როგორ გამოიყურება სამსართულიანი სახლი წყნეთში, რომელიც 6 მლნ ლარზე მეტი ღირს (+ფოტო)


წყნეთში იყიდება სახლი, რომლის ღირებულება 6 477 000 ლარს (1 950 000 აშშ დოლარი) შეადგენს.

როგორც SS.ge-ზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია აღნიშნული, სახლის ფართობი 951 კვ.მ-ია, ხოლო ეზოსი 800 კვ.მ.

ამასთან, სახლს აქვს 8 ოთახი, აქედან 6 საძინებელი.

"იყიდება კერძო სამსართულიანი საცხოვრებელი სახლი, წყნეთის ყველაზე საუკეთესო ლოკაციაში. სახლის საერთო ფართობი: 951 კვადრატული მეტრი, საკუთარი ეზოთი 800მ2. საცურაო აუზით 12/7, რომელსაც აქვს წვდომა სახლის შიდა ფართში მდებარე გასახდელი და საშხაპე ოთახიდან. სახლი მდებარეობს სამთავრობო აგარაკების ზონის მიჯნაზე, მას აქვს პირდაპირი წვდომა ამ ზონის
მრავალჰექტრიან საპარკო სივრცესთან. სახლს გააჩნია 8 ავტომობილზე გათვლილი საკუთარი ავტოფარეხი. სახლში განთავსებულია 5 საძინებელი ოთახი, საკუთარი 5 სველი წერტილით, გარდერობების ოთახებით. აქედან 3 დამოუკიდებელი აპატრამენტია. დუპლექსური ტიპისაა, მისაღები ოთახით, საძინებლით, აივნითა და სველი წერტილებით. სახლში კიდევ ერთი მთავარი და ერთიც სტუმრის მისაღები საძინებელია. სახლს აქვს 2 სამზარეულო, ბიბლიოთეკა, კაბინეტი, გარდერობი, მისაღები სივრცეებით, 9 სველი წერტილი, 2 ბუხარი, 1 ტერასა (90 კვ. მეტრი) და 5 აივანი. სახლის ინტერიერსა და ექსტერიერში გამოყენებულია ბრინჯაოს ნაკეთობები"- აღნიშნულია განცხადებაში.


იხილეთ სხვა ფოტოები


კომენტარები

Nestor 2021-07-15 14:11
6 მილიონი ლარი რომ მქონდეს ისე წავიდოდი ამ ქვეყნიდან, არასდროს არ დავბრუნდებოდი. ვის რად უნდა ეგ სახლი მაგ ფასად.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები