თბილისიდან სოფელში გადასახლებული მეურნე კორპუსებს შორის აღმოჩნდა: "აქაც მშენებლობები დაიწყო, საბალახო ადგილი აღარ არის"




ქა­ლა­ქის ხმა­ურ­სა და ალი­ა­ქოთს გა­ექ­ცა, ლა­ღად, თა­ვი­სუფ­ლად, ეკო­ლო­გი­უ­რად სუფ­თა გა­რე­მო­ში უნ­დო­და ყოფ­ნა და ლი­სის ტბის სი­ახ­ლო­ვეს, სო­ფელ თხინ­ვა­ლა­ში იპო­ვა შე­სა­ფე­რი­სი ად­გი­ლი. იყი­და მი­წის ნაკ­ვე­თი და და­სახ­ლდა. თუმ­ცა წლე­ბის შემ­დეგ ჩვე­ნი რეს­პონ­დენ­ტი იმა­ვე თხინ­ვა­ლა­ში (რო­მე­ლიც დღეს უკვე ვა­კის რა­ი­ონს ეკუთ­ვნის) ავთო ვა­რა­ზის ქუ­ჩა­ზე და კვლავ ურ­ბა­ნულ გა­რე­მო­ში აღ­მოჩ­ნდა.

ქა­ლაქს გა­მო­ვე­ქე­ცი და ქა­ლა­ქი გა­მო­მე­კი­დაო, ამ­ბობს ყო­ფი­ლი მძღო­ლი, ოთხი შვი­ლის მამა და დღეს უკვე აქ­ტი­უ­რი მე­ურ­ნე გი­ორ­გი ლაშ­ქა­რაშ­ვი­ლი. თუ აქამ­დე ბა­ტო­ნი გი­ორ­გის ში­ნა­უ­რი ცხო­ვე­ლე­ბი
და ფრინ­ვე­ლე­ბი ტრი­ალ მინ­დორ­ზე ბი­ნად­რობ­დნენ, დღეს ავთო ვა­რა­ზის ქუ­ჩა­ზე და კორ­პუ­სე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში უწევთ ყოფ­ნა. თა­ვად ფერ­მა კი ასე გა­მო­ი­ყუ­რე­ბა: 2 ცხე­ნი, 2 ძრო­ხა, 4 ღორი, 25 თხა, 20 ქა­თა­მი და ერ­თიც ვირი.

გი­ორ­გი ლაშ­ქა­რაშ­ვი­ლი:

- და­ვი­ბა­დე და გა­ვი­ზარ­დე თბი­ლის­ში, მიც­კე­ვი­ჩის ქუ­ჩა­ზე სა­კუ­თა­რი სახ­ლი გვქონ­და, მაგ­რამ ნგრე­ვის ზო­ნა­ში მოყ­ვა და იმა­ვე ად­გი­ლას მი­ვი­ღეთ ბინა. 4 შვი­ლი მყავს, ოჯა­ხი ფარ­თოვ­დე­ბო­და და 2002 წელს და­ვი­წყე ფიქ­რი, რა­ღაც მე­ღო­ნა. სო­ფელ თხინ­ვა­ლა­ში 1000 კვმ მი­წის ნაკ­ვე­თი აღ­მო­ვა­ჩი­ნე. მა­შინ დის­ტრი­ბუ­ცი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი და მეტი ფარ­თო­ბის შე­ძე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბა არ მქონ­და. სახ­ლის აშე­ნე­ბა თვი­თონ და­ვი­წყე და მე­გობ­რე­ბიც და­მეხ­მარ­ნენ. სო­ფელ­ში მე­ზობ­ლე­ბი გა­ვი­ცა­ნი. ერ­თმა გოჭი მა­ჩუ­ქა, მე­ო­რე გოჭი დე­ი­დაშ­ვილ­მა და ასე და­ვი­წყე ღო­რე­ბის მო­შე­ნე­ბა. მე­გობ­რებ­მა ეს რომ გა­ი­გეს, ცხე­ნი მა­ჩუ­ქეს, ამი­ყო­ლი­ეს და მე­ო­რეც ვი­ყი­დე, ასე­ვე ორი თხა, ქათ­მე­ბი, ძრო­ხა და ვი­რიც. ახლა 2 ცხე­ნი მყავს, ვირი, ძრო­ხა, დე­კე­უ­ლი, ვე­ლო­დე­ბი ხბოს, და 25 თხა, რომ­ლებ­მაც უნდა მო­ი­გონ, და ქათ­მე­ბი... 5 წე­ლი­წა­დია, აქა­უ­რო­ბა ქა­ლაქს შე­უ­ერ­თდა, მშე­ნებ­ლო­ბა და­ი­წყო.

არა­და, აქ რომ დავ­სახ­ლდი, ტრი­ა­ლი მინ­დო­რი იყო. ბე­რე­ბი მო­ვიდ­ნენ ქო­ზი­ფას მო­ნას­ტრი­დან, მო­მი­კი­თხეს, მა­თაც ინ­და­უ­რი და ქათ­მე­ბი მო­მიყ­ვა­ნეს. მი­თხრეს, ბა­ტო­ნო გი­ორ­გი, ერში რო­გორ ბე­რუ­ლად, გან­მარ­ტო­ე­ბით ცხოვ­რობ­თო. აი, ასე მარ­ტო ვი­ყა­ვი ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, თან დის­ტრი­ბუ­ცი­ა­ში ვმუ­შა­ობ­დი, ცხო­ვე­ლებს დი­ლით რომ გა­ვუშ­ვებ­დი, სა­ღა­მოს თა­ვი­სით ბრუნ­დე­ბოდ­ნენ. ახლა აქ მა­სობ­რივ­მა მშე­ნებ­ლო­ბამ ამ ყვე­ლა­ფერ­ში ხელი შე­მი­შა­ლა. მინ­დო­რი კი არა, სა­ბა­ლა­ხო ად­გი­ლი აღარ არის. კორ­პუ­სე­ბი ჩემ­გან 30 მეტრშია და მშე­ნებ­ლო­ბა კი­დევ მიმ­დი­ნა­რე­ობს. ქა­ლაქს გა­მო­ვე­ქე­ცი და ქა­ლა­ქი გა­მო­მე­კი­და. კორ­პუ­სებ­თან გა­ზო­ნე­ბი აქვთ მო­წყო­ბი­ლი, გამ­წვა­ნე­ბაა, ჩემი ცხო­ვე­ლე­ბი რომ გა­ვუშ­ვა, შე­იძ­ლე­ბა მო­სახ­ლე­ო­ბას­თან კონ­ფლიქ­ტი მო­მიხ­დეს. ამი­ტომ მათი დაბ­მა მი­წევს. ბა­ლა­ხიც რომ აღარ არის, კომ­ბი­ნი­რე­ბუ­ლი საკ­ვე­ბის ყიდ­ვა მი­წევს, ისიც საკ­მა­ოდ გაძ­ვი­რე­ბუ­ლია. თხოვ­ნით მივ­მარ­თე სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბის, ქო­ნე­ბის მარ­თვის, ეკო­ნო­მი­კის სა­მი­ნის­ტრო­ებს, იჯა­რით მო­ე­ცათ 1 ჰექ­ტა­რი მიწა, სა­დაც ამათ გა­ვიყ­ვან­დი და კონ­ფლიქტსაც ავი­ცი­ლებ­დი. მი­ტო­ვე­ბუ­ლი სო­ფე­ლია მცხე­თის რა­ი­ონ­ში, ძაღ­ლა­ან­თხე­ვი ჰქვია... სა­კი­თხი სა­ბო­ლო­ოდ სოფ­ლის გამ­გებ­ლამ­დე მი­ვი­და.

- რა გი­თხრათ?

- აქ ადრე აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლი მო­სახ­ლე­ო­ბა ცხოვ­რობ­და, ორ აზერ­ბა­ი­ჯა­ნელს აქვს გა­ფორ­მე­ბუ­ლი მი­წაო. შე­იძ­ლე­ბა ნა­მო­სახ­ლა­რე­ბი იყოს და ვი­ღა­ცის წი­ნაპ­რე­ბი მო­გე­და­ვო­ნო. სა­ბო­ლო­ოდ უარი მი­ვი­ღე, მაგ­რამ იმედს არ ვკარ­გავ, იქ­ნებ მო­ი­ძებ­ნოს ადა­მი­ა­ნი, ვინც ჩემს თხოვ­ნას ყუ­რად იღებს. უფრო გა­ვამ­რა­ვალ­ფე­როვ­ნებ­დი და გა­ვამ­დიდ­რებ­დი მე­ურ­ნე­ო­ბას. ყვე­ლა­ფერს სხვაგ­ვა­რად დავ­გეგ­მავ­დი. ინ­და­უ­რებ­საც მო­ვა­შე­ნებ­დი, ადრე 70 ფრთა ინ­და­უ­რი მყავ­და... პი­რუ­ტყვს რომ შვი­ლი­ვით გაზ­რდი და მისი შე­ნახ­ვის პრობ­ლე­მა შე­გექ­მნე­ბა, ან უნდა დაკ­ლა, ან გა­ყი­დო. არა­და, ეს არ მინ­და... მაგ­რამ ფაქ­ტია, ასე­თი შე­ვიწ­რო­ე­ბუ­ლი აღ­მოვ­ჩნდი, ისევ ქა­ლაქ­ში ვარ, ცენ­ტრში, ცენ­ტრი­დან სო­ფელ­ში წა­მო­სუ­ლი კაცი. განაგრძეთ კითხვა

კომენტარის დამატება