6-ბუხრიანი ოდა ზუგდიდში - გამორჩეული სახლის სანახავად უამრავი ადამიანი დადის

- ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში სახლის ფოტო გავრცელდა, რომელსაც უამრავი მოწონება მოჰყვა... ფოტოს ახლდა წარწერა, რომ ზუგდიდში, სოხუმის 11 ნომერში მდებარე მეგრული ოდა 100 წელზე მეტი ხნისაა. სამი ძმის – იონა, ფუცორა და სპირიდონ ხარებავების მიერ აშენებულ მეგრულ ოდაში დღეს მათი შთამომავლები, დები ხარებავები ცხოვრობენ. ოდაში ექვსი ოთახია, თითოეულ ოთახს თავისი ბუხარი აქვს... დავინტერესდით უძველესი და გამორჩეული სახლით და ამ სახლის ბინდართან – ეთერ ხარებავასთან ინტერვიუ ჩავწერეთ...

- ეს სახლი საუკუნეზე მეტი ხნისაა... ამჯერად ჩვენს შტოში ჩემზე უფროსი
არავინ არ არის დარჩენილი. 78 წლის გახლავართ. ამ სახლში დავიბადე და გავიზარდე. რაც თავი მახსოვს, სახლი ასეთივე იყო, ოდავაც კი არ მომხდარა შემდეგ რამე ცვლილება. ჩვეულებრივი ოდაა, საკმაოდ დიდი. 6 ოთახია და ექვსივეს ბუხარი აქვს. ერთი დიდი შუშაანდი აქვს წინ... თავის დროზე ალბათ ძალიან მდიდრული სახლი იყო, ახლა მოგეხსენებათ ასეთებს აღარავინ აშენებს. თუმცა სანახავად ყველას მოსწონს. Uუამრავი ადამიანი მოდის და თუ შემთხვევით გამვლელები აიან, ჩერდებიან და ათვალიერებენ... ეზოც დიდია და ლამაზი. ჭიშკრამდე მანძილი დაახლოებით ასი მეტრია. Aადრევეა დარგული და ეზოში ოთხი დიდი ნაძვის ხე გვაქვს. ადრე ეზო კიდევ უფრო დიდი იყო, მაგრამ კომუნისტების დროს ჩამოგვართვეს.

- ამ სახლში მუდმივად ცხოვრობთ?
- დიახ, მე და ჩემი და ჩემი უმცროსი და აქ ვცხოვრობთ. ხუთი და ვართ, სამი გათხოვდნენ და ჩვენ აქ დავრჩით... ერთმანეთს ვეხმარებით სახლი რომ ისეთი სახის შევინარჩუნოთ, როგორშიც გავიზარდეთ... კარგი მსობლები გვყავდა,Mმამა – ჟონა ხარებავა პროვიზორი იყო, დედა ფარმაცევტი. დედაOორი წლის წინ გარდაიცვალა, რომელიც ზუსტად ასი წლის იყო...
სახლი უკვე დიდი ხნისაა და რემონტი ჭირდება, მაგრამ ძალიან ფრთხილად ვართ. ჯერჯერობით ასე ვტოვებთ და შემდეგ ალბათ ჩვენი დისშვილები რამეს მოიფიქრებენ და სახლს ისე გაამაგრებენ, რომ ყველაფერი თავდაპირველი სახით იყოს შენარჩუნებული... ჩვენთან არავინ არ მოსულა, მაგრამ ჩვენი მეგობრებისთვი სახლის ყიდვაზეც უკითხავთ. რასაკვირველია არავითარ შემთხვევაში სახლს არ გავყიდით!



მანანა გაბრიჭიძე

კომენტარები

მამუკა 2018-03-07 16:41
ექსვი თუა ერთის ფოტო მაინც დადეთ :დ
მარკი 2018-01-27 10:22
ერთი ბუხარი ექვსი თვალით და არა ექვსი ბუხარი.ექვს ბუხარს ექვსი საკვამური უნდა ჰქონდეს.
gerd miuleri 2017-12-18 23:29
Tu icit visi ashenebulia , xelosani vin iyo ? eseti saxlebi dziritadad rawashi maqvs nanaxi .
ლალა 2017-12-11 11:48
საოცრებაა .... ჩემთვის ბავშვობაში დაბრუნებაა..... გურიის ერთ ლამაზ სოფელში ,ჩემს დედულეთში იყო და არის ასეთი სახლი 4 ბუხრით. გამრავლება და დიდხანს სიცოცხლე თქვენს შთამომავლობას. მადლობა ჟურნალისტს.
Qobalava N.S 2017-12-09 00:37
Mec makvs Aseti sagli, cin 3karebit da 5fankrit plus 2bugari iko sadzinebelshi da erti dabla . sagli eglac aris drostan ertdat cirdeboda agdgena da cemma mshoblebma bevri rame shecvales. me rogorc vici asetive sagli agaraki ert babuas konda cknetshi. gamagsenda cveni saglic aguris bodzebze idga. am saglis biinadarno gmertma janmrteloba ar mogaklot.

კომენტარის დამატება