103 წლის სოფიო ჩოხელი გუდამაყრიდან

სოფიო ჩოხელი 103 წლის არის. გუდამაყარში, სოფელ ჩოხში, ნახევრადდანგრეულ, სიცოცხლისათვის სახიფათო სახლში მარტო ცხოვრობს.

2014 წელს, დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სოფიო ჩოხელის საცხოვრებელი სახლის შეკეთება გადაწყვიტა და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 5 ათასი ლარიც გამოყო, მაგრამ საბოლოოდ არ დაეხმარნენ, რადგან 100 წელს გადაცილებულმა მოხუცმა გამგეობაში პირადობის მოწმობის ასლი და საბანკო რეკვიზიტები ვერ წარადგინა.

საინფორმაციო ცენტრების ქსელი დაინტერესდა რა დახმარებას უწევს დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა 103 წლის სოფიო ჩოხელს.

გამგეობის ინფორმაციით, 2014 წლის მაისში სოფიო ჩოხელს გაეწია ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 ლარის ოდენობით და მას შემდეგ, 2016 წელს,

დაეხმარნენ კიდევ ერთხელ 200 ლარით.

დუშეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი ვაჟა ჩოხელი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარება გაჭირვებულ მოქალაქეებს წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეიძლება გაეწიოთ.

სოფო ბებოს არ ახსოვს როდის დაიბადა და არც წლებს ითვლის. სამაგიეროდ, უზარმაზარი თივის ზვინები უდგას, რომელიც თვითონ გათიბა. ამბობს, რომ წელს კარტოფილი არ მოუვიდა და თავის დანგრეულ სახლზე წუხს. ერთი ქალიშვილი ჰყავს, რომლის სანახავად ვერ მიდის, იმიტომ რომ "ფეხებს ვეღარ ხმარობს". იხილეთ ვიდეო და ფოტოგალერეა

 

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები