რა შემთხვევაში უნდა გამოვიყენოთ კლინკერის ფილები?


სახლისა თუ აგარაკის მოწყობისას, თითოეული დეტალის გათვალისწინება ძალიან მნიშვნელოვანია. რადგან, გადაწყვეტილების მიღებისას წინდახედული ქმედება, გვეხმარება თავიდან ავირიდოთ დამატებითი გაუთვალისწინებელი ხარჯები და რემონტის დროს შესაძლო მარტივი შეცდომების დაშვება. როცა საქმე სახლის მოწყობას ეხება, პირველი, რაც უნდა გავითვალისწინოთ, იატაკის ფილების სწორად შერჩევაა. ფილა კი ბევრნაირი არსებობს, მათ შორის, ყველაზე გავრცელებული კერამიკის ფილები, კერამოგრანიტის ფილები და, რა თქმა უნდა, კლინკერის ფილები.
მაშინ, როცა ადამიანების დიდმა ნაწილმა შესაძლოა კარგად იცოდეს, თუ როდის და რატომ უნდა გამოიყენონ კერამიკის ფილები, ძალიან ცოტამ თუ იცის, რა შემთხვევაში
გამოგვადგება კლინკერის ფილების გამოყენება. ამიტომაც, ამ სტატიაში სწორედ კლინკერის ფილების შესახებ გიამბობთ:
არახელსაყრელი გარემო პირობების მიმართ გამძლეობა, განსაკუთრებით, როცა საქმე ცუდ ამინდს ეხება; მოცურების საწინააღმდეგო ზედაპირი, რომელიც ამავდროულად, ძალიან მარტივად იწმინდება; ფერებისა და ფორმების მრავალფეროვნება და ბუნებრივი იერსახე - ეს ჩამონათვალი კლინკერის ფილების მახასიათებლებს შორის 5 ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტია. სწორედ ამ თვისებების დამსახურებით, კლინკერის ფილები იდეალურია თქვენი აივნების, სარდაფების, თუ ტერასების მოსაწყობად. კლინკერის ფილები, ასევე ხშირად გამოიყენება საოფისე შენობებსა და ზოგადად, კორპუსებში ისეთი სივრცეების მოსაწყობად, როგორიცაა კიბეები, დერეფნები, ფანჯრის რაფები და სხვა.

● ამტანობა არახელსაყრელი ამინდის მიმართ

კლინკერის ნებისმიერი ფილა უძლებს არახელსაყრელ ამინდებს. მათი ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი თვისება შთანთქმის დაბალი მაჩვენებელია (დაახლოებით 0.5 - 3%), რის გამოც კლინკერის ფილები ყინვაგამძლედაც კი მიიჩნევა. რაც მთავარია, არც ტენიანობა და არც ტემპერატურული ცვლილება, მათზე უარყოფითად არ მოქმედებს. უფრო მეტიც, კლინკერს მზის სინათლის ინტენსიური დასხივებაც კი არ უცვლის პირვანდელ იერსახეს. ამიტომაც, მათი გამოყენება ძალიან ხელსაყრელია ზღვის ან სამთო-სათხილამურო კურორტებზე მდებარე აგარაკებზე, თუ უბრალოდ ჩვენს საცხოვრებელ სახლში, რადგან საქართველოს ნებისმიერ კუთხეს, 4 მკაფიოდ გამოხატული სეზონი ახასიათებს.

● ზოგადი გამძლეობა

კლინკერი მყარი მასალაა, რომელიც მარტივად არ იკაწრება და ზიანდება. რაც ნიშნავს, რომ მისი ცვეთა ხანგრძლივ პერიოდზეც კი, ძალიან მცირეა. ფილების შეფასებისას, ეს ძალიან მნიშვნელოვანი მახასიათებელია, განსაკუთრებით, როცა საუბარია გარე სივრცეების მოპირკეთებაზე. ამიტომაც, კლინკერი ძალიან პოპულარული არჩევანია ტერასებისა და გარე კიბეების მოსაპირკეთებლად, სადაც ნაკაწრებისა და დაზიანებების მიყენების რისკი იმაზე დიდია, ვიდრე ჩვეულებრივ ოთახებში.

● მოცურების საწინააღმდეგო მოქმედება

კლინკერის ფილები, ასევე, უსაფრთხოების კუთხითაც გამოირჩევა. კლინკერის მოცურების საწინააღმდეგო ზედაპირი გვიცავს დაცემისა და მოსრიალებისგან. ეს თვისება კლინკერს კიდევ უფრო მდგრადს ხდის. შესაბამისად, კლინკერის გამოყენება საუკეთესოა ოჯახებისთვის, სადაც პატარა ცელქი ბავშვები არიან, რადგან სირბილის ან თამაშის დროს, ფეხის აცურების და მათი დაშავების შანსი მინიმუმამდე დაიყვანება.

● მარტივი წმენდა

სტუმრიანობისა და ხალხმრავლობის მოყვარულთათვის, განსაკუთრებით სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ კლინკერის ფილები ძალიან მარტივი მოსავლელი და გასაწმენდია. ხშირად, ფილებს უბრალოდ წყლით გადარეცხვაც კი პირვანდელ იერსახეს უბრუნებს. ამიტომაც, გარე სივრცეების ან სარდაფების მოპირკეთებისას, კლინკერის ფილების გამოყენება თავიდან აგაშორებთ, სისუფთავის შენარჩუნებისთვის, მუდმივად ზედმეტი ენერგიის ხარჯვას.

● ფერისა და ფორმის მრავალფეროვნება

ბუნებრივი ესთეტიკა და ფილების მრავალფეროვანი არჩევანი კლინკერის ერთ-ერთი უპირატესობაა. კლინკერის ფილის ფერი დამოკიდებულია იმ ნედლ მასალაზე, რომლითაც ფილაა დამზადებული, ასევე ფილების დაფარვასა და მოჭიქვაზე.
კლინკერის პროდუქტები, როგორც წესი, წითელი და ყავისფერი ფერების გრადაციებშია ხელმისაწვდომი. თუმცა, არსებობს ისეთებიც, რომლებიც ფერთა მრავალფეროვნებას გვთავაზობს, მათ შორისაა: ნაცრისფერი, თეთრი, ან შავი. ამ ფილების ფორმაც მათი ძლიერი მხარეა. მაგალითად, ხშირად ნახავთ კვადრატულ, ტრაპეციულ, მართკუთხა ან ექვსკუთხა ფორმებს.

სად შევიძინო კლინკერის ფილები?

მიუხედავად იმისა, რომ კლინკერის ფილები ძალიან გამძლე და საიმედო ნაწარმია, გასათვალისწინებელია ისიც, რომ ისევე როგორც სხვა ყველაფერი, ხარისხიანი და უხარისხო პროდუქციის გარჩევა, ამ შემთხვევაშიც უნდა შეგვეძლოს. სწორედ ამიტომ, სავაჭრო ცენტრი "იდეალი" ესპანური წარმოების მაღალი ხარისხის კლინკერის ფილებს გთავაზობთ. ბრენდის შოურუმში იხილავთ ევროპაში მეტად პოპულარული ბრენდის Exagres - ის ფილებს, რომლებიც როგორც ინტერიერის, ასევე ექსტერიერის მისაპირკეთებლად არის განკუთვნილი.

R

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები