აგური ინტერიერში - როგორ უნდა შეარჩიოთ და შეუხამოთ სივრცეს

აგური ინტერიერში ყოველთვის ძალიან აქტუალურია, ის მოდიდან არასდროს გადადის, არც იმას აქვს მნიშვნელობა, რა ფერის გახლავთ აგური - წითელი, ნაცრისფერი, თეთრი თუ ყვითელი, ყველა ფერს თავისი ხიბლი და დატვირთვა აქვს.
აგური შეიძლება იყოს როგორც ძირითადი საშენი მასლა, ისე მოსაპირკეთებელი ელემენტი. მას ღებავენ ან საერთოდაც, აგურის ნაცვლად იყენებენ დეკორატიულ კედელს, რომელსაც აგურის კედლის ფორმა აქვს. ინტერიერს ნებისმიერ შემთხვევაში განსაკუთრებულ ელფერს სძენს.


თანამედროვე ინტერიერში აგური, როგორც წესი, ერთ კედელზე გამოიყენება. ასეთ დროს დანარჩენი 3 კედელი მაქსიმალურად ნეიტრალურად უნდა გამოიყურებოდეს.


აგური ინტერიერს მშვიდ, დახვეწილ ელფერს სძენს, მაგრამ, უნდა გაითვალისწინოთ, რომ მას მაქსიმალურად სადა ავეჯი უხდება, თუმცა უნდა ითქვას ისიც, რომ მას ფერის მხრივ შეზღუდვა არ აქვს, ავეჯისა და იატაკის ფერი ნებისმიერი შეიძლება შეუხამოთ. თუმცა მაინც გირჩევთ თავი შეიკავოთ ძალიან მკვეთრი ფერებისგან.


ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ აგური თავისთავად მაინც მუქი ფერის მატერიაა და თუ ინტერიერის სხვა ფერებს მუქს შეარჩევთ, თქვენი ოთახი აუცილებლად დაბნელდება. ეს განსაკუთრებით სამზარეულოს ეხება.
ამიტომაც არის რომ თანამედროვე დიზაინერები ინტერიერის მოწყობის დროს აგურით მხოლოდ ერთი კედლის მოპირკეთებას ანიჭებენ უპირატესობას.


აგურს წარმატებით იყენებენ აბაზანაშიც და ის მართლაც ძალიან ლამაზად გამოიყურება.
არსებობს მკვეთრი ფერის აგურიც, რომელიც ცოტა თამამი გადაწვეტილებაა, თუმცა მასაც დასაწუნი ნამდვილად არაფერი აქვს და მართლაც ძალიან უცხო და ლამაზია.


ერთადერთი, რასაც არავითარ შემთხვევაში არ გირჩევენ დიზაინერები, გახლავთ აგურის კედელი და აგურის იატაკი. აი, ეს მართლაც ძალიან უგემოვნო გადაწყვეტილებაა.
როგორც უკვე გითხარით, ავეჯის ფერს აგურის კედელთან მიმართებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა ეცადეთ რომ ავეჯი ბევრი არ იყოს. აგური ძალიან კარგად ერწყმის ტექსტილის ისეთ მატერიასაც, როგორიც არის აბრეშუმი და ტაფტა. ასევე ძალიან უხდება ოქროსფერი, ვერცხლისფერი და ბროლის აქსესუარები.


აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება განათებას, ის მკვეთრი უნდა იყოს, რომ საღამოს თქვენი ინტერიერი

ბნელი არ იყოს.
ასევე ძალიან უყვარს და უხდება აგურს მწვანე მცენარეები, აგური ისეთი მასალაა, რომ არაფრითაც რომ არ გააფორმოთ და გადაახალისოთ, მაინც ძალიან ლამაზად გამოიყურება.


აგური ტოლერანტულია ასევე ნახატებთან და სურათებთან. ის ძალიან კარგად ერწყმის ნატურალურ ქვასაც.
ასევე ძალიან კარგად იტანს აგური საღებავს, შეღებილი აგურის კედელიც ძალიან ლამაზად და ეფექტურად გამოიყურება.

კომენტარის დამატება