ბაქტერიების გამრავლების კერა - 8 ყველაზე ბინძური ადგილი აბაზანაში, რომლებიც უფრო ხშირად უნდა გაწმინდოთ

ამ ადგილების გასასუფთავებლად არ უნდა დაიშუროთ არც ძალისხმევა და არც დრო.
თუ გამოკითხვას ჩაატარებთ იმის შესახებ, თუ რომელ ადგილს თვლიან ადამიანები ყველაზე ბინძურად სახლში, უმრავლესობა აუცილებლად აბაზანას დაასახელებს. ეს მართალია, მაგრამ არა მხოლოდ ტუალეტის ან ნიჟარის გამო, რომლებიც ბაქტერიების ეპიცენტრად ითვლება, არამედ იმ ადგილების გამოც, რომლებიც თითქმის სტერილურად გეჩვენებათ.

კბილის ჯაგრისის ჭიქა
გასაკვირია, რომ კბილის ჯაგრისის ჭიქა ნებისმიერ სახლში ყველაზე ბინძური ადგილების სიაში მხოლოდ მესამე ადგილს იკავებს. არადა, მიკრობები აბაზანაში ყველაზე გემრიელად თქვენი კბილის ჯაგრისზე ბინადრობენ.

როგორ გავრეცხოთ ჯაგრისის ჭიქა?

თუ მასალა იძლევა ამის საშუალებას, კვირაში ერთხელ შეგიძლიათ გარეცხოთ ჭურჭლის სარეცხ მანქანაში, ღრუბლით და სარეცხი საშუალებით ცხელ წყალში - ასევე კვირაში ერთხელ.
გარეცხვებს შორის სისუფთავის შესანარჩუნებლად გაწმინდეთ კარგად სადეზინფექციო საშუალებით დასველებული კარგად გაწურული ტილოთი.

უნიტაზი

უნიტაზი სავსეა ბაქტერიებით, რომლებიც ჩვენს შემდეგ რჩება. თუ კვირაში ერთხელ არ გახეხეთ საგულდაგულოდ, ბაქტერიები გროვდება და მრავლდება, რაც იწვევს უსიამოვნო სუნს და კერამიკასც აზიანებს. გარდა ამისა, ეს ბაქტერიები ვრცელდება მთელს აბაზანაში, ნიჟარაზე, კბილის ჯაგრისებზე, პირსახოცზე და ა.შ.

როგორ გავწმინდოთ უნიტაზი?
ყოველი დღის ბოლოს უნიტაზი ჯაგრისით გაწმინდეთ – ეს შეამცირებს ბაქტერიების რაოდენობას.
ყოველი კვირის ბოლოს გაწმინდეთ მთლიანი უნიტაზი ღრუბლით და ანტიბაქტერიული საშუალებით.

აბაზანის ხალიჩა

ეს ნივთი ყოველთვის ნესტიანი და თბილია - რაც იდეალურ გარემოს უქმნის ბაქტერიებს ზრდისთვის. ამიტომ,მნიშვნელოვანია ყოველი შხაპის შემდეგ აბაზანის ხალიჩის გაშრობა

როგორ გავრეცხოთ ხალიჩა?
ხალიჩა კვირაში ერთხელ გარეცხეთ სარეცხის მანქანაში სარეცხი საშუალებით.

აბაზანის ფარდა
ყოველი შხაპის ან აბაზანის შემდეგ ფარდაზე წარმოიქმნება ფენა, რომელიც, თუ ფარდა კარგად არ გაშრება, ობად გადაიქცევა.

როგორ გავრეცხოთ აბაზანის ფარდა?
კვირაში ერთხელ ფარდა თეთრ ძმარში ჩაალბეთ. 3 თვეში ერთხელ შეცვალეთ ფარდა. ძმარი ხელს უწყობს ბაქტერიების მოცილებას, მაგრამ არა მთლიანად.

ონკანი

იშვიათად თუ ფიქრობს ვინმე ამ ციკლზე: ონკანს ვეხებით ჭუჭყიანი ხელით, ვიბანთ, ხელებს, შემდეგ კი სუფთა ხელით ვკეტავთ ბაქტერიებით სავსე ონკანს. ამიტომაც არის, რომ ონკანი ერთ-ერთ ყველაზე ჭუჭყიან კონტაქტურ ზედაპირად ითლება სახლში.

როგორ გავასუფთავოთ ონკანი?
ყოველი დღის ბოლოს გაწმინდეთ ონკანი ანტიბაქტერიული ტილოებით, რათა თავიდან აიცილოთ ბაქტერიების დაგროვება.
კვირაში გერთხელ საგულდაგულო გაწმინდეთ ონკანი ანტიბატქერიული საშუალებით და ღრუბლით.

კანალიზაცია
აბაზანის სადრენაჟე და ნიჟარის ირგვლივ მდებარე ადგილები აბაზანის ყველაზე ჭუჭყიანი ადგილებია. ჩვენ ვიხეხავთ კბილებს, ვიბანთ ხელებს, ვრეცხავთ ნივთებს და ბაქტერია გროვდება კანალიზაციასა და მილებში.

როგორ გავწმინდოთ კანალიზაცია?
ყოველ კვირას ჩაასხით სპეციალური პროდუქტი ნიჟარასა და აბაზანის მილებში ბაქტერიებისგან გასაწმენდად. ნიჟარა 4 დღეში ერთხელ გახეხეთ ღრუბლით და სარეცხი საშუალებით.

აბაზანა ან საშხაპე
მაშინაც კი, თუ უბრალოდ შხაპს მიიღებთ, ბაქტერიები მაინც გროვდება კედლებზე. ხშირად კედლებს მხოლოდ ღრუბლით ვუვლით.

როგორ გავწმინდოთ აბაზანა?
გახეხეთ საშხაპე ან აბაზანა ყოველ 4-7 დღეში ერთხელ ახალი მყარი ღრუბლით და სადეზინფექციო საშუალებით.

ტანის ღრუბელი
ფეხის ხალიჩის მსგავსად, თქვენი ტანის ღრუბელი თითქმის ყოველთვის ნესტიანი და თბილია. ის კარგად ვერ შრება, რადგან აბაზანა ყოველთვის ნოტიოა. 

რა უნდა ვქნათ?
გააკეთეთ კაუჭი თქვენი ღრუბლისთვის და ჩამოკიდეთ ყოველი შხაპის შემდეგ. ასე უფრო სწრაფად გაშრება ჰაერთან კონტაქტის გამო.
შეცვალეთ ღრუბელი ყოველ 2 კვირაში.


კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები