მილა კუნისი და ეშტონ კატჩერი თავიანთ ზღვისპირა სახლში საცხოვრებლად უცხო ხალხს ეპატიჟებიან - "მოდით და ერთად ვიცხოვროთ"

ვარსკვლავურმა წყვილმა საკუთარი სახლი გააქირავა, თან ისე, რომ თავადაც დამქირავებელთან ერთად იცხოვრებს. 
სტუმრების მოპატიჟების იდეა წყვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა.


ვიდეო შემდეგი შინაარსის არის: 45 წლის კატჩერი მიმართავს მეუღლეს და უხსნის, რომ აქვს საკმაოდ სახალისო იდეა, სახლში სრულიად უცხო ადამიანები მოიწვიოს ერთად საცხოვრებლად.


მეუღლე გაკვირვებული ჩანს, - როგორ, რეალურ ცხოვრებაში? - კითხულობს იგი.
- ვფიქრობ, ადამიანებს ძალიან მოეწონებათ ეს ადგილი, - უხსნის კატჩერი, - ეს, რა თქმა უნდა, საკმაოდ თამამი გადაწყვეტილებაა, თუმცა, მოდით, ერთად ვიცხოვროთ ჩვენს ზღვისპირა სახლში, - აგრძელებს კატჩერი.

ვიდეოს გამოქვეყნების დროს ჯავშანი ჯერ კიდევ არ იყო ამუშავებული, თუმცა მსურველები დაფიქსირდნენ.

სახლი ზღვის პირას აღჭურვილია ყველაფრით, რაც კომფორტული ცხოვრებისთვის არის საჭირო. აქ არის ორი საძინებელი, ორი აბაზანა და სველი წერტილი, მისაღები, სასადილო ოთახი და მაღალტექნოლოგიური სამზარეულო, შიდა ეზოში კი უზარმაზარი ჰოდრომასაჟის აბაზანა და ბარბექიუა განთავსებული. სახლიდან საოცარი ხედი იშლება სანტა-ინესზე.






მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავური წყვილი მათთან ცხვრების მსურველებს სრულფასოვან კვებას ჰპირდება, იმის აღნიშვნაც არ დავიწყებია, რომ სახლის სიახლოვეს საკმაო რაოდენობის კაფე და რესტორანია.

მილა კუნისი და ეშტონ კეტჩერი ამერიკულ შოუბიზნესში ერთ-ერთ ყველაზე ერთგულ და მხიარულ წყვილად ითვლება, რომელიც უკვე 10 წელია ერთად ცხოვრობს.




კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები