სახლები 15 ათასი ლარიდან, რომლებიც 50 წელი მაინც ძლებს - ქართული ხის კოტეჯები

საქართველოში ხის კოტეჯები სულ უფრო პოპულარული ხდება. ვიზუალურ მხარესთან ერთად მომხმარებლისთვის კომფორტულობა და მყუდროებაც მნიშვნელოვანია და ისიც, რომ ზედმეტი ძალისხმევისა და ბევრი თანხების გარეშე დადგან პატარა სახლი თუნდაც აგარაკზე. ხის კოტეჯების ერთ-ერთი მწარმოებელი, ვალერი იაზბარიანი უფრო დეტალურდ გვიყვება ამ ტიპის სახლებზე და მათ საშუალო ფასებზე, რაც ბევრს აინტერესებს:

- დაახლოებით რა ღირს ასეთი ტიპის სახლის აშენება და როგორ უნდა მოვუაროთ, რომ დიდხანს გაძლოს?
- ერთი კვადრატული მეტრის ფასი 600-დან 800 ლარამდეა და 40-50 წელი მაინც ძლებს. აუცილებელია ლაქ-საღებავებით დამუშავება, სხვა
განსაკუთრებული მოვლა არ სჭირდება.

- რამდენად მოთხოვნადია ჩვენთან მსგავსი ტიპის კოტეჯები და ძირითადად ვინ ყიდულობს?
- ტურისტებისთვის კეთდება ძირითადად და იყენებენ როგორც სასტუმროებად, ასევე საცხოვრებლად.

- რამდენი ადამიანი ეტევა ერთ კოტეჯში?
- კოტეჯები, რომლებსაც ჩვენ ვაკეთებთ, ძირითადად 25-კვადრატიანია და 4 საწოლი თავისუფლად ეტევა.

- ყველგან შეიძლება დადგმა თუ წინასწარ უნდა გაითვალისწინოს კლიმატური და სხვა პირობები მან, ვინც აპირებს ასეთი სახლის დადგმას თავის ეზოში, აგარაკზე თუ სადღაც, მთის სოფელში?
- ჩვენ ვაშენებთ ნებისმიერ ადგილას, სადაც მოითხოვენ. იმისათვის, რომ არც ციოდეს შიგნით და არც ცხელოდეს, უკეთდება თბოიზოლაცია.

- უკვე აშენებულის წაღება თუ შეიძლება სხვა ადგილას?
- ჩვენ ყველა კონსტრუქციას ადგილზე ვაწყობთ. უკვე აწყობილი ვერ მიგვაქვს სხვაგან.

- წყალი და დენი არის შიგნით?
- დიახ, შიგნით ყველაფერია გაკეთებული. პოპულარულიცაა, მარტო წელს 200-ზე მეტი კოტეჯი ავაშენეთ.



თამარ იაკობაშვილი


"ორივე კოტეჯი 16 ათას დოლარამდე დაჯდა..." - ხელოვანი გოგონა, რომელმაც საკუთარი დიზაინით ააშენა საოცნებო სახლი

კომენტარები

დავით 2020-06-29 03:16
ძვირია თან ძალიან
პაატა 2020-06-11 18:20
როგორ დავეკონტაქტოთ მშენებლებს
გიორგი 2020-05-15 15:00
15ათას ლარად, სადმე კაი სოფლის სახლს იყიდით რაში სჭირდება კაცს ასეთი
nana 2020-05-14 20:46
shevidzen saxls tbilisidan 30kilometris dashirebit 1heqtari miwis nakvetit 557 89 79 79 mari
593 18 65 33 nana
რუსუდან 2020-05-06 21:15
30კვ. კოტეჯი ბორბლებზე.აკეთებთ?

კომენტარის დამატება