სტალინის აგარაკი აფხაზეთში - ცხენის ძუისგან გაკეთებული ავეჯი და უნიკალური ინტერიერი

ვისაც სტალინის ერთ-ერთი აგარაკი მაინც უნახავს, აგარაკი კი მას 70-მდე ჰქონდა, დარწმუნდება იმაში, რომ დიქტატორი ზედმიწევნით კონსერვატიული გემოვნებით გამოირჩეოდა, მისი ყველა აგარაკი ერთი სტილის იყო. თითქმის ერთნაირი ფასადები, ოთახები, საშენი და მოსაპირკეთებლი მასალა, მოკრძალება, აი, რა იყო დამახასიათებელი მისი ყველა რეზიდენციისთვის (იხილეთ ასევე სტალინის აგარაკი სოჭში). აფხაზეთში სტალინს 5 აგარაკი ჰქონდა, ზოგიერთი თვალითაც კი არ ჰქონდა ნანახი, რასაც ვერ ვიტყვით მის ერთ-ერთ უსაყვარლეს აგარაკზე, რომელიც რიწის ტბაზე მდებარეობდა. ეს მისი საყვარელი დასასვენებელი ადგილი გახლდათ, რომელსაც ოჯახის წევრებთან ერთად ხშირად სტუმრობდა

ხოლმე.

ალბათ გაინტერესებთ, როგორ გამოიყურებოდა ამ ისტორიული პიროვნების საყვარელი ადგილი.

აგარაკს თითქმის უცვლელად აქვს შენარჩუნებული პირვანდელი სახე, თუმცა როგორც ყველა ნაგებობა აფხაზეთში, ეს შენობაც საჭიროებს კაპიტალურ რემონტს. ამბობენ, რომ სტალინმა ეს კლდოვანი ადგილი ნავით სეირნობისას შეარჩია, რეზიდენციაც სწორედ ამ კლდეში ჩაშენდა. რეზიდენციის მშენებლობაში მონაწილეობას პატიმრები იღებდნენ, კლდოვანი ადგილები სულ ხელით არის გასწორებული.


აგარაკი ზღვის დონიდან სამას მეტრზე მდებარეობს. ძირითადი შენობა საკმაოდ მოკრძალებულად გამოიყურება. არც ინტერიერი გამოირჩევა დახვეწილობით. დღევანდელი პრეზიდენტები და მმართველები აქ ალბათ არც კი შეიხედავდნენ. აქ ყოველი დეტალი ბელადის მანიაკალურ სიფრთხილეზე მიუთითებს. გარე განათების მაქსიმალურად დაბალი ბოძები, ასევე აგარაკის ფასადის მწვანე ფერი მის შესანიღბად იყო ჩაფიქრებული.


საძირკველის სართულთან იყო მიშენება, თუმცა ის დაიწვა და მხოლოდ მისი საძირკევლი დარჩა. ამ მიშენების ფოტოს მოძიება არქივში არ მოხერხდა.

ძირითად დასასვენებელ ადგილში მოწყობილია კონოთეატრი, საბილიარდო ბუხრითა და იზოლირებული სველი წერტილით. ფანჯრები ზღვას გადაჰყურებს. აქ ძალიან სუფთა ჰაერია.


აქ სტალინს მოჰქონდა ხოლმე ფილმები, დასვამდა ბავშვებს, თავად კი საპირისპიროდ მოკალთდებოდა და ფილმის ყურებისას ბავშვების ემოციებს აკვირდებოდა. დღესდღეობით კინოთეატრი, ისევე, როგორც სხვა დანარჩენი ადგილები, სავალალო მდგომარეობაშია.


ბელადი ეთაყვანებოდა ბილიარდს. ამბობენ, რომ ამ საბილიარდო მაგიდასთან ადამიანების ბედი წყდებოდა, აქ აგებდნენ სიცოცხლეს. სავარძლები, ისევე როგორც სხვა ავეჯი, ცხენის ძუით არის გამოტენილი, აქ არც ერთ სავარძელს თუ საწოლს არ აქვს ზამბარა. ცხენის ძუისგან გაკეთებული ავეჯი თავისი სიმკვრივიდან გამომდინარე, ტყვიაგაუმტარად ითვლებოდა.


ცნობილია, რომ სტალინის არ უყვარდა ახალი ნივთები. მას ახალი არაფერი უყვარდა. როდესაც ის ახალ აგარაკს აპროექტებდა, მოითხოვდა, რომ მოსაპირკეთებელი და საშენი მასალა, ასევე ავეჯი და ოთახების წყობა მისი კრემლის სახლის იდენტური ყოფილიყო. ყველა ოთახი გაულაქავი ხით იყო მოპირკეთებული. სტალინი თვლიდა, რომ ლაქის ქვეშ ხე ვერ სუნთქავდა. იატაკები მუხის ხის იყო.

მას არც სინათლე და შუქი უყვარდა, ამიტომ ყველა ოთახი ნახევრად ჩამობნელებული ჰქონდა, ერთადერთი ოთახი, რომელიც გალაქული იყო, გახლდათ მისაღები ოთახი, ის რომელიღაც აფრიკული ხით იყო მოპირკეთებული და ითვლებოდა, რომ თუ არ გაილაქებოდა, ჯანმრთელობისთვის ზიანის მოტანა შეეძლო.


ეს ოთახი იდეალური კვადრატის ფორმის არის. ყველა კედლის პანელში შეუმჩნეველი კარია ჩამონტაჟებული. როდესაც სტალინი ვინმეს ღებულობდა, ფარდებს ჩამოაბნელებდა ხოლმე, მოკალათდებოდა ხოლმე კუთხეში, არავის რომ არ შეემჩნია და ჩუმად აკვირდებოდა მათ. ოთახში შესული ადამიანის უკან უნებურად იკეტებოდა კარი და ის სიბნელეში აღმოჩნდებოდა ხოლმე ცარიელ, უფანჯრო და უკარო ოთახში. სუფთა ფსიქოლოგია.

ოთახში დგას რარიტეტული როიალიც. როგორც ამბობენ, ასეთი როიალი მსოფლიოში სულ ოთხია და ერთ-ერთი სწორედ აქ დგას.


ჭერზე უძველესი ჭაღი კიდია.


აბაზანაც სტალინის სტანდარტების მიხედვით არის შესრულებული. აქ ყველაფერი ძალიან მოკრძალებული და უბრალოა, თუმცა არის ერთი ფაქტორი - სტალინმა არ იცოდა ცურვა, ზღვის წყალს კი ექიმები ყოველთვის ურჩევდნენ. ამიტომ აქ არის სისტემა, რომლის მეშვეობითაც წყალი პირდაპირ ზღვიდან შედიოდა მის აბაზანაში.

სასადილო
როგორც ყველა ქართველს, მასაც ძალიან უყვარდა ქეიფი. მაშინაც კი, თუ ის მარტო სადილობდა, მაგიდა რამდენიმე კაცზე უნდა ყოფილიყო გაშლილი და წინასწარ არავინ იცოდა, რომელ ადგილს აირჩევდა დასაჯდომად.


სტუმრებთან ქეიფის დროს კი მას ძალიან უყვარდა მაგიდიდან მოულოდნელად წამოდგომა, სარკესთან მისვლა და კიტელის გასწორება, თან სარკეში ჩუმად სტუმრებს აკვირდებოდა ხოლმე.


რაც შეეხება მოპირკეთეაბს, აქ არ არის გამოყენებული არც ერთი ლურსმანი, ირგვლივ სულ მოზაიკაა.


დასასვენებლად კი იოსები ხუთიდან ერთ-ერთ საძინებელს ირჩევდა, თუმცა წინასწარ არავინ იცოდა, კონკრეტულად რომელს აირჩევდა. არავის ჰქონდა მის საძინებელში შესვლის უფლება წინასწარი ნებართვის გარეშე. ეს ჩვევა მისთვის საბედისწეროც აღმოჩნდა, ვერავინ ბედავდა მის საძინებელში შესვლას, როდესაც ის სიკვდილს ებრძოდა. ასე გაგრძელდა დაახლოებით 12 საათი.


საწოლის დამზადების დროსაც ეკონომიურად იქცეოდა, რა საჭირო იყო 180 სმ-ზე გრძელი საწოლი, თუ თავად არც ისე მაღალი იყო.


ძალიან მოკრძალებული ინტერიერია.


ამ საძინებელში კი, გადმოცემის თანახმად, ბელადი მეგობარ ქალბატონებს მასპინძლობდა. ამბობენ, რომ აქ ყველაზე რბილი საწოლებია. ამ საძინებელს ცალკე გასასვლელიც აქვს.


მეორე სართულზე შესვლა კი აკრძალულია. აქ დღეს აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ახლანდელი პრეზიდენტის რეზიდენციაა.

კომენტარები

zaza 2018-03-21 16:47
რა ამერიკა რა ინგლისი სადიყო ამერიკა სტალინგრადის ომამდე რა უწიგნურება ჭირს ამჩვენ ახალგაზრდა თაობას არ მოგწონს ერთია მაგრამ მეორეა რეალობა თუარ გაინტერესებს რაღას აკომენტარებ და კითხულობ.იარაღს ყიდულობდა და ამაში უამრავ ოქროს იხდიდა. დასაწყისში ამერიკამ რო დარწმუნდა რო სტალინი ომს მოიგებდა მაშვინ ჩაება ომში.თორე სულ ეკიდა საბჭოეთის და ევროპის ბედი მანამდე.ბედი..რატო მაშვინ არჩაება ომში როცათითქმის მთელი ევროპის ოკუპაცია მოახდინა ამერიკა ან იგივე დიდი ბრიტანეთი.იყო ძალიან ჭკვიანი და ძლიერი პოლიტიკოსი და მთავარსარდალი მორჩა და გათავდა. რათუნდა ამდენი ვაი ვიში.იყო თუარა იდეალური რათქმაუნდა არა უბრალოდ იდეალური პოლიტიკოსები უბრალოდ არარსებობენ. როგორც იდეალური ქვეყანაზე არავინ არის.
დათო 2018-03-19 15:12
სტალინი გენია, სტალინი ბელადი და თავისი ქვეყნაზე უსაზღვროდ შეყვარებული,
რაც შეეხება იმას, რომ სტალინს ომი ამერიკა-ინგლისმა მოაგებინაო, ვინც ამას ამბობს ან შტერია, ან სრულიად უწიგნური.
აცხონოს ღმერთმა სტალინის სული.
ჰიტლერი მოყვანილია 2017-08-30 15:35
სტალინს მოაგებინეს მეორე მსოფლო ომი ამერიკა და ინგლისმა. ე.წ. მოკავშირეები, რომ არ ყოფილიყვნენ ვერაფერსაც ვერ მოიგებდა.
მაგ ომის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ, რაც შეიძლება მეტი მოსახლეობა ამოწყვეტილიყო აღმოსავლეთ ევროპაში, რასაც მიაღწიეს კიდევაც.
მერე რა იყო, და როგორი ინდუსტრიალიზაცია მოაწყო სტალინმა, ეს უკვე სოციალური მხარეა, საბჭოთა მცირე ნაწილი ხალხისთვის. დანარჩენები გილაგ-ებში იხოცებოდა.
mugo 2017-08-15 14:40
სტალინის გინებაც და სტალინის განდიდებაც შეცდომად მიმაჩნია. დრო ქმნის ბელადებს .არ იქნებოდა სტალინი ,იქნებოდა სხვა ,ისევე როგორც ჰიტლერი. ეს არ ნიშნავს იმას რომ ნებისმიერი გაქაჩავდა.ყველას შეუძლია კრიტიკა, მაგრამ გამოსავალის
ძებნა რავის აინტერესებს

ეეჰ 2017-08-09 23:25
რა უნდა გელაპარაკოთ? ვადიდოთ ატილა თემურ ლენგი, ჩინგიზი... თუ გგონიათ ნაკლებნი იყვნენ? მონათა საქმე ბელადის დიდებაა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები