როგორ სახლში ცხოვრობს ბუბა კიკაბიძე - ბინისა და ოჯახური ფოტოები

ბუბა კიკაბიძე ვაკეში, სამსართულიან სახლში ცხოვრობს. მისაღებ ოთახში შესვლისთანვე მიხვდებით, რომ სახლში ვარსკვლავი ცხოვრობს. ირგვლივ "ორერას" აფიშებია, ანსამბლისა, რომელშიც ბატონი ვახტანგი მღეროდა და უკრავდა. კედლებს ამშვენებს ასევე წინაპართა ფოტოები, ბატონი ვახტანგი ხომ ბაგრატიონთა შთამომავალია. ამ ყველაფერს გემოვნებით ეხამება ულამაზესი ანტიკვარული ავეჯი.

 

თვალში საცემია ასევე მშვენიერი გალერეა, რომელშიც გაერთიანებულია მრავალი საინტერესო ფერწერული ტილო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ჩვენს მასპინძელს მშვენიერი გემოვნება აქვს. ანტიკვარული ავეჯი კი ბატონ ბუბას ბებიისგან დარჩა.

ჯიმი ბრაუნის ეს ფიგურა მსახიობმა ნიუ-იორკში გასტროლების დროს შეიძინა, 15 წლის წინ.


ამ გრამოფონზე კი ბატონმა

ბუბამ პირველად მოუსმინა ფირფიტას. ეს გახლდათ ფრაგმენტი ზაქარია ფალიაშვილის ნაწარმოებიდან "დაისი".


კომოდზე წინაპრების ფოტოებია მოთავსებული.

მთელი სახლი ხელოვნებით არის გაჟღენთილი. ეს კი ის ნივთია, რომლითაც ბატონი ვახტანგი ამაყობს, ის თბილისელი ხელოსნის, ქიტესოვის ნახელავია.

ბუბას პირადი ცხოვრება არც ისე გასაჯაროებულია და მას არც უყვარს პირადზე საუბარი. მისი მეუღლე ირინა გურამ საღარაძის პირველი მეუღლე გახლდათ. მსახიობთან ერთი ქალიშვილი მარინა საღარაძე ჰყავს. ცნობილია, რომ ბუბამ მარინა როგორც საკუთარი შვილი ისე გაზარდა. მეუღლესთან კი საერთო ვაჟი შეეძინა.

მომზადებულია ”ექსპრეს გაზეტას” მიხედვით

კომენტარები

qetevani 2016-05-30 23:43
zalian zalian miyvarxax hemi taoba tqveni simgerebit gavizardet didxans icocxlet batono buba
lala 2016-05-29 22:06
რა ვქნა ამის სიმღერებზე და ფილმებზე გავიზარდეთ, მიმინოს სანახავად ტავსხმა ჭვიმაში ვიყავი, რამდენჯერმე ვნახე რომ სიმღერა მომესმინა, ძალიან მიყვარხარ და დიდხანს სიცოცხლეს გისურვებ, გული ნურაფერზე დაგწყდება, თქვენ კი არა ილია მოკლეს ზოგიერთმა ურჯულო ქართველმა.
nargizi 2016-01-30 00:51
gmertma didxans gacocxlot chveno saamako adamiano.dzalian gvikvarxart.
ფანი 2016-01-29 21:35
ბუბა, მე თქვენ გიწოდებთ ქართულ ლეგენდას. მართალია ქართველებმა ამ ბოლო წლებში ზრდილობა დაკარგეს და შურიანები გახდნენ, მაგრამ შეუნდე , გულთან ნუ მიიტან მათ სიტყვებს. იხარე და დიდხანს იცოცხლე!
დალი 2016-01-29 21:30
ორერა და თქვენ ქართული ესტრადის შნო და ლაზათი ხართ.”როგორ მიყვარდა ფილმი’ორერა სრული სვლით’.ჯანმრტელობას გისურვებტ.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები