რა დავრგოთ, რომ ბაღი მთელი წელი ყვაოდეს? - ინგლისელი მებაღისა და ფილოსოფოსის გამოცდილი რჩევები

ინგლისური მოვლილი ბალახეულობის საიდუმლოა დარგვა და 300 წელი რწყვა. ინგლისური ბაღის ეფექტი ბევრად რთულია, მაგრამ ეფექტს მალევე შენიშნავთ. ინგლისელი ფილოსოფოსის ფრენსის ბეკონის ტრაქტატი "ბაღების შესახებ" მის გარდაცვალებამდე, 1625 წეკს გამოქვეყნდა და მისი რჩევები დღესაც მუშაობს. რეკომენდაციები ამართლებს რბილი ინგლისური კლიმატის რაიონებში, თუმცა მათთვისაც გამოსადეგია, ვისაც შეუძლია ზამთრის ორანჟერეა ჰქონდეს დაცული გრუნტით.

ზამთარი
დეკემბრის, იანვრის და ნოემბრის ბოლოსთვის უნდა შეარჩიოთ მარადმწვანე მცენარეები: სურო, დაფნა, კიპარისი, ნაძვი, ფიჭვი, ლავანდა, ლიმონის და ფორთოხლის ხე, როზმარინი, მირტი, თუ სათბურში გამოაზამთრებთ და მაიორანი, რომელსაც სამხრეთისკენ
დარგავთ. იანვრის მეორე ნახევრისა და თებერვლის მეორე ნახევრისთვის მაჯაღვერი, ანემონები, ადრეული ტიტები, გიაცინტი, ჯუჯა ირისი. 

გაზაფხული
მარტისთვის საუკეთესოა იები, ყვითელი ნარგიზები, მოყვავილე ნუში, ატმის ხეები, ასკილი. აპრილში მოდის თეთრი იის დრო, ირისების, შროშანების, მოყვავილე როზმარინის, ტიტების, პიონების, თეთრი ნარგიზების, მოყვავილე ალუბლის, ქლიავის, იასამნის, რომელიც ამ პერიოდში იფოთლება. მაისსა და ივნისში ყვავიან მიხაკები, ვარდი, მოცხარი, ჟოლო, ლავანდა, ორქიდეები, ვაშლის ხეები, მარწყვი. 

ზაფხული
გვიან გაზაფხულსა და ივნისში ყვავის მიხაკის სხვადასხვა სახეობა, მარყწვი, მოცვი, ჟოლო, ლავანდა, ორქიდეა. ივლისში მწიფდება ადრეული მსხალი და ქლიავი, ადრეული ვაშლი, ატამი, კოწახური, თხილი, ნესვი. ყვავილებიდან მიხაკისა და ვარდის ბევრი სახეობა. 

შემოდგომა
სექტემბრისთვის მწიფს ყურძენი, ვაშლი, ატამი, კომში. ოქტომბრიდან იწყებს მუშმალა, წითელი მოცხარი, შავი ქლიავი, გვიანი ვარდები, ბალბა და სხვა ყვავილები.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები