16 წლის ბიჭი, რომელმაც სასათბურე მეურნეობა ობლობის პენსიით გააშენა - "ბავშვობიდან სულ იმას ვამბობდი, რომ არ მინდოდა, მშობლების კისერზე ვყოფილიყავი..."

"პატარა ტერიტორია გვქონდა, სადაც ბაღი და ვენახი იყო. მარწყვის 300 ნერგიც იქ გავუშვით. მანამდე მიწა კარგად დავამუშავეთ. გვქონდა ასევე ბოსტანი მწვანილისთვის და იქაც ღია გრუნტში მარწყვი დავრგეთ..."

ლაშა-გიორგი კუჭაშვილი 16 წლისაა, თუმცა უკვე ოთხი წელიწადია, სამეურნეო საქმიანობაში აქტიურად არის ჩაბმული. ახალგაზრდა ფერმერი მარწყვს უვლის. ოჯახში ამ კულტურის გაშენება-მოვლა მისი ინიციატივით დაიწყო. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეულში ლაშა-გიორგის იცნობენ, როგორც შრომისმოყვარე, მიზანდასახულ, მხიარულ ბიჭს, მარწყვის მოყვანის საქმეში კი ბევრი რჩევასაც სთხოვს.

ლაშა-გიორგიმ მარწყვის სასათბურე ბიომეურნეობა ობლობის პენსიით გააშენა. "დაბადებული არ ვიყავი, მამა
რომ გარდამეცვალა. ვაგროვებდი დანაზოგს და მერე იდეა გამიჩნდა, მარწყვის ბიზნესი წამომეწყო. თავიდან მარწყვის 300 ძირი შევიძინე. თითოეული ნერგი ჩემთვის ახლა თითქმის შვილივითაა," - გვეუბნება ლაშა-გიორგი. ზოგი არც უჯერებს, რომ მარწყვი მისი მოყვანილია, თუმცა როგორც ამბობს, შეუძლებელი არაფერია. მთავარია, გულით გინდოდეს და ცხოვრებაში ყველაფერს მიაღწევ.
მხიარული და მოუსვენარი ბიჭი, რომელიც თან კარგი მოსწავლეა, არაერთ პროექტშია ჩართული. სკოლაში მარწყვის სათბურიც მოაწყვეს და გამოცდილებას თანატოლებსაც უზიარებს.

"დირექტორმა შემატყობინა, რომ ტერიტორია გამოიყოფოდა, სადაც რომელიმე კენკრა გაშენდებოდა. მან განცხადება მარწყვზე დაწერა, დააფინანსეს და დადგეს სათბური. მათაც ვეხმარები და რჩევებსაც ვაძლევ", - ამბობს ჩვენი რესპონდენტი.
გიორგი ბათუმში დედასა და დასთან ერთად ცხოვრობდა. ცხრა წლის წინ ფინანსური პრობლემების გამო ბავშვებს სოფელში, ბებიასთან მოუწიათ გადასვლამ, დედა კი ემიგრაციაში წავიდა.

- უკვე მეთერთმეტეკლასელი ვარ, კარგად ვსწავლობ, მაგრამ ხანდახან ვზარმაცობ. სამომავლო პროფესიად ჯერჯერობით ბიზნესი მაქვს არჩეული, თუმცა კიდევ შეიძლება აზრი შევიცვალო.

- 13 წლის ბავშვები ფერმერულ საქმიანობაში იშვიათად ერთვებიან... რამ გიბიძგა ამისკენ?

- მას შემდეგ, რაც ბათუმიდან იანეულში გადავედით, ბებოს ყველგან დავყვებოდი, სოფლის საქმეში ვეხმარებოდი ბოსტანში, ბაღში, ძროხასთან, ღორთან... მარწყვის გაშენების იდეა მარწყვის გამორჩეული სიყვარულით გამიჩნდა. ამ ყველაფერს მარტო ვერ გავაკეთებდი და მთელი ოჯახი ჩაერთო. დეიდაჩემი და ბიძაჩემი გვერდით დამიდგნენ, თითქმის მათი დამსახურებაა, რომ ამდენს მივაღწიეთ. ნერგების საყიდლად ბიძაჩემი წამომყვა. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები