რატომ აშენებენ ამერიკელები სახლებს თაბაშირმუყაოსა და ფანერებისგან


იმასთან დაკავშირებით, რომ ამერიკაში სახლებს მუყაოთი აშენებენ, ბევრი ხუმრობა არსებობს. პირელ რიგში ამაზე თავად ამერიკელები ხუმრობენ. ჩვენ თანამემამულეებს კი გაუჭირდებათ ამის დაჯერება, მაგრამ დიახ, ამერიკაში სახლებს სწორედ თაბაშირ-მუაოთი, მუყაოთი და ფანერებით აშენებენ. გამონაკლისი დაშვებულია ხოლმე, როგორც წესი, საყრდენ კედლებზე. ალბათ ბევრს დაებადება კითხვა, რატომ ირჩევენ ამერიკელები ასეთ არასანდო მასალას? საამისოდ რამდენიმე მიზეზი არსებობს.

1. იაფი მასალა და სწრაფი მშენებლობა

პირველი და მთავარი მიზეზი მასალის სიიაფესა და სწრაფ მშენებლობას უკავშირდება. თაბაშირმუყაოს სახლები მალე შენდება და საჭიროების შემთხვევაში, მისი დემოტაჟიც სწრაფად ხერხდება.
აქ სახლები არ შენდება 100 წლიანი ექსპლუატაციის მიზნით.

აღსანიშნავია ის მომენტიც, რომ ყველაზე იაფი სახლის მშენებლობაც კი ამერიკაში 200 ათასი დოლარი ჯდება. საშუალო ფენის ადამიანები, რომელთა წლიური შემოსავალიც 50- 60 ათასი დოლარია თავისუფლად შეძლებს მსგავსი ფასის სახლის აშენებას კრედიტით. კრედიტის დაფარვის ვადა კი ამერიკაში, როგორც წესი, 10-15 წელია.

2. უსაფრთხოება

ამერიკში ხშირია ქარბუქი და წყალდიდობა. სავარაუდოდ, სახლი აუცილებლად დაზიანდება აღნიშნული კატაკლიზმის შედეგად. ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, რა მასალის ქვეშ მოყვება ადამიანი. რისკის შემცირების მიზნით, ჯობია მშენებლობისთვის შერჩეული იყოს მაქსიმალურად მსუბუქი მასალა. ამ მასალის ქვეშ მუშაობა მაშველებსაც ბევრად მარტივად შეეძლებათ.

3. ეკონომია რემონტის დროს

როგორც წესი, ამერიკის გარეუბანში მცხოვრები ადამიანები მშენებლობის დასრულების შემდეგ სერიოზულ რემონტს არ აკეთებენ ხოლმე. კეთდება მხოლოდ შპალერი ან იღებება კედლები, ძალიან ხშირად ხმის იზოლაციაც კი არ კეთდება ხოლმე, კაპიტალური რემონტის ცნება აქ უბრალოდ არ არსებობს. 30-50 წლის შემდეგ, როდესაც მასალა მოძველდება, ახალი სახლის აშენება ბევრად მარტივია.

კომენტარები

ქეთი 2021-08-01 12:00
ამერიკში ხშირია ქარბუქი და წყალდიდობა. სავარაუდოდ, სახლი აუცილებლად დაზიანდება აღნიშნული კატაკლიზმის შედეგად. ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდი მნიშვნელობა აქვს, რა მასალის ქვეშ მოყვება ადამიანი-ო. დალოცვილო, კარდონის მაგივრად არ ჯობია მყარი სახლი ააშენო და არც არაფერი მოგხვდება თავში და არც ხელახლა ასაშენებელი გახდება
ურია 2021-03-29 16:21
კიდევ დავამატებ, თუ გახსოვთ ძლიერი მიწისძვრები რომ იყო საქართველოში? ჰოდა ხის სახლები უფრო უსაფრთხოეა ქვის სახლებთან შედარებით :) , მაგრამ ხანძრის მიმართ არის მოწყვლადი.
ურია 2021-03-29 16:01
ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა, მამაჩემი მთელი 15 წელი აშენებდა სახლს ტრადიციული ქვა-აგურით.. მეც ნანახი მაქვს ამერიკული სახლის აშენების ტექნოლოგია და სრულიად მისაღებია, მაგრამ ჩვენთან ბევრი რამეების გამო არ ენდდობა ხალხი,ა არადა ტრადიციული ხის სახლები საქართველოში ჯერ კიდევ ბევრია შემორჩენილი და ვინც უვლის ამ სახლებს კიდევაც კარგად არის ამ სახლების მდგომარეობა. ასე რომ კარგი რამეა ეს ამერიკული სახლები :) .
repairer 2021-03-22 14:55
ჩემს მეზობლად (NJ) გაიყიდა ორსართულიანი, ეზოიან-აუზიანი სახლი, რომელიც მთელი წლები მეგონა, რომ აგურისაგან იყო აშენებული. მიაყენა ახალმა პატრონმა სკრეპერი და საღამოს მხოლოდ ნანგრევების დიდი ზვინი იდგა იმ "კაპიტალური" სახლის ადგილზე :))
repairer - ლიზას 2021-03-22 14:43
ზუსტად ამავე მასალით!.. ხშირად კი გარედან ცალფა აგურს ამოუშენებენ ხოლმე და ამ შემთხვევაში ფიქრადაც არ მოგივა კაცს, რომ სინამდვილეში მსუბუქი მასალებისაგან არის აშენებულისახლი: შიდა კედლები - ორივე მხრიდან ქაღალდგადაკრული თაბაშირი, რომელიც ფოლადის შურუპებით მაგრდება ხის ბოწკინტებზე; გარედან - სქელი, 2 სმ-იანი ფანერი, ისიც შურუპებით დამაგრებული; შუაში - "სტეკლოვატას" რომ ეძახიან ჩვენთან, იმითია ამოვსებული, რომელიც სიცივისაგან ძალიან კარგად იცავს; მერე, იმ სქელი ფანერის გარეთ ეკვრება წყალგაუმტარი ქაღალდის ფურცლები, რომლის შემდეგაც უკეთდება siding (ეს ბევრნაირია, მაგრამ ყველაზე ეფექტური აგურია). სართულებს შორის გადატიხვრა ზოგან ხის მასალით კეთდება, ზოგან რკინის დიდი შველერებით (ბოდიშს ვიხდი არაქართული ტექნიკური ტერმინოლოგიისათვის).

კომენტარის დამატება

მსგავსი სიახლეები