წინაპრების ულამაზესი სახლი სოფელ სალხინოში, რომელსაც შთამომავლებმა მიხედეს და აღადგინეს - "სახლს ძველი იერსახე დავუტოვეთ..."

ჩვენი რესპონდენტი თემურ ხურციძე სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორია, აგრონიმი, რომელიც თავისი სპეციალობით დღესაც მუშაობს. ჩვენი ყურადღება იმ სახლმა მიიპყრო, რომელიც იმერეთში, ვანის რაიონის სოფელ სალხინოში მამამისს აუშენებია და ბატონმა თემურმა ამ სახლს მიხედა, ძველებური იერსახე დაუბრუნა, გააცოცხლა და ამ მშვენიერმა ოდამ ინტერნეტსივრცეშიც დიდი გამოხმაურება ჰპოვა.

როგორც ბატონი თემური გვიამბობს, სახლი 1932 წელს ააშენა მისმა მამამ - სამსონ ხურციძემ.

ასეთი იყო სახლი რესტავრაციამდე

- მშენებლობის დროს გამოყენებულია მუხის და წაბლის ხის მასალა. ეს პირვანდელი სახე შევუნარჩუნეთ სახლს, ოდნავი რეკონსტრუქციით - მოიხსნა
შუშაბანდი, დანარჩენი კი იგივე დარჩა. ასევე შენარჩუნებულია მარანი და 5-ტონიანი ქვევრები გვაქვს სახლში.

30-იან წლებში ჩვენს სახლში კოლმეურნეობის კანტორა იყო გახსნილი და რამდენიმე წელი ფუნქციონირებდა. სახლს სიძველის იერი დავუტოვეთ. ძველი ჩუქურთმაც კი გამოვიყენეთ სამზარეულოში, როგორც დეტალი.


ეზოში ვენახსა და ხეხილს ბატონი თემური და მისი მეუღლე დალი ტურაშვილი უვლიaან. მათი შვილები და შვილიშვილებიც სტუმრობენ აქაურობას, რადგან ძალიან უყვართ.

ბატონი თემურ ხურციძე გვიამბობს, რომ ამ სოფელში ბევრი იყო ასეთი სახლი, თუმცა სამწუხაროდ, ახლა საკმაოდ ცოტაა, ვინაიდან დიდი თანხა ჭირდება მის რეკონსტრუქციას, შესაბამისად, ბევრს ურჩევნია, ახალი სახლი ააშენოს.


ბატონი თემური შვილიშვილთან ერთად

კომენტარები

ელენე 2020-09-18 00:26
სიხარული და წინსვლა ამ ოჯახს. არაჩვეულებრივი სახლი და კარ-მიდამოა.
ტოტო 2020-09-10 12:12
მართლა სალხინოა.
ლაშა ისაკაძე 2020-08-27 11:25
ეს სახლი რათქმა უნდა კარგია ,,,,მაგრამ რესტავრირებული კი არ არის არამედ ახალი აშენებულია იმდენი ცვლილებელი აქვს გაკეთებული....რესტავრირებული იქნებოდა ისევ დაეტოვებინა როგორ სტილშიდაც იყო....აქ ფოტოებიდან ჩანს რომ ყველაფერი შეცვლილია
ბესო ქავთარაძე 2020-08-18 21:39
ულამაზესი სანახავია! ყოჩაღ! წარმატებები თქვენს ოჯახს!
მმმ 2020-08-18 12:37
სახლი შესანიშნაბია, ბევრად დიდი და უკეთესი, ვიდრე ადრინდელი

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები