აქ ყველგან ლეოპარდის პრინტია: ავეჯზე, კიბეებზე, ხალიჩებზე - ტომ ჯონსის "ლეოპარდის სახლი" იყიდება

დიახ, მომღერალი თავის ლეოპარდის სახლს ყიდის ბევერლი ჰილზში, 8 მლნ დოლარად. როგორც ჩანს, ცნობილი ჰიტის  შემსრულებელი ლეოპარდის პრინტის დიდი მოყვარული ყოფილა, აღნიშნულ პრინტს მის სახლში თითქმის ყველ ზედაპირზე ნახავთ, იქნება ეს რბილი ავეჯი, კიბეები, ტორშერი თუ ხალიჩები.
ცნობილია, რომ 5-საძინებლიანი და 7-აბაზანიანი სახლი ტომ ჯონსმა 1998 წელს შეიძინა 2 მლნ 650 ათას დოლარად. მას მედია იუწყება, რომ მომღერალი დიდ ბრიტანეთში აპირებს დაბრუნებას და სწორედ ეს გახლავთ სახლის გაყიდვის მიზეზი.












კომენტარები

ლალი. 2023-10-23 12:03
ჩემი საყვარელი მომღერალია დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებ
მაიკო 2023-10-21 16:52
მიყვარს ტომ ჯონსი! უნიკალური მომღერალია. მენანება რომ ასაკშია, თუმცა ჯერ ისევ საოცარი ხმა აქვს. ლეოპარდები კი... მე ხავერდები მიყვარს :)

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები