რატომ დადიან ამერიკელები სახლში ფეხაცმელებით - პასუხი გაგაოცებთ

მიზეზი ძალიან მარტივია, თუმცა ჩვენ, ალბათ, ამის გაგება ძალიან გაგვიჭირდება. ბევრს მიგვიქცევია ყურადღება მომენტისთვის, როდესაც ამერიკული ფილმის გმირი შედის სახლში, არ იცვლის ფეხსაცმელს და თამამად შეაბიჯებს სამზარეულოში ან სულაც საძინებელში და წამოწვება პირდაპირ ფეხსაცმლით ან ფეხმორთხმული დაჯდება საწოლზე.
ჩვენთვის მსგავსი სცენა მიუღებელია, ვერ წარმოგვიდგენია, როგორ შეიძლება საგარეო ფეხსაცმლით შეხვიდე სახლში და მით უმეტეს წამოწვე საწოლზე ან დივანზე.


ამ ფაქტის შესახებ საუბრობს ამერიკაში, კერძოდ ნიუ-იორკში მცხოვრები ერთი ემიგრანტი, რომელსაც სოციალურ ქსელებში მილიონზე მეტი გამომწერი ჰყავს. ეს გოგონა იმით არის ცნობილი, რომ
ყოველდღიურ ცხოვრებაზე ამერიკაში სერიალს იღებს და უზიარებს ადამიანებს.
გოგონა ადარებს ფასებს, აღმოჩნდა, რომ ამერიკაში კოსმეტიკა პურზე იაფი ღირს, საუბრობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება მეორადებში ჩაიცვა ისე, რომ მილიონერივით გამოიყურებოდე და რომ ამერიკაში არც ისე იდეალურად არის ყველაფერი, როგორც შორიდან ჩანს.
ამ გოგონას ერთ-ერთი პოპულარული ვიდეორგოლი ეხება იმას, თუ რატომ დადიან ამერიკელები სახლში საგარეო ფეხსაცმლით. პასუხი გაგაოცებთ:
"შეიძლება არ დამიჯეროთ და ვერც კი წარმოიდგინოთ, მაგრამ ამერიკაში ფეხსაცმელი ჭუჭყიანი არასდროს არის გარდა წვიმიანი ან თოვლიანი დღეებისა", - ამბობს გოგონა. ის იხდის თავის ვარდისფერ კეტებს და აჩვენებს გამომწერებს მის ძირს, რომელიც მართლაც ძალიან სუფთად გამოიყურება.
- ამ კეტებს ყოველდღიურად ვხმარობ და არასდროს ვწმენდ ან ვრეცხავ, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკის ერთ-ერთ ყველზე ჭუჭყიან ქალაქში ვცხოვრობ, - ამბობს იგი.
ვიდეოს 2,5 მილიონი ნახვა ჰქონდა და უამრავი კომენტარი, ძალიან ბევრი ადამიანისთვის ეს მაინც მიუღებელი აღმოჩნდა და უმტკიცებდა, რომ ფეხსაცმელზე აუცილებლად იქნება მიკრობები და რომ ქუჩაში ნასიარულები ფეხსაცმლით სახლში სიარული დაუშვებელია, თუმცა, ყველას აქვს უფლება მოიქცეს ისე, როგორც თავად თვლის სწორად.

კომენტარები

eka 2023-09-26 12:55
რა ამომწურავი პასუხი იყო...):))
ფიცარი 2023-09-25 17:49
ნახველი იქნება შეზელილი ძირზე
ნანი 2023-09-22 20:24
ამერიკელები ფეხსაცმლით კი არა, ფეხშიშველები დადიან. ვიდეოებში არ გინახავთ?
ვინ არის ეს გოგონა? 2023-09-19 18:33
მინდა გამოვიწეეო

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები