როგორ ცხოვრობენ სამეგრელოში დადიანებისა და ნაპოლეონის შთამომავლები

სა­მეგ­რე­ლოს მთავ­რის - და­ვით და­დი­ა­ნი­სა და მი­სი მე­უღ­ლის, სა­მეგ­რე­ლოს უკა­ნას­კ­ნე­ლი დე­დოფ­ლის - ეკა­ტე­რი­ნე ჭავ­ჭა­ვა­ძის ქა­ლიშ­ვი­ლი, პა­რი­ზის არის­ტოკ­რა­ტი­ულ წრე­ში აღ­ზ­რ­დი­ლი სა­ლო­მე და­დი­ა­ნი ნა­პო­ლე­ონ ბო­ნა­პარ­ტის დის, კა­რო­ლი­ნას შვი­ლიშ­ვილ­ზე - შარლ ლუი ნა­პო­ლე­ონ აშილ მი­უ­რატ­ზე და­ქორ­წინ­და. ახალ­გაზ­რ­და წყვი­ლი თავ­და­პირ­ვე­ლად პა­რიზ­ში ცხოვ­რობ­და, ხო­ლო 1872 წელს, საფ­რან­გე­თის პარ­ლა­მენ­ტის მი­ერ მო­ნარ­ქი­ის გა­უქ­მე­ბის შემ­დეგ, ისი­ნი სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში ჩა­მო­ვიდ­ნენ და ზუგ­დიდ­ში, და­დი­ა­ნე­ბის ერთ-ერთ ხის სა­სახ­ლე­ში და­სახ­ლ­დ­ნენ. მათ თან ჩა­მო­ი­ტა­ნეს საკ­მა­ოდ მრა­ვალ­რიცხო­ვა­ნი ხე­ლოვ­ნე­ბის ნი­მუ­ში და ნივ­თი, რაც აშილ მი­უ­რატს დი­დი წი­ნაპ­რის­გან მემ­კ­ვიდ­რე­ო­ბით ერ­გო. სა­ლო­მე და­დი­ა­ნი და აშილ მი­უ­რა­ტი კარ­გა ხანს
ცხოვ­რობ­დ­ნენ სა­მეგ­რე­ლო­ში, 1895 წლის და­საწყის­ში კი ხის სა­სახ­ლე და­იწ­ვა და იმა­ვე წელს გარ­და­იც­ვა­ლა აშილ მი­უ­რა­ტიც. პრინ­ცი სო­ფელ ჭკა­დუ­აშ­ში, იმ­ხა­ნად არ­სე­ბუ­ლი კა­თო­ლი­კუ­რი ეკ­ლე­სი­ის ეზო­ში დაკ­რ­ძა­ლეს, სა­ლო­მე კი, სამ შვილ­თან - ლუ­სი­ენ შარლ და­ვით­თან, ნა­პო­ლე­ონ ლუი აშილ­თან (მეტ­სა­ხე­ლად, ნა­პო) და ან­ტუ­ა­ნეტ კატ­რინ (ბე­ბე) მი­უ­რა­ტებ­თან ერ­თად, საცხოვ­რებ­ლად კვლავ პა­რიზს და­უბ­რუნ­და...



სა­ინ­ფორ­მა­ციო სი­უ­ჟე­ტე­ბით ვი­ცო­დი, აშილ მი­უ­რა­ტის შთა­მო­მავ­ლე­ბი ხში­რად რომ სტუმ­რობ­დ­ნენ ზუგ­დიდს და წი­ნაპ­რე­ბის ჭკა­დუ­ა­ში­სე­უ­ლი მა­მუ­ლის - სა­მო­ნა­დი­რეო რე­ზი­დენ­ცი­ის დაბ­რუ­ნე­ბას რომ ითხოვ­დ­ნენ, მაგ­რამ წარ­მოდ­გე­ნა არ მქონ­და, ლუ­სი­ენ მი­უ­რა­ტი­სა და მე­რი დე რო­ან-შა­ბოს ერ­თა­დერ­თი ვა­ჟის - სა­ნა­ხევ­როდ სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში გაზ­რ­დი­ლი აშილ მი­უ­რა­ტის შვი­ლიშ­ვი­ლი, პრინ­ცი ალა­ნი და მი­სი მე­უღ­ლე პრინ­ცე­სა ვე­რო­ნი­კა უკ­ვე მუდ­მი­ვად თუ ცხოვ­რობ­დ­ნენ იმ მა­მულ­ში. რო­დე­საც ზუგ­დიდ­ში ყოფ­ნი­სას, პრინ­ცე­სა ვე­რო­ნი­კას ზუგ­დი­დელ­მა მარ­თ­ლ­მა­დი­დე­ბელ­მა ნათ­ლი­ამ, ხე­ლო­ვან­მა და ფოლ­კ­ლო­რის­ტ­მა ბე­სიკ ჭი­თა­ნა­ვამ მათ­თან სტუმ­რო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზა, წა­მი­თაც არ შევ­ყოყ­მა­ნე­ბულ­ვარ, ისე დავ­თან­ხ­მ­დი.

ულა­მა­ზე­სი სო­ფე­ლი აღ­მოჩ­ნ­და ჭკა­დუ­ა­ში. ცხა­დია, სხვაგ­ვა­რად არც და­დი­ა­ნე­ბი აირ­ჩევ­დ­ნენ იქა­უ­რო­ბას რე­ზი­დენ­ცი­ად. ჩემ­მა მეგ­ზურ­მა საკ­მა­ოდ შე­ლა­ხუ­ლი, სა­ღე­ბავ­გა­დაც­ლი­ლი რკი­ნის ჭიშ­კა­რი შე­ა­ღო და და­დი­ა­ნე­ბის ის­ტო­რი­ულ მა­მულ­შიც შე­ვა­ბი­ჯეთ. გზად პა­ტა­რა ვე­ლო­სი­პე­დის­ტ­მა ჩაგ­ვიქ­რო­ლა, მი­უ­რა­ტე­ბის შვი­ლიშ­ვი­ლი აღ­მოჩ­ნ­და. სა­სახ­ლემ­დე ორ ულა­მა­ზეს სურ­ნე­ლო­ვან ოს­მან­ტუსს ჩა­ვუ­ა­რეთ და მას­პინ­ძ­ლე­ბიც გა­მოჩ­ნ­დ­ნენ. პრინ­ცი და პრინ­ცე­სა სა­სახ­ლის გვერ­დით, გა­სა­ბერ აუზ­თან ფუს­ფუ­სებ­დ­ნენ, ბავ­შ­ვე­ბი კი “სახ­ლო­ბა­ნას” თა­მა­შობ­დ­ნენ - ვა­ჟებ­სა და გო­გო­ნებს ცალ-ცალ­კე ტე­რი­ტო­რი­ე­ბი შე­მო­ე­ფარ­გ­ლათ, “ბუხ­რე­ბი” აეგოთ და აეგიზ­გი­ზე­ბი­ნათ კი­დეც. ჩვენ­მა მის­ვ­ლამ ცო­ტა­თი და­ურ­ღ­ვი­ათ მყუდ­რო­ე­ბა. თავ­და­პირ­ვე­ლად, ბავ­შ­ვით ხელ­ში, პრინ­ცი­სა და პრინ­ცე­სას ხა­ლი­სი­ა­ნი და მომ­ხიბ­ვ­ლე­ლი ქა­ლიშ­ვი­ლი მა­ტილ­და შე­მოგ­ვე­გე­ბა. არა­ნაკ­ლებ ხა­ლი­სი­ა­ნი აღ­მოჩ­ნ­და მი­სი პა­ტა­რა თა­მა­რიც - ჩანს, და­ნახ­ვის­თა­ნა­ვე მო­ვე­წო­ნეთ და მა­შინ­ვე ჩვენ­თან თა­მა­ში მო­ინ­დო­მა.



ჩემი მეგ­ზუ­რის­გან ვი­ცო­დი, რომ მა­ტილ­და 10 წლი­დან სა­ქარ­თ­ვე­ლო­ში იზ­რ­დე­ბა და არა­თუ ქარ­თუ­ლი, მეგ­რუ­ლიც საკ­მა­ოდ კარ­გად იცის. ახ­ლა ქარ­თ­ველ მე­უღ­ლე­სა და ოთხ შვილ­თან ერ­თად თბი­ლის­ში ცხოვ­რობს. მის­მა უფ­როს­მა შვი­ლებ­მა - თი­ნა­თინ­მა, დე­მეტ­რემ და ცოტ­ნე­მაც კარ­გად იცი­ან ქარ­თუ­ლი და ფრან­გუ­ლი. მი­უ­რა­ტე­ბის შთა­მო­მა­ვა­ლი შე­ვა­ქეთ, - ოთხი შვი­ლის დე­დო­ბა ხუმ­რო­ბა სუ­ლაც არაა! - მან კი გაგ­ვი­ღი­მა, - ვფიქ­რობ, ორი გო­გო­ნა და ორი ვა­ჟი საკ­მა­რი­სია, ახ­ლა სხვებ­მა გა­ამ­რავ­ლონ სა­ქარ­თ­ვე­ლოო.

თა­ვად პრინ­ციც და პრინ­ცე­საც მრა­ვალ­შ­ვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხე­ბი­დან ყო­ფი­ლან - პრინ­ცი 9-შვი­ლი­ა­ნი ოჯა­ხის მეცხ­რე შვი­ლია, პრინ­ცე­სას ოჯახ­ში კი 11 და-ძმა გა­ი­ზარ­და. პრინ­ცე­სა ვე­რო­ნი­კა გვა­რად დე შა­ბოა. სხვა­დას­ხ­ვა ეპო­ქა­ში დე შა­ბო­ე­ბი საფ­რან­გეთ­ში ძა­ლი­ან გავ­ლე­ნი­ან ადა­მი­ა­ნე­ბად მი­იჩ­ნე­ოდ­ნენ. მი­სი წი­ნაპ­რე­ბი ჯვა­როს­ნულ ომებ­ში მო­ნა­წი­ლე­ობ­დ­ნენ და ტი­ტუ­ლი და გერ­ბი სწო­რედ ამით მი­უ­ღი­ათ. იერუ­სა­ლი­მის პირ­ვე­ლი ქრის­ტი­ა­ნი მე­ფეც მი­სი წი­ნა­პა­რი ყო­ფი­ლა. მე­ო­რე მსოფ­ლიო ომის დროს მის ბა­ბუ­ას 4 ათა­სი პი­რა­დო­ბის მოწ­მო­ბა გა­უ­ცია და ამით ებ­რა­ე­ლე­ბი სიკ­ვ­დი­ლის­გან უხ­ს­ნია. მი­სი ოჯა­ხი სა­ქარ­თ­ვე­ლო­საც კარ­გად იც­ნობ­და - ბე­ბია, თურ­მე, ბაგ­რა­ტი­ო­ნებ­თან მე­გობ­რობ­და.



მო­თა­მა­შე ბავ­შ­ვებს რომ მი­ვუ­ახ­ლოვ­დით, მა­ტილ­დამ ღი­მი­ლით აგ­ვიხ­ს­ნა: შავ­გ­ვ­რემ­ნე­ბი ქარ­თ­ვე­ლე­ბი არი­ან, ქე­რე­ბი კი - ფრან­გე­ბიო. ქე­რათ­მი­ა­ნი ბავ­შ­ვე­ბი საფ­რან­გე­თი­დან სტუმ­რად ჩა­მო­სუ­ლი პრინ­ცე­სას შვი­ლიშ­ვი­ლე­ბი იყ­ვ­ნენ - პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან მი­სი ქა­ლიშ­ვი­ლის შვი­ლე­ბი.

პრინ­ცი და პრინ­ცე­სა ძა­ლი­ან სა­სი­ა­მოვ­ნო ადა­მი­ა­ნე­ბი აღ­მოჩ­ნ­დ­ნენ. გა­უფ­რ­თხი­ლებ­ლად ვეწ­ვი­ეთ, მაგ­რამ იოტი­სო­დე­ნა­დაც არ უგ­რ­ძ­ნო­ბი­ნე­ბი­ათ უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბა. ქარ­თუ­ლი ორი­ვეს კარ­გად ეს­მით, მაგ­რამ თა­ვი­სუფ­ლად ლა­პა­რა­კი უჭირთ, ამი­ტომ დამ­ტ­ვ­რე­ულ ქარ­თულს შე­ზა­ვე­ბუ­ლი ფრან­გუ­ლით გვე­სა­უბ­რე­ბოდ­ნენ.

ჩე­მი ყუ­რადღე­ბა სა­სახ­ლის გვერ­დით მდგომ­მა უზარ­მა­ზარ­მა ხემ მი­იპყ­რო. პრინ­ც­მა ალან­მა მა­შინ­ვე ამიხ­ს­ნა, - ეს ხე ეკა­ტე­რი­ნე ჭავ­ჭა­ვა­ძე-და­დი­ა­ნის სი­ცოცხ­ლე­ში და­ირ­გო, გინ­კო ბი­ლო­ბა ჰქვია და მის­გან ბი­ლო­ბილს ამ­ზა­დე­ბე­ნო. მე­რე მი­წა­ში ჩა­მაგ­რე­ბულ ნა­თუ­რებ­ზე მი­მი­თი­თა, - ღა­მით გან­სა­კუთ­რე­ბით ლა­მა­ზია აქა­უ­რო­ბა, ეს პა­ტა­რა ნა­თუ­რე­ბი ჩვენ და­ვა­ყე­ნეთ, გინ­კო ბი­ლო­ბა­ზეც და­ვა­მაგ­რეთ და რომ აინ­თე­ბა, მის ნახ­ვას არა­ფე­რი სჯობ­სო.



ეკა­ტე­რი­ნეს ხსე­ნე­ბა­ზე გულ­დაწყ­ვე­ტით და­ა­ყო­ლა, - წლე­ბია, დი­დი ბა­ბუ­ის სა­მო­ნა­დი­რეო სა­სახ­ლის დაბ­რუ­ნე­ბას ვცდი­ლობთ, მაგ­რამ ვე­რა­ფერს გავ­ხ­დით. - რამ­დე­ნი მთავ­რო­ბა გა­მო­იც­ვა­ლა სა­ქარ­თ­ვე­ლომ, მაგ­რამ დღემ­დე ვერ ვიბ­რუ­ნებთ ჩვენს ქო­ნე­ბა­სო.

სა­უ­ბარ­ში მა­ტილ­დაც ჩა­ერ­თო:

- ეს სა­სახ­ლე მთლი­ა­ნად ჩვენ გა­ვა­კე­თეთ. აქა­უ­რო­ბა, ფაქ­ტობ­რი­ვად, გა­ვე­რა­ნე­ბუ­ლი იყო. ბო­ლომ­დე მა­ინც ვერ და­ვას­რუ­ლეთ. საკ­მა­ოდ დი­დი სა­მუ­შაო დარ­ჩა. დე­დამ ბევ­რი რამ სა­კუ­თა­რი ხე­ლით გა­ა­კე­თა. მხო­ლოდ დი­ზა­ინს არ ვგუ­ლის­ხ­მობ - ქსო­ვი­ლის შპა­ლე­რიც თა­ვად გა­აკ­რა ფრან­გუ­ლი სტი­ლით და სამ­ზა­რე­უ­ლოს კა­ფე­ლიც. სა­ერ­თო­დაც, შინ რა­საც ახალს ნა­ხავთ, სულ დე­დას ნა­მუ­შე­ვა­რია.



პრინ­ცე­სა ვე­რო­ნი­კას მარ­თ­ლაც ძა­ლი­ან დახ­ვე­წი­ლი გე­მოვ­ნე­ბით და ოს­ტა­ტუ­რად მო­უწყ­ვია ოთა­ხე­ბი. ხა­ლი­სი­ა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი ჩანს და, რო­გორც ზუგ­დი­დე­ლებ­მა მითხ­რეს, - გუ­ლის­ხ­მი­ე­რი და ქველ­მოქ­მე­დიც.

სა­სახ­ლის ერთ ფლი­გელ­ში დრო­ე­ბით მოწყო­ბილ სა­ხე­ლოს­ნო­საც ვეწ­ვი­ეთ. ეს დი­დი ოთა­ხი ოდეს­ღაც და­დი­ა­ნე­ბის სა­სახ­ლის სამ­ზა­რე­უ­ლო ყო­ფი­ლა. დღეს აქ ქა­ღალ­დის­გან დამ­ზა­დე­ბუ­ლი ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ფი­გუ­რე­ბია გა­მო­ფე­ნი­ლი. დი­დი ნა­წი­ლი პრინ­ცე­სა მა­ტილ­დას ნა­მუ­შე­ვა­რია, ნა­წი­ლი - მი­სი შვი­ლე­ბი­სა და დის­შ­ვი­ლე­ბის, და­ნარ­ჩე­ნი - მა­ტილ­დას მოს­წავ­ლე­ე­ბის, რად­გან ახალ­გაზ­რ­და პრინ­ცე­სა ხე­ლოვ­ნე­ბის გაკ­ვე­თი­ლებს სოფ­ლის ბავ­შ­ვებ­საც უტა­რებს, პა­რა­ლე­ლუ­რად კი, თბი­ლის­ში, ფრან­გულ სკო­ლა­ში ას­წავ­ლის ხე­ლოვ­ნე­ბას. სხვა­თა შო­რის, მა­ტილ­და მუ­ყა­ოს­გან ავეჯ­საც ამ­ზა­დებს. სა­მო­მავ­ლოდ ამ დიდ ოთახ­ში, სა­ხე­ლოს­ნოს პა­რა­ლე­ლუ­რად, სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­საც მო­აწყო­ბენ...

სა­ხე­ლოს­ნო­დან საცხოვ­რე­ბელ ნა­წილ­ში გა­და­ვი­ნაც­ვ­ლეთ. იქ კი უძ­ვე­ლე­სი და ულა­მა­ზე­სი ნივ­თე­ბის გა­ლე­რე­ა­ში აღ­მოვ­ჩ­ნ­დით. პრინ­ც­სა და პრინ­ცე­სას აქ გად­მო­უ­ტა­ნი­ათ მათ ზუგ­დი­დის სახ­ლ­ში გა­ჩე­ნილ ხან­ძარს გა­დარ­ჩე­ნი­ლი ნივ­თე­ბი - მსოფ­ლი­ოს ის­ტო­რი­ა­ში ცნო­ბი­ლი პირ­ვე­ლი მი­უ­რა­ტის - ნა­პო­ლე­ონ პირ­ვე­ლის დის ქმრის, იოაჰი­მის პორ­ტ­რე­ტი; ასე­ვე, ალა­ნის ბა­ბუა-ბე­ბი­ის - აშილ მი­უ­რა­ტის უფ­რო­სი ვა­ჟის, ლუ­სი­ენ შარლ და­ვი­თი­სა და მი­სი მე­უღ­ლის - მა­რი დე რო­ან-შა­ბოს პორ­ტ­რე­ტე­ბი; პი­კა­სოს მე­გობ­რის მი­ერ და­ხა­ტუ­ლი ალა­ნის მა­მის - აში­ლის ბავ­შ­ვო­ბის პორ­ტ­რე­ტი და სხვა. მარ­თ­ლაც გა­მორ­ჩე­უ­ლი და მდიდ­რუ­ლია მი­სა­ღე­ბი ოთა­ხი. აქ უძ­ვე­ლე­სი, ეკა­ტე­რი­ნე ჭავ­ჭა­ვა­ძის დრო­ინ­დე­ლი ბუ­ხა­რი შე­მორ­ჩე­ნი­ლა. პრინ­ც­მა მითხ­რა, ეს ბუ­ხა­რი დღე­საც ათ­ბობს მთელ ოთახ­სო; ალან­სა და ვე­რო­ნი­კას აქ­ვე და­უდ­გამთ ხან­ძარს იღ­ბ­ლად გა­დარ­ჩე­ნი­ლი, XVIII სა­უ­კუ­ნის ულა­მა­ზე­სი ხის კა­რა­და, რო­მე­ლიც სას­წა­უ­ლებ­რი­ვად გა­დარ­ჩა - სახ­ლი­დან გა­ტა­ნი­ლი ჰქო­ნი­ათ და დაშ­ლილს, თურ­მე, მო­შო­რე­ბით ინა­ხავ­დ­ნენ. ამ კა­რა­დას შიგ­ნი­დან პრინ­ცე­სას ხელ­ნა­კე­თი ქსო­ვი­ლი აქვს გა­მოკ­რუ­ლი, შიგ კი უნი­კა­ლუ­რი კო­ლექ­ცია მო­უ­თავ­სე­ბი­ათ - ზუგ­დი­დის ფა­ი­ფუ­რის ქარ­ხ­ნის დამ­ღი­ა­ნი ნა­წარ­მი.



იმ ოთახ­ში­ვე დგას ნა­პო­ლე­ონ მე­სა­მის მა­გი­და და სკა­მე­ბი, ასე­ვე, ნა­პო­ლე­ო­ნი­სე­უ­ლია ამ და მის მომ­დევ­ნო ოთახ­ში და­კი­დე­ბუ­ლი ჭა­ღე­ბიც...

მა­ტილ­დამ დე­დის მი­ერ კუ­ბოკ­რუ­ლი კა­ფე­ლით გაწყო­ბი­ლი, ფრან­გუ­ლი სტი­ლის სამ­ზა­რე­უ­ლო და­მათ­ვა­ლი­ე­რე­ბი­ნა. აქ თი­თო­ე­ულ კუთხეს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი დატ­ვირ­თ­ვა აქვს და ქარ­თულ-ფრან­გუ­ლი თე­მე­ბი მო­ნაც­ვ­ლე­ობს. ერთ კუთხე­ში პრინ­ცე­სას კი­დევ ერ­თი კო­ლექ­ცია - სხვა­დას­ხ­ვა ად­გი­ლას ნა­პოვ­ნი თუ შე­ძე­ნი­ლი ულა­მა­ზე­სი ქვე­ბი აწყ­ვია... ოთა­ხებს მა­ტილ­დას ნა­მუ­შევ­რე­ბიც ამ­შ­ვე­ნებს - გა­მორ­ჩე­უ­ლად მუ­ყა­ოს­გან დამ­ზა­დე­ბულ­მა თა­რომ მომ­ხიბ­ლა.

გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი მეგ­ზუ­რო­ბა კი თა­ვად პრინ­ც­მა გა­მი­წია. სი­ა­მა­ყით მაც­ნობ­და თი­თო­ე­უ­ლი წი­ნაპ­რის ფო­ტოს, ყვე­ლა­ზე დიდ­ხანს კი ბა­ბუა აში­ლის ბავ­შ­ვო­ბი­სა და ყმაწ­ვილ­კა­ცო­ბის ფო­ტო­ებ­თან შე­მა­ყოვ­ნა, - ბავ­შ­ვო­ბი­დან კარ­გი მო­ნა­დი­რე ყო­ფი­ლა, ამ ფო­ტო­და­ნაც ხომ ჩან­სო.



მე­რე მთე­ლი სახ­ლი შე­მო­მა­ტა­რა, უძ­ვე­ლე­სი კა­რიც მაჩ­ვე­ნა, ჯერ ვერ ჩა­მოვ­კი­დე­თო. ცო­ტა ხნით პრინ­ცე­სა ვე­რო­ნი­კას შლა­პე­ბის კო­ლექ­ცი­ას­თა­ნაც შევ­ჩერ­დით, ოთა­ხის სხვა­დას­ხ­ვა მხა­რეს, სა­პი­რის­პი­როდ და­კი­დე­ბულ პრინ­ცე­სა ვე­რო­ნი­კა­სა და მა­ტილ­დას ქა­ღალ­დის ნა­მუ­შევ­რებ­საც მი­ვაქ­ცი­ეთ

ყუ­რადღე­ბა და ბო­ლოს, ნა­პო­ლე­ო­ნის სა­ხე­ლო­ბის ჟო­ლოს­ფერ სა­ძი­ნე­ბელ­შიც ამოვ­ყა­ვით თა­ვი - კე­დელს თა­ვად ნა­პო­ლე­ო­ნის პორ­ტ­რე­ტი ამ­შ­ვე­ნებს...

მას­პინ­ძე­ლი ეზო­შიც გა­მიძღ­ვა. სა­სახ­ლის შე­ნო­ბის უკა­ნა მხრი­დან ულა­მა­ზე­სი ხე­დი გა­დაშ­ლი­ლა. დაბ­ლა ჩანს ხე­ვი, სა­დაც, და­დი­ა­ნებს ტბა ჰქო­ნი­ათ. ნა­დი­რო­ბი­დან დაბ­რუ­ნე­ბუ­ლე­ბი, დაღ­ლილ ცხე­ნებს, ტბა­ში აგ­რი­ლებ­დ­ნენ. სწო­რედ იმ კუთხი­დან მო­ჩანს აფხა­ზე­თის საზღ­ვა­რიც - იქ­ვე, ყუ­რის­ძირ­ში ყო­ფი­ლა. მი­უ­რა­ტე­ბი, თურ­მე, ყო­ველ სა­ღა­მოს გაჰ­ყუ­რე­ბენ მზის ჩას­ვ­ლას. თა­ნაც იცით, რო­გორ? - თუ­კი სა­სახ­ლეს შვი­ლიშ­ვი­ლე­ბიც სტუმ­რო­ბენ, პრინ­ცე­სას­თან ერ­თად დგე­ბი­ან მე­ო­რე მი­სა­ღე­ბი ოთა­ხის ფან­ჯა­რას­თან, სა­ი­და­ნაც არა­თუ მზის ჩას­ვ­ლა, აფხა­ზე­თის საზღ­ვა­რიც შე­სა­ნიშ­ნა­ვად მო­ჩანს. დრო­ე­ბით უჩარ­ჩო­ოდ დარ­ჩე­ნი­ლი ფან­ჯ­რი­დან ხმა­მაღ­ლა ით­ვ­ლი­ან უკუს­ვ­ლით - ათი­დან ერ­თამ­დე, იმ­დენ­ჯერ იმე­ო­რე­ბენ, ვიდ­რე იქა­უ­რო­ბას ბინ­დი არ და­ფა­რავს და მხო­ლოდ გა­ნა­თე­ბუ­ლი საზღ­ვა­რი არ მოს­ჭ­რით თვა­ლებს...



იმ სა­ღა­მოს ბევ­რი ვი­ცეკ­ვეთ, ვიმ­ღე­რეთ და ბო­ლოს, მზის ჩას­ვ­ლას ნა­პო­ლე­ონ მე­სა­მის ჭა­ღის ქვეშ, ფრან­გუ­ლი თეფ­შე­ბით გაწყო­ბილ უძ­ვე­ლეს მრგვალ მა­გი­დას­თან, ფრან­გულ სა­ვარ­ძელ­ში მო­კა­ლა­თე­ბუ­ლე­ბი შევ­ხ­ვ­დით - გემ­რი­ე­ლად შე­ვექ­ცე­ო­დი პრინ­ცე­სა ვე­რო­ნი­კას მორ­თ­მე­ულ ხი­ლის ჩა­ი­სა და ცივ სა­ზამ­თ­როს, პრინც ალა­ნის შე­მო­თა­ვა­ზე­ბუ­ლი ღვი­ნით სა­ქარ­თ­ვე­ლოს სადღეგ­რ­ძე­ლოს ვსვამ­დი და, ცრემ­ლ­მო­რე­უ­ლი, მი­უ­რა­ტებ­თან და ქარ­თ­ველ მე­გობ­რებ­თან ერ­თად “სა­ქარ­თ­ვე­ლოო, ლა­მა­ზო, სხვა სა­ქარ­თ­ვე­ლო სად არის” ვმღე­რო­დი, ალ­ბათ, ისე­თი გრძნო­ბით, იშ­ვი­ა­თად რომ მიმ­ღე­რია... მზე ნელ-ნე­ლა ეშ­ვე­ბო­და აფხა­ზეთ­ში დარ­ჩე­ნილ ზღვა­ში, გა­ნა­თე­ბუ­ლი საზღ­ვა­რი კი, გრძნო­ბე­ბი­ა­ნად, თან­და­თან ბუნ­დო­ვან­დე­ბო­და...

ირ­მა ხარ­ში­ლა­ძე

კომენტარები

გელა 2018-04-21 22:48
ჯერ ბურბონებს დაუბრუნონ ყველაფერი და მერე ისაუბრონ სამონადირეო სასახლეზე :)
მუქა 2018-04-18 20:44
იქნებ ტელევიზიებმა ფართოდ აჩვენონ ეს სოფელი ჭკადუაში,ამბობენ მაღალზეაო გაშენებული,ჩაიებით და 2 მდინარით,და მიურატების კარმიდამო
------------- 2018-04-12 13:42
uh ra karagi!!! martlac neta yvela ase lamzad davrundes yvela keTilSObili qartveli!! da aaguzguzos kera!!! zalian maxarebs , magaram bevri minda aseTi iyos evropeli da tan qartuli fesvebiT tavduri!!
მედეა 2018-03-30 22:02
რა კარგი სტატიაა, რა კარგ ხასიათზე დამაყენა. ამრავლოს ღმერთმა ასეთი სასიამოვნო სტატიები, დიდი მადლობა, გლოცავთ ავტორსაც და მოქმედ პერსონაჟებსაც.ძლივს ვეღირსე მედიიდან სითბოს და სიყვარულის თემაზე დაწერილ სტატიას.

კომენტარის დამატება