ჰარი სტაილსის სახლი, რომელიც იყიდა, თუმცა ზუსტად არავინ იცის, ცხოვრობს მასში თუ არა


ჰარი სტაილსმა ეს სახლი 2012 წლის 28 აგვისტოს 2 950 000 ფუნტ სტერლინგად შეიძინა. 2013 წლის მარტამდე მასში მასშტაბური სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და თაყვანისმცემელთა განცხადებით, იქ არავინ ცხოვრობდა.


2012 წელს კი, აპრილში, რემონტი დასრულდა და ჰარი საკუთარ სახლში გადაბარგდა, თუმცა მისი გარემოცვა ამტკიცებს, რომ ის ამ სახლში არ ცხოვრობს, მაგრამ მისტერ სტაილსი არაერთხელ არის შემჩნეული არა მხოლოდ ამ ტერიტორიის მახლობლად, უშუალოდ სახლთანაც. ფოტოებიც გავრცელდა, რომელიც 2013-2016 წლებშია გადაღებული. შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ჰარი ამ სახლში ნამდვილად ცხოვრობს, მას ხომ პარკინგზე მანქანა
ჰყავს გაჩერებული და თავადაც ხშირად ჩნდება.


სეირნობს, დადის რესტორნებში, მასპინძლობს სტუმრებს და დილაობით ვარჯიშობს კიდეც. 2016 წელს კი მის სახლში ვანდალიზმის აქტიც დაფიქსირდა. სახლის ერთ-ერთ კედელზე უცნობმა პირებმა უხამსი სიტყვა დაწერეს. საბედნიეროდ, იმ დროს ჰარი საფრანგეთში იმყოფებოდა, ფილმის გადაღებაზე, მის დაბრუნებამდე კი წარწერა მოაშორეს.


მომხდარი ფაქტის გამო ჩათვალეს, რომ სტაილსი ამ სახლში აღარ ცხოვრობს, თუმცა ყვითელი პრესა ირწმუნება, რომ აღნიშნულ უძრავ ქონებას ლონდონში 2012 წლის შემდეგ სხვა მეპატრონე არ ჰყოლია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები