ქორეოგრაფის მიერ საკუთარი ხელით მოწყობილი ეზო-ბაღი დედოფლისწყაროში

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ვისაც გაუვლია, აუცილებლად შეამჩნევდა გზისპირა სახლის ულამაზეს ბაღს, რომელიც ნაძვებშია ჩაფლული. ეს სილამაზე პროფესიით ქორეოგრაფმა ტომი გოგოჭურმა დაუღალავი შრომით შექმნა. ბატონი ტომი წლების განმავლობაში სოფელ არბოშიკის კულტურის სახლის დირექტორად მუშაობდა, შემდეგ თბილისში განაგრძო საქმიანობა, მაგრამ მშობლიური მიწის ძახილმა უხმო, სოფელ გამარჯვებაში, წინაპრების ძველ სახლში დაბრუნდა და იქაურობა წალკოტად აქცია. ტომის საოცარი სილამაზის ბაღს ჩვენც ვესტუმრეთ.

ტომი გოგოჭური: - თბილისში, კორპუსის ბინაში ვცხოვრობ, ამიტომ აგარაკის შეძენა რომ გადავწყვიტე, შვილებმა მირჩიეს, სოფელ გამარჯვებაში წინაპრების დანატოვარი სახლი გამერემონტებინა -
იქ დავიბადეთ, გავიზარდეთ და ზაფხულში დასასვენებლად ჩვენს სახლში ჩასვლა უფრო გაგვახარებსო. შევპირდი, რომ სოფლის სახლს გავარემონტებდი და კეთილმოვაწყობდი. სამი გოგო მყავს, ყვავილები უყვართ და პირველ რიგში ჭიშკართან საყვავილე ავაშენე და ყვავილები ჩავრგე. ძალიან ლამაზი გამოვიდა, გავხალისდი და მას შემდეგ ვეღარ ვჩერდები. ყველაფერს მარტო ვაკეთებ - თავად მომაქვს სამშენებლო მასალა, ხელოსანიც მე ვარ და მუშაც. არადა, ქაფჩა ან სხვა სამშენებლო იარაღი ხელში არასდროს მჭერია.

ზაფხულში ხის ჩრდილში ვიჯექი და ვფიქრობდი, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა. წარმოვიდგინე ხეებთან ფაცხა, შიგნით მაგიდა, ლამაზი სკამები, სადაც დასვენება შეიძლებოდა. მივზომ-მოვზომე, მასალა მოვიტანე და მშენებლობა დავიწყე. რამდენიმე დღეში ისეთი ფაცხა დავდგი, როგორიც წარმოვიდგინე. ასე, ნაწილ-ნაწილ გავამშვენიერე 3500 კვმ ეზო. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება