წალენჯიხის 120 წლის წინ თურქების მიერ აშენებული ოთხბუხრიანი ოდა ინტერნეტჰიტად იქცა

სოციალურ ქსელში ოთხბუხრიანი, უძველესი ოდის ფოტო გავრცელდა, რომლის შესახებაც ეწერა რომ თურქების მიერ არის აშენებული ჯერ კიდევ 1895 წელს... ოდა ძალიან ბევრ დამსვენებელს იზიდავს და როგორც დამსვენებლები მიიჩნევენ, ზაფხულობით ამ ოდაში დასვენება და ძილი ძალიან დიდი ბედნიერებაა... ოდაზე მისი ბინადარი – გვანცა ფიფია გვესაუბრა...

- წალენჯიხის რაიონის სოფელ – მუჟავაშია ეს უძველესი, ხის სახლი. ოდა 1994-1995 წლებში აშენდა თურქების მიერ და დღეს უკვე 120 წელზე მეტი ხნისაა... ოდა გამორჩეულია იმ მხრივაც, რომ ჩვენს სოფელში ერთადერთია შემორჩენილი. ამიტომაც მრავალი ადამიანის ყურადღებას იპყრობს... აღსანიშნავია
რომ სრულიად პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული. მხოლოდ სახურავი შევუცვალეთ რამდენიმე წლის წინ, რადგან მთლიანად სახლის განადგურების საფრთხე იქმნებოდა... ჩვენს ეზოში ჩვეულებრივი, თანამედროვე სახლიც დგას, სადაც მუდმივად ვცხოვრობთ და ოდა საპატიოდ სტუმრებისთვის არის განკუთვნილი. დამსვენებლებს ყველას ოდაში სურთ ყოფნა. ვინც კი უცხო მოდის, ყველა ძალიან დიდ აღფრთოვანებას გამოხატავს და ისევ სურთ მოსვლა... 


მანანა გაბრიჭიძე

კომენტარები

ალალა 2018-02-16 22:29
ნუ თურქების აშენებული ქართული ოდა რაღაც ახალია. ლაზები კიდე გასაგებია, მარა თურქები? ან რა აქვს ამ სახლს თავისი, გარედან რაც ჩანს მხოლოდ კედლები დაუტოვეს ძველი. დანარჩენი, ბეტონზეა შემოდგმული, კიბეც აშკარად ახალია, რიკულები რკინისაა, საკვამური და სახურავიც პლასტიკატის. ვითომ შეინარჩუნა მფლობელმა და სინამდვილეში გაანადგურა ეს შენობა.
qartveli 2018-02-06 15:51
მოხსენით რკინის რიკულები და ლითონის სახურავი და ხის რიკულები და ქართული კრამიტი დაახხურეთ
ლალუკა 2018-02-05 11:32
ავტორო იქნებ საქართველოს ეთნოგრაფია წაგეკითხა ასეთ სახლებს რომელი კუთხის ხალხი აშენებდა, რა თურქები აზრზე ხარ? საუკუნეების მანძილზე თურქს ნგრევის მეტი არაფერი უკეტებია საქართველოში, ისინი მხოლოდ მეჩეთებს აშენებდნენ და ახლაც ასე აგრძელებენ აჭარაში.
ალექს 2018-02-03 11:48
ერთი საკვამური იმიტომ აქვს ,რომ ოთხთვალ ოდაში ცენტრშია საბუხრე, ოთხთვალია ბუხარიც !ჩემი ოდა უფრო ძველია,7 სმ სისქის წაბლია და არც ერთი ლურსმანი არ არტყია,ვერც ჩაარჭობ,ბჟალავებმა ჩამოიტანეს მთიდან და ააშენეს1865-1867 წლებში ,ბუხარი არ ქონდა.
4 ბუხარი დედის მხრიდან ბაბუას კიდევ უფრო ძველ ოდას ქონდა და თურქმა კი არა, ბაბუამისმა თავის ხელით ააშენა,დურგალი იყო !
dito chubinidze 2018-02-02 19:32
ხალხო, რა მოგდით? ეს შესანიშნავი ოდა სახლები თურქების კი არა, ლაზი ოსტატების მიერ არის აშენებული, რომლებიც მთელ მცირე აზიაში საუკეთესო დურგლები, მეზრვაურები და კირითხურონი იყვნენე...

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები