სად იცხოვრებენ ახალდაოჯახებული ხვიჩა კვარაცხელია და ნიცა თავაძე ქორწილის შემდეგ - სახლი საუცხოო ხედით ყველაზე დაცულ უბანში



22 წლის ხვიჩა კვარაცხელიამ გასულ კვირას 19 წლის ნიცა თავაძეზე იქორწინა. ქორწილი უხმაუროდ ჩაივლიდა, რომ არა რამდენიმე სტუმრის მიერ სოციალურ ქსელში ატვირთული ფოტო, რომელიც როგორც ქართულმა, ისე უცხოურმა მედიამ აიტაცა.

60-კაციანი მოკრძალებული ქორწილის შემდეგ, ცნობილი გახდა, რომ წყვილი იტალიაში გაემგზავრა. ქვეყანაში, სადაც კვარაცხელია წარმატებული ფეხბურთელი და ნეაპოლელების რჩეულია. ჩნდებოდა კითხვა, თუ სად იცხოვრებდა წყვილი დაოჯახების შემდეგ, რადგან 19 წლის ნიცა თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის მეორე კურსის სტუდენტია.

რა ფორმით გააგრძელებს ის სწავლას კვარაცხელიას მეუღლის ქორწინების შემდეგ, უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ წყვილი
იტალიაში იცხოვრებს. სახლი, სადაც ამჟამად კვარაცხელია ცხოვრობს, ნეაპოლის ცენტრში მდებარეობს.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ მიღებული ცუდი გამოცდილების შემდეგ, კვარაცხელიამ საცხოვრებელი ორჯერ შეიცვალა. იტალიაში გადასვლის შემდეგ, ბინა ნეაპოლის მახლობლად, კუმაში იქირავა, თუმცა მალე ცნობილი გახდა, რომ ფეხბურთელს ავტომობილი, Mini Countryman, მოპარეს. ფეხბურთელმა ქურდობის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინა პოლიციას და რამდენიმე დღეში ავტომობილი იპოვეს.

განაგრძეთ კითხვა და იხილეთ ფოტოები

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები