რა უნდა გაუკეთოთ თქვენს მცენარეებს ყინვების დადგომამდე

გამოცდილმა ყვავილების მოყვარულებმა კარგად იციან, რა უნდა გააკეთონ საკუთარ ბაღში ყინვების დადგომამდე, თუმცა ჩვენ მაინც შეგახსენებთ.

გასხვლა ყვავილების მოყვარულთა ძირითადი საშემოდგომო საქმიანობაა. ყინვებამდე აუცილებელია მცენარეს მოაჭრათ დაზიანებული ან ავადმყოფი ადგილები.
იმისათვის, რომ დაიცვათ მცენარის ფესვები ყინვებისაგან, კარგად დაათვალიერეთ თქვენი მცენარე, თუ

You must have Flash Player installed in order to see this player.
ნახავთ რომ ფესვები მოშიშვლებული აქვს, აუცილებლად მიაყარეთ მიწა.
არ დაგავიწყდეთ სითბოს მოყვარული მცენარეების შეფუთვა.
ერთწლიანი მცენრის თესლები საგულდაგულოდ შეინახეთ შედარებით თბილ ადგილას.
განსაკუთრებით კარგად შეფუთვას საჭიროებს ვარდები. ქარის შემდეგ აუცილებლად შეამოწმეთ ისინი, რათა საიმედოდ იყოს დათბილული.
ტიტების გახარება ზამთრამდე შეგიძლიათ. თუ გაყიდვაში ჯანმრთელ ტიტის ბოლქვებს წააწყდებით, არ დაფიქრდეთ, აუცილებლად შეიძინეთ.
ასევე ყინვებამდე შეგიძლიათ ახაროთ კალენდულა, თამბაქო, გოდეცია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები