კი არის იმის დამტკიცება, რომ თქვენს საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებულ მიწას 2007 წლამდე შემოიერთეთ მომიჯნავე მეზობელი მიწის ნაკვეთი და დღემდე არ სარგებლობთ მისით.

ორივე შემთხვევაში საკითხი განსახილველად გადაეცემა თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების აღიარების კომისიას. კომისიის დადებითი დასკვნის შემთხვევაში, საჯარო რეესტრი გირეგისტრირებთ თქვენს მიწას. სისტემური რეგისტრაციისას კი დოკუმენტებს საჯარო რეესტრი განიხილავს და იტოვებს უფლებას, რომ იმ შემთხვევაშიც დაურეგისტრიროს პირს თვითნებურად დაკავებული მიწის ნაკვეთი, თუ მასზე ეს შენობა ნაგებობა განთავსებული არ არის, ან ის არ არის დაინტერესებული პირის საკუთრებაში ან მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნაკვეთის მომიჯნავედ,
მიწის რეგისტრაციისას შესაძლებელია, რომ მეზობელი მიწის მესაკუთრეებმა დაადასტურონ 2007 წლამდე მიწის ფლობის ფაქტი, და ეს საკმარისი იყოს მიწის რეგისტრაციისთვის." - განმარტავს ვახტანგ მაჭავარიანი.

კომენტარები

მოქალაქე 2024-03-15 15:02
კი ჩვენც ასე შეგვემთხვა ოცდათხუთმეტი წელი ფლობდა მამამთილი მცირე ფერდობზე ტერასებად გამოჭრილ ადგილს ძროხა ქათმები ხეხილი დარგო და იმ დროშიც კი არ იყო ეს ადგილი საძოვარი ეკლით სავსე პატარა ფერდობი და მის ქვემოთ კი იყო მეურნეობის ნაკვეთები და ამ ადგილებს მიანიჭეს საძოვრის სტატუსი რომ უარი თქვან დარეგისტრირებაზე
ფიქრია 2024-03-15 12:49
კომისია სრული მასკარადია ორი დღის წინ ვიყავით დაბარებული კომისიაზე იქიდან არავინ გამოსულა კმაყმოფილი ყველას უარით ისტუმრებდბენ
ზაირა 2024-03-15 00:00
ეხლანდელი ამზომველები ხომ მოძრავი ცირკია.აზომვაში წამში 200 კვ.მ დაგვიკარგეს,მეორე დღეს ისევ ჩვენი დაბეჯითებული თხოვნით ჩვენ თვითონ ვნახეთ და ვთხოვეთ გაესწორებინათ,100 კვ.მ.ძლივს გაასწორეს და დანარჩენი აღარ შეიძლებაო, და ასე ნაკლული დაგვიტოვეს.მათი შეცდომის გამო ჩვენ ვიზარალეთ.
ლუჩიანა 2024-03-14 23:25
რეესტრის შეცდომებზე ჩვენ ვიმკით- არაკომპეტენტურები,საქმის შესწავლა არ სურთ,უფლებრივი დოკმუმენტაციით რატომ არ არეგისტრირებენ მემკვიდრეობით მიღებულ საკარმიდამო ნაკვეთს?!ჩემი მწარე გამოცდილებიდან მინდა გამოთქვა- შენ თვითონ არ მოტყუებიო,უნდა ჩართო იურისტი აუცილებლად,სხვა შემთხვევაში ვერანაირად ამათ ვერ შეეჭიდები!!!
როლანდი 2024-03-14 23:09
1998 წლიდან მქქნდა მართზომიერად დაკავებული მიწის ნაკვეთი სადაც ვაწარმოებდი სამეწარმეო საქმიანობას მაქვს ყველანაირი დამადასტურებელი დოკუმენტაციაც.2005 წლის შემდეგ ვითხოვ აღიარებას და ვერადა ვერ მივაღწიე ჯერ იყო და უარი მითხრა აღიარების კომისიამ,მერე იყო და უნდა ეღიარებინათ , რაღაცაზე დაიჭირეს საკრებულოს თავჯდომარე და კომისიაც დაითხოვეს.სანამ ახალი კომისია შეიქმნებოდა დრო გადიოდა რაღა მექნა მივმართე თხოვნით მუნიციპალიტეტს როგორ გამეგრძელებინა მუშაობა.მუნიციპალიტეტმა აიღო თავის ბალანსზე და იჯარით მომცა,ოღონდ ახლად გახსნილ შეპესეზე ეხლა რესტრი მეუბნება რომ მუნიციპალური საკუთრებააო.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები