კლოდ მონეს ყოფილი ბაღი, რომლის ლანდშაფტის დიზაინერიც თავად იყო 

პარიზიდან 80 კმ-ში, ჩრდილოეთით, საოცარი ჟივერნია გადაშლილი. ეს პატარა სოფელი იმით არის ცნობილი, რომ 43 წლის განმავლობაში აქ ცხოვრობდა და იღწვოდა დიდი მხატვარი კლოდ მონე.
კლოდ მონე ჟივერნიში 1883 წელს დასახლდა და მას შემდეგ ისე გაიტაცა მებაღეობამ, რომ შემოქმედების დიდი ნაწილი სწორედ საკუთარი ბაღის ხატვას დაუთმო. ის ცნობილი ყაყაჩოებიც სწორედ ჟივერნიშია შექმნილი. ეს ადგილი ამ სოფელში მდებარეობს.







თავდაპირველად მხატვრის ბაღი მხოლოდ ერთ ჰექტარ მიწის ტერიტორიას მოიცავდა. მხატვარმა პირველ რიგში კვიპაროსების ხეივანი გააკეთა. ამას მოჰყვა მშვენიერი ვარდები, ამ ყველაფერს ცნობილი მხატრის
ტილოებზეც ვხვდებით.

სახლის ფანჯრიდან რომ გადაიხედოთ, თავად დარწმუნდებით, რომ ულამაზესი, ფერადი ხალიჩაა გადაფენილი მთელს ტერიტორიაზე. ეს მონეს მიერ შექმნილი კიდევ ერთი კომპოზიცაა, ფერთა პალიტრაც საგულდაგულოდ არის შერჩეული. მონე წერდა ყვავილებს და ხატავდა ყვავილებით.
ის იყო არა მარტო ნიჭიერი მხატვარი, გახლდათ უნიჭიერესი ლანდშაფტის დიზაინერიც. მებაღეობით სერიოზულად იყო გატაცებული, უამრავ წიგნსა და ჟურნალს კითხულობდა.







კოლეგა მხატვრები, მატისი, სეზანი, რენუარი, პისარო კლოდ მონეს ხშირი სტუმრები იყვნენ. იცოდნენ რა მისი გატაცების შესახებ, ყველა ცდილობდა მეგობარი ახალი ყვავილებით გაეხარებინა. ასე აღმოჩნდა მის ბაღში იაპონიიდან ჩამოტანილი ძველი იაპონური პიონები.
ამ დროისათვის მონე უკვე ცნობილი მხატვარი იყო. მისი ტექნიკა იმით იყო გამორჩეული, რომ იგი არ ურევდა საღებავებს. იგი მათ რიგრიგობით იყენებდა.




კლოდ მონე ბედნიერი ადამიანი იყო - ცხოვრობდა ულამაზეს ადგილას საყვარელ ოჯახთან ერთად, აკეთებდა საყვარელ საქმეს და მისის ნახატებიც წარმატებით იყიდებოდა. მეტი რა უნდა შემოქმედებით ადამიანს.

1893 წელს მონემ საკუთარი ბაღის მახლობლად ჭაობიანი ნაკვეთი შეიძინა. ქ პატარა წყარო ჩამოედინებოდა. მხატვარმა ეს ადგილი ერთგვარ წალკოტად აქცია. აქ მდებარეობს ცნობილი იაპონური ხიდიც. ამ ხიდს მონე ხშირად ხატავდა.

ამ ბაღში მოხვედრა მხოლოდ გზის ქვეშ გაკეთებული გვირაბით არის შესაძლებელი.
მთელი 20 წლის განმავლობაში მონე სწორედ ამ ბაღის შთაგონებით ქმნიდა საკუთარ შედევრებს. ყოველ დილით დილის 5 საათზე დგებოდა, მიდიოდა ამ საოცარ ბაღში და ხატავდა სხვადასხვა ამინდსა და წელიწადის დროს.







კლოდ მონე 1926 წლის სექტემბერში საკუთარ სახლში, ჟივერნიში გარდაიცვალა. სამწუხაროდ, მეორე მსოფლიო ომის დროს ბაღი დაზიანდა. 1966 წელს მხატვრის ვაჟმა ბაღი ხელოვნების აკადემიას გადასცა, რომელმაც მაშინვე დაიწყო ჯერ სახლის, შემდეგ კი ბაღის რესტავრაცია. დღესდღეობით კი ამ ადგილს ყოველწლიურად მილიონამდე ადამიანი ნახულობს და ეს არცაა გასაკვირი, იმპრესიონიზმისა და ზოგადად კლოდ მონეს მოყვარულმა ადამიანმა ეს ადგილი ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა მოინახულოს.


კომენტარები

mai 2018-10-31 14:37
საოცრებააა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები