ჰოლივუდური ჭურჭელი - ვარსკვლავების დეკორატორის, კელი უერსტლერის ახალი კოლექცია


ცნობილმა ამერიკელმა ინტერიერის დიზაინერმა, რომელიც ჰოლივუდის ვარსკვლავების სახლების მოწყობითაა სახელგანთქმული, კელი უერსტლერმა, ჭურჭლის ორი ახალი ხაზი გამოუშვა.

ჭურჭელი თავის მხრივ ბელგიური ბრენდი გახლავთ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიზაინერმა ორი ხაზი შექმნა. ორივე ხაზი სერვირების ნივთებს წარმოადგენს.

აქ არის კერამიკა, მინა და მეტალი. ორივე ერთ სტილშია შექმნილი და შესანიშნავად ერწყმის ერთმანეთს. საერთოდ, კელის ყოველდღიური ესთეტიკის დედად მიიჩნევენ.

მისი ახალი ხაზებიც ამ მოთხოვნას აკმაყოფილებს, თან სრულად, ჭურჭელი შესაძლოა გამოიყენოთ როგორც ყოველდღიურად, ისე დღესასწაულებზე.

ახალ ხაზს გამოარჩევს გეომეტრიული პრინტი ბადის სტილში. ის კერამიკაშიც ფიგურირებს
და მინაშიც.

ფერთა ვარიაცია მრავალფეროვანია, თუმცა ყველა მაინც ნეიტრალურია.

მეორე ხაზი კი ანტიკური კულტურის სტილშია წარმოდგენილი. კოლექციაში შედის ხის სადგამები და საჭრელი დაფები. ხე წარმოდგენილია ღია და მუქ ფერში.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები