"ამ კურორტის აღმოჩენის შემდეგ დასრულდა ჩვენს ოჯახში ხველის და გაციების პრობლემა" - მკითხველის "აღმოჩენილი" კურორტი


"თქვენს საიტზე ხშირად ვკითხულობ მკთხველების მიერ მოწოდებულ რჩევებს. არ ვიცი, ჩემი რჩევა რამდენად კომპეტენტურად მოგეჩვენებათ, ან დაინახავთ თუ არა მასში რაიმე ახალს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ვიღაცას მაინც წაადგება. ჩემი მაგალითი განსაკუთრებით საინტერესო იქნება მათთვის, ვის ბავშვსაც ხველისა და ზოგადად, ბრონქების პრობლემა აქვს.
მოკლედ, ერთ კურორტზე მინდა გიამბოთ საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით. ერთი წლის განმავლობაში ხველა ჩვენთვის მოურჩენელი პრობლემა გახდა. არ ვაჭარბებ, ერთი წლის განმავლობაში ვახველებდით. რა თქმა უნდა, მეტ-ნაკლები ინტენსივობით. ოდნავ რომ გამოკეთდებოდა, სულ პატარა მიზეზიც კი საკმარისი იყო ხველის გასააქტიურებლად.
თანაც ღამით ახველებდა. წარმოიდგინეთ, თითქმის ყოველ ღამით დარღვეული ძილი და მოუსვენრობა როგორი გადასატანია, გნებავთ ბავშვისთვის და გნებავთ, მშობლისთვის... დიაგნოზი? ისეთი არაფერი, ბრონქები სუფთა, ფილტვები სუფთა, მაგრამ ხველას ვერ ვშველოდით.

ერთხელაც ბაღში ერთ-ერთმა მშობელმა შემომთავაზა სოფელ ბეშუმში დასვენება - ძალიან მოუხდა ჩემს შვილსო, ინჰალატორი ჩანთით დამქონდა, იმდენად მძიმე მდგომარეობაში მყავდა და წელს შედარება არ არის, ამიტომ ისევ მინდა წასვლა და თუ იგივე პრობლემა გაქვს, შემომიერთდიო.

წავედით. საკმაოდ მკაცრი პირობები დაგვხვდა - თბილისიდან რომ პაპანაქებას გამოვექეცით, იქ შეშის ღუმელს ვერ ვაქრობდით, ისე ციოდა. სამაგიეროდ, ბავშვები იყვნენ ბედნიერად - თავისებური კლიმატის გამო იქ ქვეწარმავალი არ იცის... ისე თავისუფლად მინდორ-ველად ბავშვი არასოდეს გამიშვია. ყოველ დილით ისეთი ნისლია, სახლშიც კი აღწევს და ვერაფერს ხედავ. სწორედ ამ დროს გარეთ უნდა გახვიდეთ და ხარბად ისუნთქოთ ეს ნისლი (ყოველ შემთხვევაში, ადგილობრივებმა ასე გვირჩიეს).

სულ 2 კვირით დავრჩით... ვიცი, რომ ჰაერს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ ამდენიც თუ შეეძლო, ვერც წარმოვიდგენდი. 5 წელი გავიდა მას შემდეგ. შემიძლია დავიფიცო, რომ ხველის პრობლემა ერთხელაც აღარ გვქონია. ერთი-ორჯერ თუ გაცივდებოდა, 2-3 დღეში უვლიდა ხველაც და სურდოც...

და კიდევ... მეხუთე კლასიდან პრაქტიკულად წელიწადი არ გასულა, რომ მე ბრონქების ანთების გამო ერთთვიანი სკოლის გაცდენა არ მქონოდა. მოგვიანებით კიდევ უფრო გართულდა და საკმაოდ ძლიერი წამლების მიღებაც მჭირდებოდა ხველის შესაჩერებლად. ბოლოს ფსიქოტროპული საშუალებებიც კი დამინიშნეს, იმიტომ რომ სუნთქვა და ძილი შეუძლებელი იყო ხველის გამო
განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება