წარმოუდგენელი არეულობა და უწესრიგობა - ვარსკვლავების სელფებში ასახული მათი რეალური სახლები

გვინდა შემოგთავაზოთ ცნობილი ადამიანების, ვარსკვლავების სელფები, რაშიც გასაკვირი, ერთი შეხედვით არაფერია, თუმცა აღმოჩნდა, რომ, მათ გამომწერებს არა მარტო თავად ვარსკვლავები აინტერესებდათ, არამედ ისიც, თუ რის ფონზე იღებენ მათი კერპები სელფებს. მოდით ვნახოთ, რა გარემოში, როგორ ცხოვრობენ ვარსკვლავები.


ეს ალისა ბორდელონი გახლავთ, რომელმაც ჩვეულებრივი ე.წ. სელფი გადაიღო, თუმცა საერთოდ არ დაფიქრებულა იმაზე, რა მოჩანს მისი ფოტოს მიღმა. არადა, მისმა არეულმა ოთახმა სოც. ქსელებში უკმაყოფილება და დაცინვაც კი გამოიწვია.



არც ნამდვილი ვარსკვლავი, კიმ კარდაშიანი გამოირჩევა წესრიგით, მისი სელფების ფონზე, რომლის გადაღებაც მას
ძალიან უყვარს, მუდმივად მოჩანს დასალაგებელი გარდერობი. არადა, აშკარაა, რომ კიმს ეს საერთოდ არ ანაღვლებს და დარწმუნებულია, რომ თავად ისე ბრწყინავს, ჩრდილავს ამ მცირეოდენ უწესრიგობას მის ირგვლივ.
   





ბელა ჰადიდის საოცარი სხეული მშვენივრად გამოიყურება მის უკან მიმოფანტული ნივთების ფონზე.



კეიტ ჰადსონის მშვენიერი პრესი მოწესრიგებულ გარემოში კიდევ უფრო ეფექტურად გამოჩნდებოდა.



მოდელი მირანდა კელისკი მშვენიერი საღამოს კაბით იწონეს თავს, თუმცა, დალაგებულ ოთახში ეს უკეთესად გამოუვიდოდა.



ეს კი მომღერალი ლიენ რაიმსია დასრულებული ტურის ბოლოს.


ამერიკელი წამყვანის, ლორენ გუჯერის ფოტოზე დაულაგებელი ოთხი ყველაზე ბოლო რამაა, რაც შესაძლოა თვალში მოგვხვდეს მისი მკერდის შემდეგ, თუმცა...


ლინსდეი ლოჰანმა კი ეტყობა, დალაგება ისწავლა და ძველი ფოტოები სულ ამოუშლია


ამერიკელი მსახიობი ჩელსი ჰენდლერი თავად აღიარებს, რომ საშინლად მოუწესრიგებელია და აუცილებლად სჭირდება დამხმარე.



მაილის საირუსი გიჟდება ცხოველებზე, განსაკუთრებით ძაღლებზე, თუმცა რა ხდება მის სახლში ძაღლების გამო, ამას ფოტოზე თავად ხედავთ.



ეს კი მსახიობი და ტელეწამყვანი სნუკია, რომელიც თავისი ნავარჯიშევი პრესით იწონებს თავს საშინელი აურზაურის ფონზე.

კომენტარები

დოი 2023-08-27 21:06
რას ჰგვანან ეს უპატრონოები...
ვახო 2023-08-25 20:19
ესენი მარტო თავის სიამოვნებაზე ყ..ზე ფიქრობენ
ლლ 2023-08-24 16:13
მეგონა ყველა სახლი დალაგებული იყო სანამ ახალ კორპუსში არ გადავედი და მეზობლების სახლში არ შევიხედე შემთხვევით, აქ რომ ერთი ორი საღორე სურათია მიმიქარავს ისეთები ვნახე, გაოგნებული ვიყავი, ალბათ ადრეც იყვნენ ასეთები, მაგრამ ეხლა მომატებულია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები