პატრიკ სუეიზის ყოფილი რანჩო, საჯინიბოთი და საცეკვაო სტუდიით, 4,5 მლნ დოლარად იყიდება

ამ რანჩოზე პატრიკ სუეიზმა 20 წელზე მეტი გაატარა, სადაც არა მარტო საჯინიბო ააშენა ცხენებისთვის, არამედ საცეკვაო სტუდიაც კი. სულ ცოტა ხნის წინ კი სახლის ამჟამინდელმა მფლობელმა იგი აუქციონზე გაიტანა გასაყიდად.


ცნობილმა ვარსკვლავმა ეს ნაკვეთი, დაახლოებით 2 ჰექტარი, მეუღლესთან ერთად შეიძინა 1980 წელს. მსახიობის გარდაცვალების შემდეგ კი მეუღლემ სახლის გაყიდვა გადაწყვიტა.


რანჩოს ტერიტორიაზე განთავსებულია ძირითადი სახლი, კოტეჯი სტუმრებისთვის, აუზი, თხების საძოვარი ადგილი, საჯინიბო, საჯირითო ადგილი, მთავარ სახლში გარდა სამი საძინებლისა და 5 სველი წერტილისა არის სოფლის სტილში მოწყობილი სასტუმრო ოთახი, თეთრი
სამზარეულო, სასადილო ატრიუმში და საცეკვაო სტუდია სარკეებიანი კედლით.

მთავარ სახლსა და ფარეხს შორის გაკეთებულია საოცარი პატიო.




კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები