როგორ მოხერხდა 36 კვ.მ.-ში ხუთი საცხოვრებელი ზონის მოწყობა

ტოტალურმა ურბანიზაციამ დიდ მეგაპოლისებში მცირეგაბარიტიანი საცხოვრებელი ბინების მომრავლება გამოიწვია. აქედან გამომდინარე, არქიტექტორებიც გააქტიურდნენ ამ კუთხით და შეიძლება ითქვას, რომ საოცრებებს ახდენენ - ყველანაირად ცდილობენ, რომ ერთი შეხედვით წარმოუდგენლად შეზღუდული სივრცე სრულფასოვან საცხოვრებელ ბინად აქციონ.

ისეთ დიდ მეგაპოლისში ცხოვრება, როგორიც ნიუ იორკია, რა თქმა უნდა, დიდი უპირატესობა და გამართლებაა, თუმცა უარყოფითი მხარეები აქაც არსებობს. აქ საცხოვრებელი ბინების კატასტროფული დეფიციტია. არქიტექტორებო ყველანაირად ცდილობენ, რომ წარმოუდგენლად პატარა სივრცეში გარკვეული პირობები და კომფორტი შექმნან.

აღნიშნულმა პროექტმა, შეიძლება თქვას, რომ სოციალური ქსელის აფეთქება გამოიწვია. ხუმრობა
საქმე ხომ არა რის 36 კვ.მ.-ში 5 საცხოვრებელი, ფუნქციონალური ზონის მოწყობა ისე, რომ თანამედროვე, საქმიანმა ადამიანმა, რომელიც წესრიგსა და კომფორტს არის შეჩვეული, თავი მყუდროდ და მოხერხებულად იგრძნოს.

კრეატიული სპეციალისტების განცხადებით, მათ მოუწიათ სივრცის გაზრდასთან დაკავშირებული ტექნიკისა და ტექნოლოგიების შესწავლა, რათა მათზე დაკისრებული მოვალეობა სრულფასოვნად შეესრულებინათ. გამოიყენეს საცხოვრებელი სახლის მოწყობასთან და ტრანსფორმერ ავეჯთან დაკავშირებული ყველა ინოვაციური გამოგონება.








პროექტის მთავარი კოზირი კი გახლავთ მობილური (მოძრავი) კედელი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სრულფასოვანი ზონების შექმნაში. მოძრავი მოდული, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ მონაკვეთში გაიღოს , უზრუნველყოფს ოჯახის წევრების კომფორტს ამა თუ იმ ზონაში, რათა მათ თავი ვიწროდ არ იგრძნონ.  გარდა ამისა, ეს კედელი დამატებით შესანახ სისტემას წარმოადგენს და მოსაბრუნებელი ტელევიზორის საყრდენი კონსტრუქციაცაა. მასშივე იმალება ყველა სადენი.


მობილური კედლის ხარჯზე მოხერხდა აბაზანისა და სამზარეულოს ზონის გაფართოება. აბაზანა სრულფასოვანი გამოვიდა, ისევე, როგორც სამზარეულო. ერთადერთი მუდმივი ზონა ფანჯრის მიმდებარე სასადილო სივრცეა, რომლის მახლობლად სამუშაო და მისაღები ზონაა განთავსებული.


კაბინეტი საკმაოდ მოხერხებული გამოდის, თუ მოძრავი კედელი საძინებლისკენ გადაინაცვლებს, თუ სტუმრები მოდიან, კაბინეტი, შესაძლოა, კედლის მიღმა მიიმალოს, ძილის დროს კი კედელი დივნისკენ გადაინაცვლებს და სახლის პატრონს ეძლევა საშუალება კომფორტულს მოთავსდეს საძინებელში. თავად საწოლსაც გააჩნია მექანიზმი, რომელიც შეგიძლიათ ასწიოთ და დღის განმავლობაში კარადაში მოათავსოთ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები