სა­ინ­ტე­რე­სო ამ­ბე­ბი ჭა­ზე და რა უნ­და იცო­დეთ, თუ ჭის გათხ­რას აპი­რებთ

ჭის ის­ტო­რია 7000 წელს ით­ვ­ლის. დრო, რო­დე­საც ადა­მი­ან­მა ამოთხა­რა პირ­ვე­ლი ჭა, შე­იძ­ლე­ბა ჩა­ით­ვა­ლოს ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის და­საწყი­სად, ხო­ლო თა­ვად ჭა - მის სიმ­ბო­ლოდ. ადა­მი­ა­ნე­ბი, რო­მელ­თაც ხე­ლე­წი­ფე­ბო­დათ „წყლის პოვ­ნა“, ყო­ველ­თ­ვის დი­დი პა­ტი­ვის­ცე­მით სარ­გებლობდნენ.

ის­ტო­რი­ი­დან...

მთელ მსოფ­ლი­ო­ში ჭას დი­დი მო­წი­წე­ბით ექ­ცე­ოდ­ნენ. ყო­ვე­ლი ახა­ლი და­სახ­ლე­ბუ­ლი პუნ­ქ­ტი ჭის მშე­ნებ­ლო­ბით იწყე­ბო­და. ჭის წყა­ლი სამ­კურ­ნა­ლოდ ით­ვ­ლე­ბო­და. ის, ვი­საც ჭა უნ­და ამო­ეთხა­რა, ჯერ ეკ­ლე­სი­ა­ში მი­დი­ო­და, რა­თა გან­წ­მენ­დი­ლი­ყო და მი­სი ცუ­დი ფიქ­რე­ბი წყალ­ზე არ გა­და­სუ­ლი­ყო. ით­ვ­ლე­ბო­და, რომ ჭის ამ­შე­ნე­ბელს ყვე­ლა ცოდ­ვა მი­ე­ტე­ვე­ბო­და.

ჭა, ისე­ვე რო­გორც ნა­კა­დუ­ლი, ტბა და მდი­ნა­რე, წმინ­დად

მი­იჩ­ნე­ო­და. თით­ქ­მის ყვე­ლა სო­ფელს ჰქონ­და თა­ვი­სი წმინ­და საწყი­სი.



სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჭას­თან XX სა­უ­კუ­ნე­შიც კი წარ­მოთ­ქ­ვამ­დ­ნენ ფიცს, შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი სიყ­ვა­რულს ეფი­ცე­ბოდ­ნენ ერ­თ­მა­ნეთს, ჭას­თან ტარ­დე­ბო­და სხვა­დას­ხ­ვა მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი რი­ტუ­ა­ლი.

ჭა სა­ქარ­თ­ვე­ლოს ბარ­ში მეტ-ნაკ­ლე­ბად ყველ­გან იყო გავ­რ­ცე­ლე­ბუ­ლი. გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი გან­ვი­თა­რე­ბა პო­ვა და­სავ­ლეთ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში. იქ ჭე­ბი ჩვე­უ­ლებ­რივ ამო­შე­ნე­ბუ­ლია ქვით, მაგ­რამ გვხვდე­ბა ამო­უ­შე­ნე­ბე­ლი ჭე­ბიც (მა­გა­ლი­თად, გუ­რი­ა­ში).

ჭა საცხოვ­რე­ბე­ლი ნა­გე­ბო­ბის კომ­პ­ლექ­სის შე­მად­გე­ნე­ლი ნა­წი­ლი იყო. ამი­ტომ მის ეს­თე­ტი­კურ გა­ფორ­მე­ბას დიდ ყუ­რადღე­ბას აქ­ცევ­დ­ნენ. ჰი­გი­ე­ნის დაც­ვის მიზ­ნით ჭის გვიმ­საც უკე­თებ­დ­ნენ თავ­სა­ხურს და ხუ­რავ­დ­ნენ მა­ღალ ბო­ძებ­ზე დამ­ყა­რე­ბუ­ლი სა­ხუ­რა­ვით. წყლის ამო­ღე­ბის გა­ი­ო­ლე­ბის მიზ­ნით, ჭას უკეთ­დე­ბო­და ოწი­ნა­რე­ბი და მე­ქა­ნი­კუ­რი გორ­გო­ლა­ჭი­ა­ნი და სა­ხე­ლუ­რი­ა­ნი სატ­რი­ა­ლე­ბე­ლი. 2-3 წე­ლი­წად­ში ერ­თხელ მა­ინც ხდე­ბო­და ჭე­ბის ამო­რეცხ­ვა-ამო­სუფ­თა­ვე­ბა.



თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის წყა­ლო­ბით და ელექ­ტ­როძ­რა­ვე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით, შე­საძ­ლე­ბე­ლია აგა­რაკ­ზე ჭის წყა­ლი პირ­და­პირ ონ­კა­ნი­დან წა­მო­ვი­დეს. ადა­მი­ა­ნის შრო­მა ძა­ლი­ან გა­ად­ვი­ლე­ბუ­ლია და აღარ უწევს წყლის ზიდ­ვა საკ­მა­ოდ დი­დი სიღ­რ­მი­დან. ასე­ვე გა­ი­ო­ლე­ბუ­ლია ჭის ამოთხ­რის პრო­ცე­სი, რო­მელ­შიც ძველ მე­თო­დებ­თან ერ­თად თა­ნა­მედ­რო­ვე ტექ­ნი­კაც გამოიყენება.

დღესაც, აგა­რაკ­ზე მცხოვ­რებ­თათ­ვის ჭა სა­სი­ცოცხ­ლოდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ელე­მენ­ტია, რად­გან ზო­გი­ერთ რე­გი­ონ­ში ის სას­მე­ლი წყლის ერ­თა­დერ­თი მო­მა­რა­გე­ბის წყა­როა. ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის და ახა­ლი ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის გან­ვი­თა­რე­ბას­თან ერ­თად, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თად ით­ვ­ლე­ბა რკი­ნაბე­ტო­ნის ჭე­ბი.

პრაქ­ტი­კუ­ლი რჩე­ვე­ბი

რო­გორც წე­სი, ჩვენს დრო­შიც ჭე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ხე­ლით ითხ­რე­ბა. მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია გვახ­სოვ­დეს, რომ ჭის სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბის შერ­ჩე­ვას დი­დი პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო­ბით მო­ვე­კი­დოთ. ასე­ვე სწო­რად უნ­და შე­ვარ­ჩი­ოთ სამ­შე­ნებ­ლო მა­სა­ლე­ბი.

ჭის მშე­ნებ­ლო­ბა პრო­ფე­სი­ულ ხე­ლო­ბა­თა საკ­მა­ოდ სა­პა­სუ­ხის­მ­გებ­ლო რიგ­ში ექ­ცე­ვა. ჭა იჭ­რე­ბა წე­რაქ­ვი­თა და ნიჩ­ბით. ჭის მშე­ნებ­ლო­ბის დაწყე­ბი­დან 1,5 მ სიღ­რ­მის შემ­დეგ, იდ­გ­მე­ბა ხის ოწი­ნა­რი, რომ­ლის მეშ­ვე­ო­ბით ამო­ნათხა­რი მი­წა ამო­აქვთ მაღ­ლა, ხო­ლო სამ­შე­ნებ­ლო ქვე­ბი ჩა­ე­წო­დე­ბა მი­წის სიღ­რ­მე­ში მო­მუ­შა­ვე ხე­ლო­სანს. რო­გორც კი ჭის ძირ­ზე წყა­ლი ამო­ხეთ­ქავს, ხე­ლო­სა­ნი იწყებს მის ამო­შე­ნე­ბას ქვით. ჭა შენ­დე­ბა რო­გორც სა­გან­გე­ბოდ მო­ტე­ხი­ლი, ასე­ვე რი­ყის ქვი­თაც. ჭის მშე­ნე­ბე­ლი კარ­გად უნ­და ფლობ­დეს ქვე­ბის ერ­თ­მა­ნეთ­ზე „კბი­ლე­ბით“ მორ­გე­ბის წე­სებს, რად­გან ქვამ ქვა უნ­და გა­ა­მაგ­როს. შე­ნე­ბა მიმ­დი­ნა­რე­ობს წრი­უ­ლად და სა­ბო­ლო­ოდ წარ­მო­იქ­მ­ნე­ბა 40-50 ს­მ დი­ა­მეტ­რის ქვის მი­ლი, რომ­ლის სიღ­რ­მე ზოგ­ჯერ 20 მეტ­რ­საც აღ­წევს. ამო­შე­ნე­ბულ მილს მი­წის ზე­და­პირ­ზე უკეთ­დე­ბა ქვის, ხის ან თი­ხის გვი­მი.



ხალ­ხუ­რი ხერხით ჭის ად­გი­ლის მო­სა­ძებ­ნად ვა­ზის მე­თოდს იყე­ნებ­დ­ნენ. ჭის­თ­ვის სა­ვა­რა­უ­დო ად­გი­ლის გან­სა­საზღ­ვ­რად ასე­ვე გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ინ­ჟი­ნე­რუ­ლი გე­ო­ფი­ზი­კა, რომ­ლის მე­თო­დე­ბია: ელექ­ტ­რო­დაზ­ვერ­ვა და სე­ის­მო­დაზ­ვერ­ვა. ამ მე­თო­დე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც გან­საზღ­ვ­რა­ვენ გრუნ­ტის წყლე­ბის მი­მარ­თუ­ლე­ბას და ოპ­ტი­მა­ლურ ად­გილს ჭის ამო­სათხ­რე­ლად.

სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ჭის­თ­ვის შე­სა­ფე­რი­სი ად­გი­ლის მო­ძებ­ნას სხვა­დას­ხ­ვა ხერ­ხით გვირ­ჩე­ვენ, აი, ერთ-ერ­თი რჩე­ვა:

დი­ლით მთელ ნაკ­ვეთ­ზე და­ა­ლა­გეთ თა­ნა­ბა­რი ზო­მის შუ­შის ქი­ლე­ბი. გად­მო­აბ­რუ­ნეთ პი­რით მი­წის­კენ. მე­ო­რე დღეს ნა­ხეთ, რო­მელს გა­უჩ­ნ­და კონ­დენ­სა­ტი. რო­მელ­შიც უფ­რო მე­ტია, იქვე ახ­ლო­საა წყა­ლიც.

აიღეთ მშრა­ლი მა­რი­ლი ან დაფ­შ­ვ­ნი­ლი წი­თე­ლი აგუ­რი, გა­ახ­ვი­ეთ დოლ­ბან­დ­ში და აწო­ნეთ. ჩა­ყა­რეთ თი­ხის ქო­თან­ში, ჩა­ი­წე­რეთ მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი. ნა­ხე­ვარ მეტ­რ­ზე ამოთხა­რეთ მი­წა (მი­წა უნ­და იყოს მშრა­ლი), ჩა­უშ­ვით ქო­თა­ნი და და­ა­ყა­რეთ მი­წა. 24 სა­ა­თის შემ­დეგ ამო­ი­ღეთ ქო­თა­ნი, დოლ­ბან­დ­ში გახ­ვე­უ­ლი მა­სა­ლა აწო­ნეთ. რაც უფ­რო დი­დი სხვა­ო­ბა იქ­ნე­ბა წო­ნა­ში, მით ახ­ლო­საა წყა­ლი.



ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი წყალს რკი­ნის ჩარ­ჩო­თი ეძებ­დ­ნენ. იღებ­დ­ნენ ალუ­მი­ნის ორ მავ­თულს, რო­მელ­საც მო­ღუ­ნავ­დ­ნენ (რუ­სუ­ლი U-ს ფორ­მით). მი­სი სიგ­რ­ძე და­ახ­ლო­ე­ბით 25X15 სმ-ზე იყო. კუთხეს კარ­გად რომ ემოძ­რა­ვა ხელ­ში, მოკ­ლე ბო­ლო­ებს სვამ­დ­ნენ ხის მი­ლებ­ში. იჭერ­დ­ნენ ხელ­ში (მოკ­ლე ბო­ლო­თი) და და­დი­ოდ­ნენ ნაკ­ვეთ­ში ნე­ლი ნა­ბი­ჯე­ბით. თა­ვი­დან მავ­თუ­ლე­ბი 180 გრა­დუ­სის მდე­ბა­რე­ო­ბით იყო. წყლის ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბას­თან ახ­ლოს მის­ვ­ლის შემ­თხ­ვე­ვა­ში ბო­ლო­ე­ბი ერ­თ­მა­ნეთ­ს უახლოვდებოდა და წყლის ნა­კა­დის მი­მარ­თუ­ლე­ბით ­იხ­რე­ბო­და. მავ­თუ­ლის ბო­ლო­ე­ბის ერ­თ­მა­ნეთ­თან ახ­ლოს მის­ვ­ლა ნიშ­ნავ­და წყლის ნა­კა­დის არ­სე­ბო­ბას იმ მი­და­მო­ში. ამ მე­თო­დით არა მარ­ტო წყლის ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბას პო­უ­ლობ­დ­ნენ, არა­მედ ნა­კა­დის სი­გა­ნე­საც ად­გენ­დ­ნენ. ბევრს სი­ცილს ჰგვრი­და ასე­თი მე­თო­დით წყლის ძი­ე­ბა, მაგ­რამ სწო­რედ ასე პო­უ­ლობ­დ­ნენ წყალს ჩვე­ნი წი­ნაპ­რე­ბი, რომ­ლებ­მაც არა­ფე­რი იცოდ­ნენ გე­ო­ლო­გი­ა­ზე.

80 წლის მო­ხუ­ცი ბა­ბუა გვიყ­ვე­ბა: „მე სპე­ცი­ა­ლუ­რად ვემ­ზა­დე­ბო­დი წყლის მო­სა­ძებ­ნად. ამ დროს უნ­და ვყო­ფი­ლი­ყა­ვი მსუ­ბუ­ქად ნა­ჭა­მი, უნ­და მქო­ნო­და ნა­თე­ლი გო­ნე­ბა და გამ­ძაფ­რე­ბუ­ლი მგრძნო­ბე­ლო­ბა. წყალს პო­უ­ლობს არა ხელ­საწყო, არა­მედ - ადა­მი­ა­ნი. ალუ­მი­ნის ჩარ­ჩო ამ შემ­თხ­ვე­ვა­ში მხო­ლოდ სიგ­ნა­ლი­ზა­ტო­რის ფუნ­ქ­ცი­ას ას­რუ­ლებს. წყლის მო­ძებ­ნა­ში თვი­თონ ბუ­ნე­ბა და­გეხ­მა­რე­ბათ - მცე­ნა­რე­ე­ბი ინ­დი­კა­ტო­რის ფუნ­ქ­ცი­ას ას­რუ­ლე­ბენ და მიგ­ვი­თი­თე­ბენ წყლის ად­გილ­მ­დე­ბა­რე­ო­ბა­ზე. იქ, სა­დაც წყა­ლი ახ­ლო­საა, მცე­ნა­რე­უ­ლი სა­ფა­რი უფ­რო მკვეთ­რი ფე­რი­საა. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ მჟა­უ­ნა ხა­რობს იმ ად­გი­ლებ­ში, სა­დაც გრუნ­ტის წყლე­ბია ახ­ლოს. რო­დე­საც დაბ­ნელ­დე­ბა, კო­ღო­ე­ბი და ქინ­ქ­ლე­ბი თავს იყ­რი­ან იმ ად­გი­ლას, სა­დაც მი­წის ქვეშ წყა­ლი გა­დის. კი­დევ ერთ მე­თოდს გას­წავ­ლით: ვი­ღებთ ვა­ზის ტოტს. ერთ ტოტ­ზე ორი გან­შ­ტო­ე­ბაა. ისი­ნი 150 გრა­დუ­სის კუთხით არი­ან და­შო­რე­ბუ­ლი ერ­თ­მა­ნეთ­თან. სახ­ლ­ში ვაშ­რობთ. მიგ­ვაქვს ნაკ­ვეთ­ში, და­ვი­ჭერთ ბო­ლო­ებს ორი­ვე ხე­ლით ისე, რომ წვე­რი იყოს მოქ­ცე­უ­ლი შუ­ა­ში და აშ­ვე­რი­ლი - მაღ­ლა. დავ­დი­ვართ ნე­ლი ნა­ბი­ჯე­ბით ნაკ­ვეთ­ში. სა­დაც წვე­რი და­ეშ­ვე­ბა მი­წის­კენ, ორ­მოც იქ უნ­და ამო­ითხა­როს.

რა შე­ედ­რე­ბა ზაფხულ­ში ჭი­დან ამო­ღე­ბუ­ლი ცი­ვი წყლით გაგ­რი­ლე­ბას. მთა­ვა­რია, სწო­რად შე­არ­ჩი­ოთ ად­გი­ლი, სწო­რად შე­არ­ჩი­ოთ ოს­ტა­ტი და წყა­ლი მუ­დამ თქვენს გან­კარ­გუ­ლე­ბა­ში იქ­ნე­ბა.

სა­ლო­მე გორ­გო­ში­ძე

კომენტარები

Georgian Geological 2018-11-28 23:26
დღეისათვის ,, ჯორჯიან გეოლოგიქალ გრუპი’’ ახორციელებს არტეზიული ჭაბურღილების - ბურღვითი, სარეაბილიტაციო და სამონტაჟო, ასევე ჰიდროგეოლოგიური კვლევითი-საძიებო სამუშაოების სრულ სპექტრს, როგორც დასახლებული პუნქტების, ასევე ბიზნეს ობიექტების, სასოფლო სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთების და საცხოვრებელი სახლების წყალმომარაგებისათვის. ჩვენი პროფესიონალი ჰიდროგეოლოგების, ინჟინრებისა და ბურღვის ოსტატების პროფესიონალიზმისა და ბურღვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ,, ჯორჯიან გეოლოგიქალ გრუპი’’ გაძლევთ მაღალი ხარისხის გარანტიას შეღავათიანი ფასების პირობებში.

დაგვიკავშირდით : მობ. : 551 08 06 06 მობ. : 597 13 13 73

მეილი :

პატივისცემით LTD `Georgian Geological Group`–ს ადმინისტრაცია! დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს გვერდს : https://www.facebook.com/Chaburgili.BoreHole/

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები