ვინ ცხოვრობს ცნობილ ხის სახლში და როგორია ის შიგნიდან - 80 წლის დიასახლისი გონადან

რაჭაში, სოფელ გონაში, ეს ძველი სახლი საზოგადოების დიდმა ნაწილმა ფოტოგრაფ გიორგი ნიკოლავას ნამუშევრით გაიცნო. დღეს ის უამრავ ადამიანს აღაფრთოვანებს. სოფელ გონას კი სოციალურ ქსელში პატარა შვეიცარიაც უწოდეს.  
ვინ  ცხოვრობს ამ სახლში და როგორ გამოიყურება ის შიგნიდან. ამის შესახებ სახლის მასპინძელი, 80 წლის ნაზიკო ლობჯანიძე გვიამბობს. ის სახლში სტუმრების სიმცირეს არასდროს უჩივის. როგორც თავად ამბობს, ეს სახლი მომსვლელებს მცირე დროში აყვარებს თავს. 

- ეს სახლი, დაახლოებით 1975 წელს აშენდა. გონაში გეოლოგების ჯგუფი მუშაობდა, ამ სახლში მუშები ცხოვრობდნენ. აქ გადამამუშავებელი ფაბრიკაც იყო
, საბავშვო ბაღები, სკოლა, საავადმყოფო. შემდეგ შეწყდა წარმოება. ჩვენ ქუთაისში ვცხოვრობდით. 1992 წელს ქვეყანაში არეული სიტუაცია რომ იყო, სახლში ორი მოხუცი მყავდა, დედამთილი და ბიცოლა. გადავწყვიტეთ, რომ მოხუცებს იქ ვეღარ შევინახავდი და წავედით გონაში. ჩემი მეუღლე ქარხანაში მუშაობდა, იმ წელს პენსიაში გავიდა, მეც დავანებე სამსახურს თავი და წამოვედით. გონაში მიტანილი გვქონდა ბლოკი და სახლი უნდა აგვეშენებინა. რომ მივედით, ეს სახლი მიტოვებული იყო. სახურავში წყალი ჩამოდიოდა, ფაქტობრივად, ნახევრად დაშლილი იყო. ვიდრე ჩვენს სახლს ავაშენებდით, შევაკეთეთ, გადავხურეთ. 1992 წლიდან ვცხოვრობთ აქ და რომ არავინ მოვიდა, შემოვრჩით. შვიდი ზამთარი სამი ოჯახი ერთად ვცხოვრობდით. ძალიან რთული პირობები გვქონდა, ღამით რომ დავწვებოდით, დილით ჭიქაში წყალი გაყინული გვხვდებოდა. 2010 წელს კაპიტალური რემონტი გავუკეთეთ, საძირკველი გავუმაგრეთ. სამი წელიწადი სასამართლო მქონდა. გეოლოგიის თანამშრომლებს აქვს პრეტენზიაო. იმ პიროვნებამ, ყალბი საბუთებით მოხერხა სახლის გაფორმება, მაგრამ ჩამოართვეს უფლებები. ახლა საბუთები მაქვს შეტანილი რაიონში, რომ დამიკანონონ.

- სახლი მთლიანად ხისაა?
- მეორე სართულია ხის, ქვედა ბლოკითაა აშენებული. შიგნით ფანერია გამოკრული.





- ამდენი წლის შემდეგ, რამდენად მყარია შენობა და ხშირმა მიწისძვრამ ხომ არ იქონია გავლენა?

- ხე არ ინგრევა. ჩვენ საძირკველი გავუკეთეთ, ბეტონიც ჩავასხით, მყარი და უსაფრთხოა.

- სულ რამდენი ოთახია?
- თავიდან რვა ოთახი იყო. კოლიდორული სისტემაა. მერე შევცვალეთ, კორიდორი ერთ ოთახთან გავაერთიანე და ერთ ოთახში სააბაზანო გავაკეთე. ახლა ექვსი ოთახია.

- რამდენად ხშირად მოდიან დამთვალიერებლები?
- ძალიან ბევრი ადამიანი მოდის. გასულ კვირას დაახლოებით, ოთხი ტური იყო და 100 ადამიანი მაინც მოვიდა.



- როგორ ახერხებთ ამდენი ადამიანის შეშვებას სახლში?
- ძალიან სტუმართმოყვარე ადამიანი ვარ. რაც არ უნდა მქონდეს სახლში, შემიძლია მივაწოდო. უცხოელებს ვცემ ხოლმე პატივს და ქართველმა ქართველს პტივი არ უნდა სცეს? რაც შემიძლია, ვმასპინძლობ. ბევრი უცხოელი მოდის და ქართველებსაც რომ ასე აინტერესებდეთ, ძალიან გამიხარდებოდა. მყავს 9 შვილიშვილი, 4 შვილი და 5 შვილთაშვილი და თითქმის სულ აქ გავზარდე ყველა. შეიძლება ჩემი ლუკმა მე არ შევჭამო და მომსვლელს მივაწოდო. სახლიც აინტერესებთ, ინტერიერიც და ძალიან უყვართ აივანზე სურათების გადაღება.



-ახლა ვინ ცხოვრობს ამ სახლში და რამდენი ხნით გიწევთ ხოლმე დატოვება?
- ზაფხულში ძირითადად აქ ვარ, შვილებთან და შვილიშვილებთან ერთად. ათი წელია მეუღლე გარდამეცვალა და მარტო ვერ ვჩერდები. გამგეობამ მზის ბატარეები დამიდგა და განათებაც მაქვს. 






- ხომ არ გეგმავთ, რომ მომავალში სასტუმრო გახსნათ და დამსვენებლები მიიღოთ?

- ყველაფერი შესაძლებელია. კარგი შვილები და შვილიშვილები მყავს და თუ ისინი მოიფიქრებენ, რატომაც არა.


სო­ფე­ლი გონა ღე­ბის ძი­რი­თა­დი ნა­წი­ლია. ის ღებ­ზე მაღ­ლაა და და­თოვ­ლი­ლი მთე­ბი­თაა შე­მო­ზღუ­დუ­ლი. მდე­ბა­რე­ობს კავ­კა­სი­ო­ნის მთა­ვა­რი წყალ­გამ­ყო­ფი ქე­დის სამ­ხრეთ კალ­თა­ზე, მდი­ნა­რე ჩვე­შუ­რის (რი­ო­ნის მარ­ცხე­ნა შე­ნა­კა­დი) ნა­პი­რას. ზღვის დო­ნი­დან 1680 მეტრზე, ქა­ლაქ ონი­დან და­შო­რე­ბუ­ლია 39 კი­ლო­მეტ­რით.

2002 წლის აღ­წე­რის მო­ნა­ცე­მე­ბით სო­ფელ­ში ცხოვ­რობს 2 კაცი. მას შემ­დეგ, რაც აქა­უ­რო­ბა და­ი­ცა­ლა, მო­სახ­ლე­ო­ბამ სო­ფე­ლი სა­ზა­ფხუ­ლო სა­ცხოვ­რებ­ლად და სა­ძო­ვარ-სა­თი­ბად აქ­ცია.
თამარ იაკობაშვილი
მთავარი ფოტო: გიორგი ნიკოლავა
შიდა ფოტოები: ონის ტურისტული საინფორმაციო ცენტრი

კომენტარები

დათო 2019-10-31 14:43
ალბათ შვეიცარია არ გინახავთ
Nodar Gobejishvili 2019-10-30 20:10
ქალბატონო ეთერ თავი შეიკავეთ უღირსი დამამცირებელი და შურიანი კონენტარებისგან..მყველაფერი ნათქვამია აქ და თქვენ ტუ ვერ გევულიბტ ეს ჩვენი ბრაკი არაა....
Nodar Gobejishvili 2019-10-30 20:07
თუ ვინმეს რამე კითხვა გექნებათ სახლთან და გონასთან დაკავშირებით მომწერეთ პირადში ფეისზე...nodar gobejishvili nineenti..ამომწურავად გაგცემთ პასუზს ქალბატონონეტერ მომწერეთ
Nodar Gobejishvili 2019-10-30 20:05
ეთერი გავაშელი..გამარჯობათ მე ნაზიკო ბებოს შვილიშვილი ვარ გონაში ვარ გარზრდიკი.ბებიამ ყველაფერი დეტალურად მოყვა..მომწერეთ კონკრეტულად რა გაინტერესებთ..ხალხი ბოროტია ბებია რომ არ ყოფიკიყო მაგ სახლუს არაფერი აღარ იქნებოდა..აირია ქცეყანა და ყველაფერი გაზიდეს..სოფლის ხალხმა ფულები იშოვეს ჯართში.. ზუსტად გეოლოგიის უფროსმა ტარიელმა მიცა ბევიას ორივე სახლის გასაღები..აი ჩვენს უკან რო გეოლოგისს საუფროსო სახლია...ახლა იმ სახლში წესიერი ოჯახია და უვლიან იმ სახლს....
ეთერი გავაშელი 2019-10-27 19:09
ძალიან გთხოვთ ნახიკომ თქვას სიმართლე როგორ მოხბდა ამ სახლში. ოღომდ თქვას სიმართლე.

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები