"არ მჯერა, რომ ეს გრძელი პროცესი დასრულდა, მაგრამ ახლა მაქვს კი არა და მყავს სახლი" - გურამ შეროზია ახალგარემონტებული ბინის ფოტოებს ასაჯაროებს

ჟურნალისტი და ბლოგერი გურამ შეროზია ახალგარემონტებული ბინის ფოტოებს აქვეყნებს. მისი თქმით, ინტერიერის დიზაინზე ცნობილმა დიზაინერმა პეპიმ იზრუნა, რომლის ფერადი შტრიხები ნამდვილად ადვილად გამოსაცნობია ჩვენი მკითხველისთვის. ბლოგერი ამბობს, რომ უჭირს კიდეც ასეთი ბინის გაქირავება.

"არ მჯერა, რომ ეს გრძელი პროცესი დასრულდა, მაგრამ ახლა მაქვს კი არა და მყავს სახლი, რომელიც ძალიან მიყვარს, მაფერადებს, მავსებს და ძალიან მენანება გასაქირავებლად.
ვინც ნამყოფი ხართ აქ ჩემი სტუდენტობისას - ამ სხვაობით გაოცდებით, ყველა კუთხე ათვისებულია, ფერადი და ბედნიერებას ასხივებს, ხანდახან მინი მუზეუმი მგონია.
დიდი მადლობა
ყველაზე მაგარ დიზაინერს - პეპი გრძელიწინდას, რომელმაც საოცრებები ჩაატარა და ეს დიზაინი მივიღეთ! ამის გარდა, მეხმარებოდა სად რა შემეძინა, ვინ გამიკეთებდა, სად რა აჯობებდა და ფაქტობრივად "პრარაბის" როლიც შეითავსა, ასე რომ, უბრალოდ მიეცით გასაღები და აჩვენეთ სახლი - დანარჩენი უკვე მან იცის".















კომენტარები

მარინა 2024-03-21 19:16
ულამაზესია, მაგრამ მთელი ცხოვრება ძნელიაუყუტო ამ ფერებს, მგონია,ტომ მალე მობეზრდა,თუმცა ულამაზესია
Ta mazl 2023-08-17 18:27
გულწრფელად შემეცოდა შეროზია.
ქართველი 2023-07-18 10:22
ფანჯრები არ გინდოდა მეგობარო?
ნინო 2023-07-17 21:05
ძალიან ლამაზია, ცოცხალი ფერები და სიმყუდროვე...????????
მამია 2023-07-10 12:56
ზოგადად კარგია, პატარა ბინის ორიგინალური გადაწყვეტაა. მაგრამ შენიშვნაც მაქვს: დამაგრძელებლები აღარ უნდა იყოს საჭირო-დენის წერტილები არასაკმარისადაა დაგეგმილი, შპალერს ცოტა უფრო ნაკლებად ინტენსიურს ავირჩევდი; ცოტა მეტი კვალიფიკაცია არ აწყენდა კაფელ-მეთლახის გამკვრელს.
მშვიდობით მოგეხმაროთ!

კომენტარის დამატება