რაჭაში ჩასული ოჯახი შეცდომით სხვის სახლში დაბინავდა: "მეზობელი გადმოსულა... თქვენი სახლი ქვემოთ არის და გაჩვენებთო"


თბილისის ყოფილი მერი ნიკო ლეკიშვილი, როგორც იცით, წარმოშობით რაჭიდანაა. ახლახან სოციალურ ქსელში გავრცელებულმა მისმა პოსტმა ბევრი ადამიანი გაამხიარულა. გთავაზობთ ამ პოსტს:
„რაჭაში ამ პანდემიის შიშით ბევრი ხალხია ჩასული. ბევრმა დიდი ხნის დაკეტილი სახლი გაიხსნა. ჩვენს მეზობელ სოფელში მიტოვებულ სახლში 7 სულიანი ოჯახი ჩასულა. დააწკრიალეს იქაურობა, ეზო, სახლი მოაწესრიგეს, ტელევიზორის ანტენა დადგეს და მეორე დილით მეზობელი გადმოსულა. თქვენ, ბატონო, რა გვარის ბრძანდებითო. ესა და ესო. ჰოდა თქვენი სახლი ქვემოთკენ არის და მიგიყვანთო. სხვისი ეზო-კარი დაუწმენდიათ,“ – წერს ნიკო ლეკიშვილი.
ამ ამბავმა
ბევრს გაახსენა საგურამოში მომხდარი ფაქტი, როცა კაცმა შემთხვევით თავისი ახალნაყიდი სახლის ნაცვლად სხვისი სახლი გაარემონტა.
ამის შესახებ წაიკითხეთ: საგურამოში კაცმა შემთხვევით სხვისი სახლი ააშენა და გაარემონტა

კომენტარები

გიორგი 2020-05-15 14:59
და მეზობელს ეხლა გაახსენდა რომ სხვის სახლში შევიდნენ?! იყონ რას უშლიან, პატრონი მაინც არ ავა კიდე 20 წელი ამასობაში კიდევ ან ვირი მოკვდება ან პატრონი
რაჭველი. 2020-05-10 17:19
ალბათ, ყველაზე კარგი შეარჩია. რაჭაში მოსულა.
ტოტო 2020-05-09 19:04
რაჭა სამოთხეა,ხოდა სამოთხეში ასულან.
нина 2020-05-06 14:23
ამდენი ხანი არ კადრულობდნენ ასვლას სოფელში და ეხლა მოუნდათ არა, ჰოდა ძალიანაც კარგი

კომენტარის დამატება