რატომ გაჩნდა ოვალური ეზოები დანიაში და რატომ თქვეს უარი სამანქანო გზებზე

კოპენჰაგენის ერთ-ერთ გარეუბანში (დანია) 70 წლის წინ ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტეს. ჩვეული ფორმის, (კვადრატული, მართკუთხედი) ნაცვლად ოვალური ფორმის ეზოების გაკეთება გადაწყვიტეს და მწვანე მდელოზე ქაოტურად განათავსეს.

ეს ცოტა უცნაური ლანდშაფტის დიზაინი მხოლოდ დიზაინის მოთხოვნას არ ემსახურებოდა. როგორც ჩანს, ამ უჩვეულო პროექტის ავტორს სხვა მიზნებიც ჰქონდა.

ამ იდეის დაპროექტება ლანდშაფტის დიზაინერს კარლ თეოდორ სორენსენს დაევალა. დანიურ ტრადიციებზე დაყრდნობით, მან შეიმუშავა ბაღის სკულპტურული დიზაინი, სადაც მკაფიოდ არის გათვლილი გეომეტრიული ფიგურები, რაც საბოლოოდ განსაკუთრებულ სტრუქტურას ქმნის. თითოეულ სახლს უნდა ქონდეს ცოცხალი ღობე.

თავდაპირველად არქიტექტორს
ერთნაირი ოვალების შექმნა ქონდა ჩაფიქრებული, თუმცა მოგვიანებით გადაწყდა, რომ ის ქაოტური განლაგების ყოფილიყო, რაც ამ დასახლებას განსაკუთრებულ ხიბლს შესძენდა.

საბოლოოდ გადაბალახებულ მდელოზე თითოეულმა მაცხოვრებელმა ოვალური ფართი მიიღო ზომით 25X15-ზე. ნაკვეთები რელიეფური დახრის მიხედვით განლაგდა.

არქიტექტორი შეეცადა ისე მოეწყო ყველაფერი, რომ ცოცხალი ღობე ამოზნექილ ადგილას ყოფილიყო. ასეთმა განლაგებამ დასახლებას დინამიური სახე მისცა.
მთავარ გზასა და ცოცხალ ღობეს შორის რეგლამენტით გათვლილი მანძილი უნდა დაცულიყო.

აი, როგორ მოწყობოდა ღობის შიგნით არსებული ტერიტორია ეს უკვე თავად მესაკუთრეზე იყო დამოკიდებული. ნაკვეთის მფლობელის ვალდებულება მხლოდ ცოცხალი ღობის მოვლა იყო, რათა მცენარეები ქაოტოურად არ გაზრდილიყვნენ და ზედხედი არ გაეფუჭებინათ.

ოვალურ ბაღებს მთელი დასახლება არ უჭირავს, ისინი მხოლოდ მის ნაწილშია განლაგებული. ერთ მხარეც ჩვეულებრივი, სწორკუთხა ბაღებიანი სახლებია განლაგებული და მეორე მხრეს მრავალსართულიანი. ასეთი მეზობლობიდან გამომდინარე, ოვალური დასახლების მიმართ ინტერესი არ ნელდება და ტურისტების ხშირი მონახულების ობიექტი გახლავთ.საინტერესოა ის ფაქტიც, რომ მხოლოდ რამდენიმე სახლია დაკავშირებული მთავარ გზასტან, დანარჩენ სახლებთან კი მთავრი გზიდან მხლოდ საცალფეხო ბილიკით მისვლაა შესაძლებელი.

პროექტის ავტორების ჩანაფიქრი იყო სწორედ ის, რომ მოსახლეობას ბევრი ესეირნა ფეხით და ერთმანეთთან კავშირი ჰქონოდათ. მანქანებს სახლის მეპატრონეები მთავარ გზასთან არსებულ  პარკინგზე ტოვებენ.

კომენტარები

ტოტო 2021-09-12 21:49
სამკუთხედებზე რას იტყვით ?
Nino 2021-07-01 20:43
და ყველა იცავს მიღებულ წესებს! საქართველოსთვის ეს მაგალითი არ გამოდგება.

კომენტარის დამატება