როგორ გავაკეთოთ ალპური გორაკი ეზოში - რჩევები და მოვლის წესები

ადამიანები ორ ჯგუფად იყოფიან, ვისაც უყვარს ზღვა და ვისაც უყვარს მთა. თუ ადამიანთა მეორე ტიპს მიეკუთვნებით ეს მასალა სათქვენოა. მოგიყვებით, როგორ შეიძლება გადმოიტანოთ თქვენი საყვარელი ლანდშაფტის დიზაინი საკუთარ ეზოში.
ალპური მთის შექმნისას უნდა გახსოვდეთ ერთი უმთავრესი რამ, რომ ეკოსისტემის ეს უმნიშვნელოვანესი ნაწილი ბინას თქვენს ეზოში დაიდებს.
არა უშავს, თუ მცენარეები მართლა ალპური ზონიდან არ იქნება.

საძირკველი


თავდაპირველად უნდა ჩამოყალიბდეთ მთის ზომასთან დაკავშირებით. მთა შეიძლება იყოს სხვადასხვა ზომის, რაც დამოკიდებულია თქვენი ეზოს მოცულობაზე. ძალიან ეფექტურად გამოიყენება ხოლმე ეზოში ბუნებრივად დაქანებული ადგილი.
თუ ასეთი დაქანება არ გაქვთ და ხელოვნურად უნდა შექმნათ, გირჩევთ ეს თქვენი ეზოს სამხრეთ-დასავლეთ ან სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში გააკეთოთ.
აგარაკზე სახლის მშენებლობის და ნაკვეთის დამუშავების დროს ხშირად რჩება ხოლმე გამოუყენებელი, ზედმეტი მიწა, რომელიც ამ შემთხვევაში ძალიან გამოგადგებათ. ნიადაგის ზედა ფენას, 20-25 სმ-ს იღებენ და ჩაღრმავებას სამშენებლო აგურით ავსებენ. მსგავსი დრეაჟი აუცილებელია, რადგან ალპური მცენარეები ვერ იტანენ ტენიან ნიადაგს.

ქვების განთავსება

შემდეგი ეტაპი ქვების განთავსებაა. ამ შემთხვევაში ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული, თუმცა არსებობს რამდენიმე საჭირო რეკომენდაცია, რომელიც მთის მოწყობის პროცესს საგრძნობლად ამარტივებს.

მაგალითად, უმჯობესია ქვების ქვეშ მოათავსოთ დახვრეტილი პოლიეთილენი, რათა თავიდან აირიდოთ წყლის შეგუბება, ეს კი თავისთავად ხელს შეუშლის სარეველა ბალახის გამრავლებას. ცენტრში განალაგეთ შედარებით დიდი ზომის ქვები, პერიფერიებზე კი მომცრო ზომის. ქვებს შორის დატოვეთ ადგილი გრუნტისთვის, სადაც მცენარეები დაიდებენ ბინას.

მცენარეების შერჩევა

ალპინარიუმი ეფემერული ცნება როდია, რაც იმას ნიშნავს, რომ მცენარეები უნდა შეარჩიოთ ისე, რომ უზრუნველყოთ მთის უწყვეტი ყვავილობის პროცესი.

ამ შემთხვევაში იდელურად გამოგადგებათ წიწვოვანი მცენარეები. ეს ძალიან ბუნებრივი იქნება ისე როგორც ფონი და როგორც თავად აქცენტი.
ალპური გორაკის ზედა ნაწილში, როგორც წესი, ახარებენ დაბალ და სინათლის მოყვარულ მცენარეებს. ერთადერთი, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწონით, ალპური ზონის სპეციფიკაა, მაგალითად განათება და მაღალი ტემპერატურა. მცენარეებს უნდა მოუჩრდილოთ, რათა აარიდოთ მზის პირდაპირი სხივები. ზაფხულში გორაკი ყოველ საღამოს უნდა მორწყათ, რადგან სიცხეში წყალი მალე ორთქლდება და ნიადაგი მალე შრება.


შუა იარუსში შეგიძლიათ სინათლის მოყვარული მცენარეები დააბინავოთ, თუმცა ისეთები, რომელთაც ნახევრად ჩრდილიც მოსწონთ. მცენარეები უნდა შეარჩიოთ არა მარტო დეკორატიული, არამედ ამტანიც.
სულ ქვედა იარუსი კი ჩრდილის მოყვარულ მცენარეებს დაუთმეთ.


როგორ მოვუაროთ

მსგავს კონსტრუქციას საგულდაგულო მოვლა-პატრონობა სჭირდება. ჯერ ერთი, რომ ყველა მანიპულაცია უნდა ჩატარდეს ხელით, ქვებს შორის სარეველების ამოძირკვა კი ადვილი საქმე ნამდვილად არ არის.
ასევე უნდა აკონტროლოთ ნიადაგი, რომ არ გამოშრეს, რაც თავისთავად ხშირ და უხვ მორწყვას გულისხმობს.
ზამთარში მცენარეებს ფუთავენ.

კომენტარის დამატება