გიგი დედალამაზიშვილის მშობლიური კერა

"შინს“ ქალბატონმა ციცი ფალავანდიშვილმა უმასპინძლა სახლში, სადაც ჯგუფი "მგზავრების“ სოლისტი გიგი დედალამაზიშვილი გაიზარდა და არაჩვეულებრივი ბავშვობის წლები გაატარა. ცოტა ხნის წინ გიგი მეუღლესა და შვილთან ერთად ახალაშენებულ სახლში გადავიდა, თუმცა მშობლიური სახლი ძალიან ძვირფასია მისთვის და ბევრ ტკბილ მოგონებებთან ასოცირდება. ქალბატონი ციცი ორი წლის იყო, როცა ამ კორპუსში დასახლდნენ. ჩვენთან საუბარში აღნიშნა, რომ არაფრის ფასად ამ სახლს და უბანს არ დათმობს.


- ორი წლის ვიყავი, როცა ამ კორპუსში დავსახლდით. ჩვენი სახლი, სადაც გავიზარდე მეოთხე სართულზეა. როცა გავთხოვდი, მერე ვიყიდეთ მეორე სართულზე სახლი. გიგი მეოთხე სართულზე დაიბადა, შემდეგ გადმოვედით აქ. "ხრუშოვკის“ პროექტი იყო და ჩემს გემოზე გადავაკეთე, უფრო პრაქტიკული და მოსახერხებელი რომ ყოფილიყო. ჩვენთან სულ სტუმრიანობაა და შევეცადე ხალხმრავლობაზე ყოფილიყო მორგებული. მინდოდა, სასტუმრო ოთახი გაცილებით დიდი გამოსულიყო და გაამართლა. ძალიან მომწონს ნათელი ფერები ადამიანებშიც და სახლშიც. ვერ ვიტან სიჭრელეს. საძინებელში მომწოს სალათისფერი, ძალიან ამშვიდებს. ამჟამად ამ სახლში მე, ჩემი მეუღლე, ჩემი ქალიშვილი და უფროსი შვილიშვილი ვცხოვრობთ. სულ ახლახან გიგი ბელიაშვილზე არაჩვეულებრივ ბინაში გადავიდა. ჩემთან ახლოს რომ არ ცხოვრობდნენ, ვერ გავძლებდი. თავიდან როცა გადავიდნენ, ორი კვირა თვალი არ მომიხუჭავს, ვერ ვიძინებდი. მაგრამ სულ ერთად ვართ და უკვე შევეგუე.

გიგის და მარინას ახალი ბინა (ნახეთ ფოტოგალერეა)

 

 

იქ დიზაინერის დახმარებით ყველაფერი არაჩვეულებრივად და გემოვნებით მოაწყვეს. ამ სახლში ბოლოს რემონტო 2008 წელს გავაკეთეთ. ოჯახის ყველა წევრი აქტიურად ვიყავით ჩართულით რემონტის საკითხში. ძალიან მიყვარს ეს დასახლება, ცენტრალურ უბნენთან შედარებით სუფთა ჰაერი და მყუდრო გარემოა. სამზარეულოდან ხედიც ლამაზია. ბაღიც და სკოლაც აქვე გვაქვს, ზარის დარეკვას 5 წუთი რომ აკლდა, მაშინ გარბოდა გიგი და ასწრებდა კლასში შესვლას (იღიმის). გიგის ერთოთახიანს რაც შეეხება იქ ყველაფერი საკუთარი ხელით გააკეთა.

- ანუ ეხერხება სარემონტო საქმ...

- რომ გითხრათ, ძალიან ხელმარჯვეა-მეთქი, მოგატყუებთ, მაგრამ უყვარს ყველაფერი ხარისხიანი და ორიგინალური. ცდილობს, თუ რაიმეს აკეთებს, განსხვავებულად გააკეთოს. თუ შეამჩნიეთ, მე ინტერიერში არეული მაქვს ძველი და ახალი სტილი, გიგის და მარინას უფრო თანამედროვე სტილი მოსწონთ. მარინას ძალიან დახვეწილი გემოვნება აქვს და ეს იგრძნობა მათ სახლში.

- როგორც აღნიშნეთ რთულად გადაიტანეთ მათი გადასვლა, რამდენად ხშირად გსტუმრობენ?
- ყოველდღე აქ არიან, ელენე ფაქტიურად აქ იზრდება. ახლა 5 თვე იყვნენ კიევში და უკვე ვეღარ ვძლებდი, ძალიან მენატრებოდნენ და დღეებს თითებზე ვითვლიდი, სანამ ჩამოვიდოდნენ.


- თავიდან გიგი და მარინა აქ ცხოვრობდნენ?
- კი, დაახლოებით ორი წელი აქ ცხოვრობდნენ. მერე გავაკეთეთ ერთოთახიანი ბინის რემონტი, რომელიც უყვე ნაყიდი გვქონდა. ჩემი მეუღლე კონსტრუქტორია და იქ ჰქონდა გაკეთებული თავისი კაბინეტი, შემდეგ აქეთ გადმოვიდა და ის სახლი გავარემონტეთ. მარინაც გვეხმარებოდა, ჩემი ძმა, რძალი - ერთი სიტყვით, მთელი ოჯახი ვიღებდით მონაწილეობას. როგორც უკვე ვთქვი, მარინას ძალიან დახვეწილი გემოვნება აქვს. რემონტის საკითხში აქტიურად იყო ჩართული. როცა კიევში იყო, გიგი ყველაფერს უთანხმებდა. იღებდა მეტლახის, შპალერის და ა.შ. ფოტოებს და უგზავნიდა. ძალიან ვჩქარობდით რემონტის

დასრულებას, სანამ ლიზი დაიბადებოდა, რადგან პატარა ახალგარემონტებულ სახლში შეგვეყვანა. ჩემი მეუღლე რემონტის დროს მე-13 სართულზე დღეში 10-ჯერ ფეხით ადიოდა და ჩამოდიოდა. გიგის და მარინას უყვართ მაღალი სართულები, ლამაზი ხედები. მეც ძალიან მომწონს მათი არჩევანი, არაჩვეულებრივი ადგილია. მიხარია, რომ ამ ეტაპზე მარინას დედა ჩვენთან ერთად ცხოვრობს და ლიზის ძირითადად ის ზრდის. ძალიან ეხმარება მარინას და გიგის. უკვე ვნერვიულობ, კიევში რომ დაბრუნდება, ლიზის გარეშე გაუჭირდება. კარგად მესმის მისი, რადგან ასე ვარ მე მიჯაჭვული ელენეზე.

- სახლში რამდენად გიყვართ ავეჯის, ნივთების გადაადგილება?
- თუ ხასიათზე ვარ, ვაახლებ, დიდად არ მიყვარს ავეჯის გადაადგილება.

- მისაღები ოთახის ავეჯი ანტიკვარულია...
- ძალიან მიყვარს ანტიკვარული ნივთები, რასაც ვერ ვიტყვით მარინაზე, მას უფრო თანამედროვე სტილის ჭურჭელი და ავეჯი მოსწონს. მაქვს მე-16 საუკუნის ბოლოს ხელით გაკეთებული იაპონური ფაიფურის ჭიქები, მთლიანი სერვიზი იწონის 200 გრამს. მაქვს ასევე როკოკოს, ძოწის, ლალის ჭიქები. ავეჯი, რასაც აქ ხედავთ, არის მე-18 საუკუნის. ყველა ფიგურა ხელითაა ამოჭრილი. ჩემი ანტიკვარების უმეტესი ნაწილი შენახული მაქვს, იმდენია, ყველას აქ ვერ გამოვფენ და მათზე სალაპარაკოდ მთელი დღე არ მეყოფა. ჩემს ძმასაც აქვს ანტიკვარების არაჩვეულებრივი კოლექცია. ჩვენი ბაბუა იყო ნიკოლოზ რომანოვის თარჯიმანი და მისგან სამახსოვროდ ერგო გარკვეული ნივთები.


მისაღებ ოთახში ანტიკვარიატის გარდა ნახავთ ჩემს გრან-პრებს. ეს არის ვიოლინო, რომელიც ავიღე პოლონეთში 1997 წელს. აქვე ნახავთ საბერძნეთის, უნგრეთის, როდოსის პრიზებს.

ეს საოჯახო ფოტოები ძალიან ძვირფასია ჩემთვის, გავივლი თუ გამოვივლი, ყოველ წუთს ჩემი საყვარელი შვილების, რძლის, შვილიშვილების მოღიმარ სახეებს ვუყურებ.

სახლის და საოჯახო ნივთების კიდევ ბევრი ფოტო იხილეთ ფოტოგალერეაში 
მერი ბლიაძე

კომენტარები

rezo arveladze 2017-04-01 18:03
es is kaci ar arisss?? merabishvils da patruls rom umgerodaaa??
nino 2016-10-04 19:45
size raga uyves, gachorda magis gogo qmaars

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები