ამ დეტალებს სახლში მოაქვთ უბედურება და მიაქვთ ენერგია

როგორც გვეუბნებიან, იმისათვის, რომ ფორტუნა თქვენი მუდმივი თანმდევი იყოს, ამ ნივთებისგან უნდა გათავისუფლდეთ.
ხშირად ხდება, რომ ადამიანს იღბალი ზურგს აქცევს - საყოფაცხოვრებო ნივთები უფუჭდება, ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, ენერგია აკლდება. ამ ყველაფერზე მოქმედებს გარკვეული ფაქტორები.
ხანდახან სახლი საფუძვლიანად უნდა შეამოწმოთ. შესაძლოა ისეთ ნივთებს გადააწყდეთ, რომელიც თქვენს ბედნიერებას და წარმატებას ბლოკავს. გინდ დაიჯერეთ, გინდ არა, მაგრამ ეზოთერიკოსები მიიჩნევენ, რომ ასეთი დეტალები ინტერიერში რეალურად არსებობს და იმისათვის, რომ ოჯახში კეთილდღეობა და ბარაქა მოიზიდოთ, ამ დეტალებზე უარი უნდა თქვათ.
ამჯერად მოგითხრობთ იმ სამ ნივთზე,
რომელიც, თუ სახლში გაქვთ, სასწრაფოდ უნდა მოიშოროთ.

დამჭკნარი ყვავილები

თუ ატყობთ, რომ თქვენი ოთახის მცენარე კვდება, მას სასწრაფოდ უნდა ჩაუტაროთ რეანიმაციული პროცედურები, თუ ამით ვერ უშველით, აუცილებლად მალე უნდა მოაშოროთ სახლიდან. საქმე ის გახლავთ, რომ დაჭკნობის შემდეგ მცენარე სიკვდილის ენერგიას ატარებს. ეზოთერიკოსები ირწმუნებიან, რომ ეს აუცილებლად აისახება ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე.
სხვათა შორის, ასევე არ უყვართ ეზოთერიკოსებს ხელოვნური ყვავილები.

გაფუჭებული საათი

არც ამ ნივთს მოაქვს ოჯახში რაიმე კარგი, დადებითი. თუ საათი გაჩერდა, ან ელემენტი უნდა შეუცვალოთ ან არადა გადააგდოთ, მხოლოდ ვიზუალის გამო მისი სახლში გაჩერება ნამდვილად არ ღირს.
ამბობენ, რომ გაჩერებულ საათს აქვს უნარი, შეამოკლოს ოჯახის წევრთა სიცოცხლე.

ძველი კალენდარი

ამ ნივთს რაიმე სერიოზული ზიანის მოტანა არ შეუძლია ადამიანისთვის, თუმცა არც კარგს გვიქადის რამეს. არსებობს მოსაზრება, რომ სახლში არსებულ ძველ კალენდარს შეუძლია შეაფერხოს ადამიანის წინსვლა, იქნება ეს ფინანსური თუ კარიერული.

კომენტარის დამატება