როგორი ნაძვის ხეებია წელს მოდაში - გაფორმების თანამედროვე ხერხები

ნაძვის ხის მორთვაზე ზრუნვა წინასწარ უნდა დაიწყოთ. თუ ადრევე არ განსაზღვრეთ, როგორ სტილში გსურთ საახალწლო განწყობის გამოხატვა, ნაძვის აწყობისას შესაძლოა სწორი გადაწყვეტილებები უცებ ვერ მიიღოთ . როგორი ნაძვის ხეებია წელს აქტუალური და გაფორმების რა ხერხებს გვირჩევენ დიზაინერები?
ფერები
ცეცხლოვანი მამლის წლისთვის ყველაზე ესაფერისია წითელი, ყვითელი, ოქროსფერი, ხისფერი და თეთრი ტონები. არ არის აუცილებელი, ეს ფერები მაინცდამაინც ნაძვის ხის ბურთებში დომინირებდეს. შეგიძლიათ ისინი ფერად ბაფთებში, წვიმებში, ნათურებსა და მძივებში გამოიყენოთ. წითელი მამლის "ხათრით" წელს ფერად-ფერადი ნაძვის ხეებიც აქტუალურია


სათამაშოები შეგიძლიათ განალაგოთ სპირალისებურად, ისევე როგორც მძივები და წვიმები. სწორედ ამ მ ოსართავების მიმართულებას გაჰყვება სათამაშოების წყობაც. სპირალი შეიძლება იყოს ერთი ფერის, ან ცისარტყელასებრი.

 


თუ უფრო კლასიკური დიზაინის მომხრე ხართ, მოსართვებს შეგიძლიათ ვერტიკალური მიმართულებაც მისცეთ. ასეთ მორთულობას ბაფთები და ბურთულები უხდება.


ყველაზე გავრცელებული ვარიანტი მაინც წრიული გაფორმებაა - წვიმები ნაძვის ხეს გარშემო უვლის, სათამაშოები კი არეულად ჰკიდია. თუ ამ დიზაინს აირჩევთ, ბევრი სათამაშო არ უნდა გამოიყენოთ. მათი ზომაც ზემოდან ქვემოთ უნდა იზრდებოდეს.

 

ნუ შუზღუდებით ტრადიციული მორთვის ხერხებით. გამოიჩინეთ მეტი

You must have Flash Player installed in order to see this player.
სითამამე, გამოიყენეთ ქაღალდის დეკორი, ფეტრის სათამაშოები, ხის ფაქტურა, ძველი აქსესუარები.


ტრადიციული სტილი გახლავთ ბურთების ნაირსახეობა, მოელვარე გირლანდები და ფუშფუშა წვიმები. ნუ

შემოიფარგლებით მხოლოდ ამით და აუცილებლად "მოარგეთ" თქვენს ნაძვის ხეს თანამედროვე მოსართავები - ბაფთები,

ზანზალაკები, ყვავილები და ლენტები.

კვლავ მოდურია ვინტაჟური სტილის ნაძვის ხე. აქ უფრო მეტად გამოყენებულია გამჭვირვალე მინა, აჟურული ბაფთები, ხის ფაქტურა და ლითონი. თუმცა ეს სტყილი გაცილებით "პრეტენზიულია" და მეტ სიფრთხილეს მოითხოვს.


თანამედროვე სტილის ნაძვის ხეზე წელს აქტუალურია თექის, პლასტიკატის, მეტალის და CD დისკებისგან შექმნილი აქსესუარებიც კი. მოდური იქნება დიდი ზომის დეკორი.
რომელი სტილიც არ უნდა აირჩიოთ, მორთვა გირლანდებით, წვიმებით ან მძივებით დაიწყეთ. შემდეგ დაკიდეთ სათამაშოები.

 

 

 

 




კომენტარები

laluka 2016-11-25 19:10
ეს ნაძვის ხე რომ ვიყიდო მშიერი უნდა დავრჩე, ასე რომ ჩემი გაბუძგული ნაძვი ყველაფერს მირჩევნია.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები