სასუქის გამოყენების დროს დაშვებული ყველაზე გავრცელებული შეცდომები

მიწის განოყივრების პროცესი მარტივი რომ არ არის, ალბათ ყველა მებაღე დაგვეთანხმება. სასუქის გარეშე კარგი მოსავლის მიღება წარმოუდგენელია, თუმცა ხშირად ვუშვებთ შეცდომებს.

წლიდან წლამდე აგარაკზე, სხვადასხვა მცენარე, ყვავილი, ბუჩქი მიწიდან სხვადასხვა ელემენტს იღებენ და მიწა იფიტება, მას სასუქი სჭირდება, რათა ახალი წლის მოსავალს უმასპინძლოს.

იმისათვის, რომ სასუქი სწორად შეარჩიოთ, ჯერ აუცილებლად უნდა გაარკვიოთ, როგორი ტიპის არის მიწა, გრუნტი, ამის გარეშე არაფერი გამოვა.
თუ გრუნტი განსაკუთრებული მჟავიანობით გამოირჩევა, მაშინ ის გაანადგურებს ყველანაირ სასარგებლო ბაქტერიასა და მიკროელემენტებს.

მჟავიანიოის გასანეიტრალებლად უმჯობესია გამოიყენოთ ნახშირი, მკვებავი
ელემენტების დამატება მხოლოდ ამის შემდეგ იქნება გამართლებული.
თუ მიწა მძიმე და თიხანარევია, მაშინ ჯერ მისი სტრუქტურა უნდა გააუმჯობესოთ. ამაში დაგეხმარებათ ორგნული სასუქი, მაგალითად ტორფი და ნაკელი.
მცენარეებისთვის საჭირო ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტი აზოტია, ასევე ფოსფორი და კალიუმი. თუმცა მათი დამატება მიწაში ნებისმიერ დროს არ შეიძლება. ეს მინერალები მცენარეებს ზრდისა და განვითარების პროცესში სჭირდებათ. ეს გაზაფხულზე ხდება. ყვავილობის მომენტში კი ამის საჭიროება მცენარეებში მინიმუმამდე დადის.

სამაგიეროდ ყვავილობის პერიოდში მცენარეს ამატებენ ფოსფორს, რომელიც კოკრებს და ფესვთა სისტემას სჭირდება.
ამიტომ, სანამ მცენარეს სასუქს დაუყრიდეთ, კარგად უნდა იცოდეთ მცენარის საჭიროება, რომ სწორედ ის შესთავაზოთ, რაც მას სჭირდება.

სასუქის გამოყენების დროს დაშვებულ შეცდომათაგან ყველაზე გავრცელებული არასწორი დოზირებაა. საქმე ის გახლავთ, რომ ზრდის სხვადასხვა ეტაპზე ამა თუ იმ მცენარეს ამა თუ იმ რაოდენობის მიკრო და მაკროელემენტები სჭირდება. მოჭარბებულმა ან არასაკმარისმა რაოდენობამ შესაძლოა მისი კვდომა გამოიწვიოს.

ისიც გასათვალისწინებელია, რომ ხშირად ამა თუ იმ მცენარეს ერთი კონკრეტული ელემენტის ნაკლებობა როდი აქვს, ამიტომ ხანდახან სხვადასხვა ტიპის სასუქი ერთმანეთს უნდა შეურიოთ.

ასევე უნდა იცოდეთ, სად და როგორ უნდა შეინახოთ სასუქი. ზოგს მშრალი ადგილი უხდება, ზოგს კი - ტენიანი, ამიტომ სანამ დააბინავებთ, უმჯობესია კარგად გაეცნოთ მისი შენახვის წესებს.
ისიც უნდა გაარკვიოთ კარგად, როდის უნდა გამოიყენოთ სასუქი, მშრალ ნიადაგზე თუ ახალ მორწყულზე. ერთი სიტყვით, სანამ ნიადაგის განოყივრებას გადაწყვეტთ, ეცადეთ ეს ყველა ფაქტორი კარგად შეისწავლოთ და გაითვალისწინოთ ჩვენი რეკომენდაციები.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები