როგორ გავაკეთოთ ეზოში გუბურა უბრალო საბურავებით

აგარაკის თითქმის ყველა პატრონს გასჩენია სურვილი საკუთარ ეზოში ლამაზი გუბურა ჰქონოდა. თუმცა უფიქრიათ, რომ ეს არც ისე ადვილი გასაკეთებელია, პირველ რიგში ითვლება, რომ საამისოდ სულ მცირე, მოზრდილი ეზოა საჭირო. ნურას უკაცრავად, პერსონალური ოაზისი ოცნების სფერო სულაც არ გახლავთ, ჩვენ გეტყვით, რომ საამისოდ სულაც არ არის საჭირო დიდი ეზო და ასევე დიდი ძალისხმევა, როგორც ყოველთვის, ამას მხოლოდ მონდომება და ცოტა ფანტაზია ჭირდება.

როგორ გავაკეთოთ გუბურა საკუთარი ხელით

პირველ რიგში დაგჭირდებათ სხვადსხვა ზომის, დიამეტრის მქონე ძველი საბურავი. ამ კონკრეტულ შემთხვევაში გამოყენებულია სამი

საბურავი. თქვენ საბურავების რაოდენობა თავად შეგიძლიათ განსაზღვროთ, ჩვენ ახლა ტექნოლოგიაზე გესაუბრებით.


წინასწარ შერჩეულ ადგილზე უნდა ამოთხაროთ ორმო. ორმოს დიამეტრი საბურავის დიამეტრს უნდა შეესაბამებოდეს. ორმოში ჩაყარეთ არცთუ თხელი ქვიშის ფენა.



გამზადებულ ორმოში ჩადეთ საბურავი.



საბურავის ზედა ნაწილი მოჭერით ცირკულარული ხერხით.




ეცდაეთ, რომ მოჭრილი საბურავის ზედაპირი თანაბარი იყოს.



მომავალი გუბურის ზედაპირი უნდა მოასწოროთ. საამისოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ პოლიეთილენი, თუმცა უმჯობესია სპეციალური ჰოდროიზოლაციური მატერიის გამოყენება. მატერიის პირი ზემოთ უნდა ამოდიოდეს, მის დაფიქსირებას კი დიდი ზომოს ქვებით მოახერხებთ



საბურავს გარშემო დეკორატიული ქვები შემოულაგეთ, ან სხვა მასალა გამოიყენეთ, რომელსაც საკუთარი გემოვნებით შეარჩევთ.



თქვენ შესანიშნავი გუბურა გამოგივათ. გარშემო ტერიტორიაც ქვებით გააფორმეთ და გუბურა წლით აავსეთ.

პატარა, პერსონალური ოაზისი მზად არის. გვერწმუნეთ, ეს თვითნაკეთი გუბურა თქვენი კარგი ხასიათისა და რელაქსაციის წყაროდ იქცევა.

კომენტარის დამატება